x
image
ირინა მ.
პრინცესა დაიანას იშვიათი ფოტოები და მასთან დაკავშირებული უჩვეულო ისტორიები

image


1. ლედი დაიანა სპენსერი შოკირებულია ფოტორეპორტიორების რაოდენობით თავისი ბინის სიახლოვეს ლონდონში. სულ რამდენიმე დღით ადრე პრინც ჩარლზზე დანიშვნის გამოცხადებამდე.

image

2. ახლა ის პაპარაცების საყვარელი ობიექტია. ლედი დაიანა სპენსერი თავის საცხოვრებელ სახლთან კოლეჰერნ-კორტის რაიონში, უელსის პრინცზე ნიშნობამდე. დეკემბერი, 1980 წელი.

image

3. 1981 წლის 1 აგვისტო, თაფლობის თვე, პრინცი და უელსის პრინცესა ტოვებენ გიბრალტარს სამეფო იახტა "ბრიტანეთით". თითქოს ახალგაზრდა ოჯახში ჯერ კიდევ ყველაფერი კარგადაა.

image

4. დაიანა სარა ფერგიუსონთან ერთად, პოლოს კლუბში Guard, უინძორი, 1983 წლის ივნისი. პრინცესას სწორედ ის განთქმული ცხვრებიანი სვიტერი აცვია Warm And Wonderful-სგან.


image

დაიანა სამეფო კარზე ყოველთვის "მეამბოხე კრავად" გრძნობდა თავს თეთრ "თანამოძმეთა"რიგებში. მას შემდეგ, რაც იგი ამ სვიტერით (და ბრიტანული იუმორის კარგი გრძნობით) გამოჩნდა პოლოს რამდენიმე მატჩზე (1980-იანი წლების დასაწყისში), რედაქტორებმა მისი ფოტოები მაშინვე ჟურნალებისა და გაზეთების პირველ გვერდზე მოათავსეს. Warm And Wonderful-ის კოპირება მრავალი წლის განმავლობაში გრძელდებოდა.

image

image

image

5. უელსის პრინცესა, როცა თავში ყვავილების თაიგული მოხვდა. სიდნეის ოპერის თეატრი, ავსტრალია, 28 მარტი, 1983 წელი.

image

6. პრინცი ჩარლზი კოცნის დაიანას პოლოს მატჩის შემდეგ, პრიზების გადაცემის დროს (საირენჩესტერი). თითქოს სკანდალურ ღალატებამდე ჯერ კიდევ შორსაა.

image

7. ყველაზე გულისამაჩუყებელი ფოტო-დაიანა ლორდ გეიჯის მოხუცთა თავშესაფარში ვიზიტის დროს (ნიუჰემი) ესალმება 91 წლის ნელი კორბეტს. აღმოსავლეთ ლონდონი, 18 სექტემბერი, 1990 წელი.

image

8. გლამურული პრინცესა-დაიანა პიკნიკზე საუდის არაბეთის უდაბნოში, 1986 წლის ნოემბერი. საუდის არაბეთში სამეფო ტურნეს დროს.

image

9. პრინცესამ მუხლი მოიყარა? ასეც ხდება. რევერანსი ესპანეთის მეფეს ხუან კარლოსს, რომელიც დაიანას ხელზე ეამბორება, როცა დაიანა და პრინცი ჩარლზი ტოვებენ ტოლედოს ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ. 25 აპრილი, 1987 წელი.

image

10. პრინცესა დაიანა აცილებს პრინც უილიამს და პრინც ჰარის უეთერბის სკოლაში.

image

11. არა მხოლოდ ჩოგბურთი. დაიანა თხილამურებით სრიალის დროს ზამთრის არდადეგებზე, ლიხტენშტეინში. 24 იანვარი, 1985 წელი.

image

12. უჩვეული ფორმაში-პრინცესა არა საღამოს კაბაში, არამედ სმოკინგში. ძაღლების რბოლაზე უემბლის სტადიონზე ლონდონში. 20 აპრილი 1988 წელი.

image

13. პრინცი ჩარლზი და უელსის პრინცესა დიდი ბრიტანეთის საელჩოში (აბუ-დაბი. არაბეთის გაერთიანებული ემირატები), მარტი, 1989 წელი.

image

14. დაიანა იმპერატორის ბანკეტზე ტოკიოში, იაპონია. მაისი 1986 წელი. პრინცესა Yuki-ის კაბაშია და არა გვირგვინი, არამედ ძვირფასი ქვებით გაწყობილი სამკაული უმშვენებს შუბლს.

image

15. დაიანა თავისი ავტომობილის საჭესთან. მაისი, 1991 წელი.

image

16. პრინცესა დაიანა და პრინცი ჩარლზი ავსტრალიაში თავიანთი პირველი სამეფო ტურის დროს, 12 აპრილი, 1983 წელი. ქორწილიდან ორი წლის შემდეგ.. სწორედ ამ ვიზიტის დროს მოხიბლა დაიანამ ადგილობრივი მოსახლეობა და ჟურნალისტები და ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. მაშინ მიხვდა პრინცი ჩარლზი, რომ დიდ ბრიტანეთში ახალი დედოფალი გამოჩნდა. ეს მოგზაურობა მათი ქორწინების დასასრულის დასაწყისი იყო. პრინცესა იან ვან ფელდენის კაბაშია.

image

17. პრინცი და უელსის პრინცესა იპოდრომზე, აპრილი, 1982 წელი. დაიანა ორსულების წითელ მოხერის პალტოში.

image

18. ლედი დაიანა სპენსერი პაპარაცებისგან სახეს იფარავს, ლონდონი. 17 ნოემბერი, 1980 წელი.

image

image







ეს საინტერესოა:





"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი I)

image


"მინდა!..."–როგორ ზრდიან შვილებს ცნობილი ადამიანები (ნაწილი II)

image


პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი I

image


პირველი შეხვედრიდან უკანასკნელ წლისთავამდე: დედოფალ ელისაბედ II და პრინც ფილიპის სიყვარულის ისტორია. ნაწილი II

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი პირველი)

image


ჟაკლინ კენედი: ამერიკელი "გეიშა" და მონროს "მკვლელი" ( ნაწილი მეორე)

image


ბრუნეის სულთნის ოქროსგუმბათიანი სასახლე, პატარძლის ოქროსქუსლიანი ფეხსაცმელი, ოქროს მანქანა და ა.შ.

image


როგორ ერთობოდნენ ბრუნეის მმართველი და მისი ძმა (ჰარამხანა, აუქციონი, სასამართლო) გაგრძელება

image


ემირატების პრეზიდენტი იმდენად მდიდარია, რომ არ ახსოვს ზუსტად რამდენ რეზიდენციას ფლობს მსოფლიოში

image


"კრემლის პრინცესა" - გალინა ბრეჟნევა, ნაკლებად ძლიერი ქალი დიდი შესაძლებლობებით

image


პარიკი მელოტი დედოფლისთვის

image








0
1311
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
1311
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0