x
image
ირინა მ.
ქვეყნები, სადაც რთულია იყო მამაკაცი
image

ჩვენთვის ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ მამაკაცი ოჯახის უფროსად ითვლება, რომელიც ოჯახის სხვა წევრებზე იღებს პასუხიმგებლობას. არის ქვეყნები, სადაც ოჯახის თავები ქალები არიან, მამაკაცად დაბადება კი ერთგვარად წარუმატებლობად ითვლება.


კალაშები პაკისტანში

image

კალაშების ტომის ხალხს ალექსანდრე მაკედონელის მეომრების შთამომავლებად თვლიან. ეს ტომი დაახლოებით 3000 ადამიანს ითვლის. მათი წინაპრები დიადი მეომრები იყვნენ, თუმცა დღევანდელი კალაშები მშვიდობიანი ხალხია. მათ ერთი დამახასიათებელი თავისებურება აქვთ–აქ ოჯახის უფროსი ქალია. თუ მას რაიმე არ მოეწონება, თავისუფლად შეუძლია ქმარი სახლიდან გაუშვას და სხვა მოიყვანოს. გაგდებული მამაკაცი ხმისამოუღებლივ მიდის, რადგან ქალთან შეპასუხების უფლება არ აქვს.

მოსოს ტომი ჩინეთში

image

ეს საკმაოდ დიდი ტომია და მისი წარმომადგენლები ჩინეთის რამდენიმე პროვინციის ტერიტორიაზე ცხოვრობენ. მათი თავისებურებაა ის, რომ ისინი არ ქმნიან ოჯახებს. ქალები ცხოვრობენ ნებისმიერ მამაკაცთან, რომელიც მოეწონებათ. თუ მათ საერთო შვილი გაუჩნდებათ, ბავშვს დედა გაზრდის ან რომელიმე ნათესავი დედის მხრიდან.

მეგჰალაიას შტატი ინდოეთში

image

აქ მამაკაცების სრული უუფლებობა სუფევს: ყველაფერს ქალები ხელმძღვანელობენ და ყველა საკითხს ქალები წყვეტენ. ქალები განაგებენ ფინანსებს, არქმევენ სახელებს ბავშვებს და გვარებსაც კი თვითონ ურჩევენ ახალდაბადებულ შვილებს. საინტერესოა, რომ ამ ქვეყნის მამაკაცებმა ჩამოაყალიბეს მამაკაცთა უფლებათა დაცვის ორგანიზაცია.

მინანგკაბაუ და მათი მატრიარქატი


image

ინდონეზია ქვეყანაა, სადაც მატრიარქატი ბატონობს. როგორც ყველასთვის ცნობილია, ისლამში ქალებს ძალიან შეზღუდული უფლებები აქვთ და ისინი ყველაფერში უსიტყვოდ უნდა დაემორჩილონ ქმარს. მინანგკაბუს ტომში ყველაფერი პირიქითაა. აქ ქალია ოჯახის უფროსი, ამიტომ მემკვიდრეობას იგი ქალიშვილებს გადასცემს. ღამეს მეუღლეები ერთად ათევენ, დილით ადრე ქმარი დედამისის სახლში მიდის და სხვადასხვა საქმიანობით კავდება. მამრობითი სქესის წარმომადგენლები 10 წლამდე დედის სახლში იზრდებიან, შემდეგ მათ რელიგიურ სკოლაში აგზავნიან, სკოლის დამთავრების შემდეგ კი მათ უნდა დატოვონ მშობლიური სახლი, რათა თავისი ოჯახის შესაქმნელად გამოიმუშავონ ფული. მათი არყოფნის დროს ქალები ასრულებენ ყველა საშინაო საქმეებს.

ჰიმალაი

ინდოეთის, ნეპალის და ბუტანის ზოგიერთ რაიონში არის ტომები, სადაც ქალებს უფლება აქვთ გათხოვდნენ ერთდროულად რამდენიმე მამაკაცზე. ეს თავისებური მამაკაცთა ჰარემებია. მაგრამ ცივილიზაციამ აქაც შეაღწია, და მამაკაცთა ჰარემები უკვე დიდ იშვიათობას წარმოადგენს.






იქნებ დაგაინტერესოთ:





ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ

image


გასული საუკუნის მოდის მიმდევარი ქალბატონების თავდაცვის საშუალება-თავსაბურავის სარჭი, რომლითაც საყვარლების მკვლელობებიც ხდებოდა

image


რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში

image


საინტერესო ფაქტები პორნოინდუსტრიის შესახებ

image


რომელ უცხოელებზე გიჟდებოდნენ საბჭოთა ქალბატონები (ვიდეო)

image


ის უხერხული მომენტი, როცა მამაშენი ზუსტად იმ კაბაში გამოწყობილი მოვიდა, როგორც შენ

image


ამ ქალბატონებს ნამდვილად დაავიწყდათ, რა არის სიბერე

image


შესაძლოა პუშკინის და დანტესის დუელის მიზეზი არა ქალი, არამედ მამაკაცი იყო

image


ქალების აზრით, ჰოლივუდის ყველა დროის ყველაზე სექსუალური მამაკაცები

image








0
321
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
321
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0