x
image
ირინა მ.
Mediator image
კაშხლის კატასტროფა საფრანგეთში და სიკვდილისშემდგომი ქორწინებების კანონის მიღება

image

საფრანგეთის სამხრეთში, ქალაქ ფრუჟიუს ჩრდილოეთით, ფრანგული რივიერის შორიახლოს, მთებში, მალპასეს კაშხლის ნანგრევებია შემორჩენილი. ეს მდინარის ბარიერი, რომელიც 1954 წელს აშენდა, შექმნილი იყო მდინარე რეირანის რეგულირებისთვის და სოფლის მეურნეობისა და საყოფაცხოვრებო საჭიროებისთვის წყლის მარაგის დასაგროვებლად. მდინარე რეირანი ძალიან არაპროგნოზირებადი მდინარეა. იგი წლის განმავლობაში, ზაფხულის ცხელი თვეების ჩათვლით, უმეტესწილად მშრალია. მაგრამ ზამთარსა და ზაფხულში ეს 27 კილომეტრიანი წყლის არტერია ბობოქარ ნაკადად იქცევა. სწორედ რეირანზე აგებული კაშხალი უნდა დახმარებოდა ადამიანებს, რომ წყლით მთელი წლის განმავლობაში ყოფილიყვნენ უზრუნველყოფილნი.

მალპასეს თაღოვანი კაშხლის მშენებლობა ანდრე კოინს დაევალა. კოინი მათ მთელი თავისი კარიერის მანძილზე აგებდა. ის მდინარე დორდონის კაშხლების მთავარი ინჟინერი იყო, აგრეთვე მან დააპროექტა მარეჟი, სადაც რამდენიმე ინოვაციური მიღწევა იყო გამოყენებული. 1935 წელს იგი სათავეში ედგა საფრანგეთის მსხვილი კაშხლების მშენებლობის დეპარტამენტს, 1945 წლიდან 1953 წლამდე კი მსხვილი კაშხლების საერთაშორისო კომისიის პრეზიდენტის პოსტი ეკავა. ანდრე კოინმა კაშხლები ააგო 14 ქვეყანაში, მათ შორის პორტუგალიაში, მაროკოში, ზიმბაბვეში და კანადაში.

მალჰასეს კაშხლის მშენებლობა 1952 წელს დაიწყო და დასრულდა 1954 წელს. წყალსაცავის წყლით შევსება მალევე დაიწყეს. იგი რამდენიმე წელს შეიძლება გაგრძელდეს, განსაკუთრებით თუ ისეთი მდინარით იკვებება, რომელიც მიედინება მხოლოდ სამი თვე წელიწადში. ხუთი წლის შემდეგ, 1959 წელს, როცა წყალსაცავში წყალს ზღვრამდე ჯერ კიდევ 7 მეტრი აკლდა, კაშხლის მარჯვენა ნაპირთან უკვე მცირე გაჟონვები დაიწყო. ეს ავისმომასწავებელი ნიშანი იყო.

imageმალპასეს კაშხალი, სანამ ჩამოიშლებოდა

იმ წელს რეგიონში ბევრი ნალექი მოვიდა, შედეგად წყლის დონემ 5 მეტრით აიწია. იმის მაგივრად, რომ კედელზე ზეწოლა შეემცირებინათ, გადაწყდა, რომ წყალსაცავი შევსებულიყო, რადგან სადრენაჟორო კლაპანების გახსნა გაართულებდა მარსელ-ნიცას მაგისტრალის მშენებლობას, მდინარის მიმართულებით, დაახლოებით 1 კილომეტრით ქვემოთ. 1959 წლის 2 დეკემბერს, საღამოს, წყალმა მიაღწია ბეტონის ბარიერის ზედა ზღვარს. ბოლო 4 მეტრი 24 საათზე ნაკლებ დროში დაიფარა. მოგვიანებით, იმავე ღამეს, კაშხლის თხელმა კედლებმა წყლის დაწოლას ვეღარ გაუძლო და ჩამოიშალა. უზარმაზარმა ტალღამ გადაიარა ველი, დაანგრია ნაგებობები, მათ შორის სახლები, გზები, სარკინიგზო გზები, სატელეფონო და ელექტროქსელი. კაშხლის უზარმაზარი ბეტონის ნანგრევები, ზოგი 600 ტონამდე, ნახეს ავარიის ადგილიდან დაახლოებით კილომეტრნახევარში. დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი, 700 უსახლკაროდ დარჩა. ანდრე კოინი, კაშხლის მთავარი ინჟინერი, ძალიან შეძრა ამ ტრაგედიამ. იგი რამდენიმე თვის შემდეგ გარდაიცვალა.

კატასტროფის შემდეგ გაკეთდა დასკვნა, რომ ადეკვატურად უნდა შესწავლილიყო და შეფასებულიყო იმ ფენების მდგომარეობა, სადაც აღნიშნული კაშხალი უნდა აეგოთ.

imageმალპასეს კაშხლის ნანგრევები
imageმალპასეს კაშხლის ნანგრევები
imageმალპასეს კაშხლის ნანგრევები
image

image

კატასტროფიდან ყველაზე მოულოდნელი შედეგი გახდა კანონის მიღება, რომლის მიხედვითაც დაშვებული იქნა ქორწინება მიცვალებულთან. დაღუპულთა შორის იყო ახალგაზრდა ანდრე კაპრა, რომელმაც ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე ხელი სთხოვა თავის ფეხმძიმე შეყვარებულს, ირენ ჟოდარს. ანდრეს სიკვდილის მიუხედავად, ირენს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი მაინც გაჰყოლოდა მას ცოლად. როცა ერთი კვირის შემდეგ პრეზიდენტი შარლ დე გოლი ეწვია ქალაქს, ირენი შეევედრა მას ქორწინების უფლება მიეცა. დე გოლი დაპირდა, რომ განიხილავდა მის თხოვნას. ერთი თვის განმავლობაში ნაციონალურმა კრებამ მიიღო უნიკალური კანონი, რომლის მიხედვითაც ნებადართული ხდებოდა ქორწინება გარდაცვლილ პარტნიორებთან, თუმცა საჭირო იყო საკმარისი რაოდენობის ფაქტების შეგროვება, რომელიც დაამტკიცებდა, რომ სიცოცხლეში წყვილი თანახმა იყო ქორწინებაზე.

მას შემდეგ, ასობით ქვრივმა ქალბატონმა და მამაკაცმა მიმართა განცხადებით მერიას სიკვდილისშემდგომ ქორწინებაზე. ნებისმიერ პირს, რომელსაც აღნიშნული პროცედურის გავლა უნდა, საჭიროა თხოვნა გააგზავნოს პრეზიდენტთან. ის თავის მხრივ, გადასცემს მას იუსტიციის მინისტრს, შემდეგ პროკურორს. თუ პროკურორი დარწმუნდება, რომ წყვილი ნამდვილად გეგმავდა ქორწინებას გაუთვალისწინებელ სიკვდილამდე, და თუ მიცვალებულის მშობლები თანახმა იყვნენ, იგი დასტურს აძლევს. საბოლოო ჯამში პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას, მოაწეროს ხელი ქორწინებაზე თანხმობას თუ არა.

ყოველწლიურად, საფრანგეთის ხელისუფლება საშუალოდ 50 თხოვნას იღებს სიკვდილისშემდგომ ქორწინებაზე, აქედან 20-დადებითად წყდება.


image

იმ დროს, როცა ბევრი სენტიმენტალური მოსაზრებით იღებს ასეთი ქორწინების გადაწყვეტილებას, აღნიშნული ქორწინება პრაქტიკულ როლსაც თამაშობს, მაგალითად, თუ ქალი ფეხმძიმედაა, როგორც ეს ირენ ჟოდარის შემთხვევაში იყო. ასეთ შემთხვევაში ქორწინების დაკანონება იძლევა იმის გარანტიას, რომ ბავშვები კანონიერ მემკვიდრეებად ჩაითვლებიან.

გარდაცვლილთან ქორწინების პრაქტიკა სინამდვილეში პირველი მსოფლიო ომის დროიდან მოდის (1914-1918წწ.), როცა მგლოვიარე ქალბატონებს იმ ბავშვების კანონიერი უფლებების უზრუნველყოფა სურდათ, რომელთა მამებიც ფრონტზე დაიღუპნენ და ვერ მოასწრეს დაქორწინება.

სიკვდილისშემდგომი ქორწინების უმრავლესობა უხმაუროდ ტარდება: ქალი დგას გარდაცვლილი საქმროს სურათთან, მერი კი კითხულობს პრეზიდენტის ბრძანებას. საფრანგეთის საზღვრებს გარეთ ასეთი ქორწინების მხოლოდ რამდენიმე შემთხვევა იყო.




შეიძლება დაინტერესდეთ:




იუპიტერის თანამგზავრ ევროპაზე, შესაძლოა, წყალქვეშა სამყაროში რვაფეხას მსგავსი არსებები ბინადრობდნენ


image


სახლი მდინარეში (საფრანგეთი)

image


შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს

image


ისტორია მოზარდის შესახებ, რომელმაც სახლის ეზოში ატომური რეაქტორი ააწყო

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


უნიკალური, გასაოცარი, სახიფათო ადგილმდებარეობისა და არქიტექტურის მქონე ტაძრები, სასტუმროები, ხიდები...

image


გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


ანტარქტიდაში აღმოჩენილი გიგანტური "შესასვლელები". ხელოვნურია თუ ბუნებრივი წარმონაქმნი?

image


საინტერესო ფაქტები ყველა სფეროდან

image











1
850
8-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
850
  
2021, 23 მარტი, 11:11
ძალიან საინტერესოა
0 1 1