x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image

ეს კუნძული, მიუხედავად ნაყოფიერი ნიადაგისა და თევზით მდიდარი ტბისა, დაუსახლებელია. აქ არავინ ცხოვრობს, ადამიანის კვალი კი უცნაურად გამოიყურება და ასახსნელად რთულია: თითქოს ყველა ერთდროულად გაქრა.

კუნძულ ენვაიტენეტს ფორმალურად სამხრეთის კუნძული ეწოდება. იგი კენიაში მდებარე ტურკანის (რუდოლფის) ტბის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. ენვაიტენეტი ითარგმნება, როგორც "კუნძული, საიდანაც არ ბრუნდებიან".

image

დაკარგული ოჯახი

უცნაურობები ჯერ კიდევ საუკუნეების წინ შეამჩნიეს. ახლომდებარე ტომის-ტურკანის შთამომავლები ჰყვებიან, რომ ყველაფერი სუდანელი მონათვაჭრების დროიდან დაიწყო. თითქოს მათ გამოექცათ და ამ კუნძულზე დაიმალა ერთი ოჯახი, რომელიც შემდეგ ვერავინ იპოვა. აღსანიშნავია, რომ ისინიც, ვინც მათ მოსაძებნად წავიდა, დაიკარგნენ.

ზოგიერთი მეცნიერი ყველაფერს ცხოველებს მიაწერს. აუარებელი ნიანგები აქ თავს ისე გრძნობენ, როგორც ედემის ბაღში, კუნძულის ცენტრში კი უზარმაზარი კობრები ბინადრობენ.

image

image

ერთ-ერთი ექსპედიციის წევრების მონაყოლიდან (ჟურნალი "вокруг света"): "ნაპირის ვიწრო ზოლი ნიანგებით იყო მიფენილი. გიგანტები იწვნენ ნაპირზე და ნებივრობდნენ. ხანდახან ზოგიერთი ზედ ჩვენს ტივთან ამოყვინთავდა ხოლმე. და რომელიმეს თავში რომ მოსვლოდა აზრად, ტივისთვის კუდი დაეკრა–ჩვენი ბედი გაამართლებდა კუნძულის დასახელებას..."

უკვალოდ გამქრალი მეცნიერები

1935 წელს ტბაზე მუშაობდა სერ ვივიან ფუშის ექსპედიცია. მათ ენვაიტენეტზე ჯგუფის ორი მკვლევარი გააგზავნეს-მარტინ შეფლისი და ბილ დაისონი. გამოცდილმა გეოლოგებმა, რომლებიც კარგად იცნობდნენ აფრიკას, მშვიდობიანად მიაღწიეს კუნძულს. სხვა ამოცანებთან ერთად, მათ ევალებოდათ კოლეგებისთვის ყოველდღიურად სინათლის სიგნალით ენიშნებინათ, რომ ყველაფერი კარგადაა. მე-15 დღეს სიგნალი ვეღარ მიიღეს. კუნძულზე სამაშველო ჯგუფი გადავიდა, მათ ვერტმფრენებითაც კი ეძებდნენ, მაგრამ ინგლისელების ვერავითარი კვალი ვერ აღმოაჩინეს, სამეცნიერო მოწყობილობები და ტანსაცმელიც კი... ვერაფერი.

გამოითქვა აზრი, რომ დროგამოშვებით ტბის სიღრმეებიდან ამოდიოდა მიწისქვეშა აირები. იგი გამაბრუებლად ზემოქმედებდა ტვინზე და ადამიანებს გაუცნობიერებელ მოქმედებებისკენ აიძულებდა. მაგალითად, ტბაში ცურვას. შესაძლოა, მეცნიერებს სურსათი გამოელიათ, ნავით მატერიკის ნაპირამდე გაცურეს, მაგრამ გზაში დაიღუპნენ. ამიტომ ვერ აღმოაჩინეს მათი კვალი კუნძულზე.

გამქრალი სოფელი

კიდევ რამდენიმე წლის შემდეგ კუნძულზე დასახლდნენ ელმოლოს ტომის წარმომადგენლები. მათ თავი დააღწიეს მეომარ მომთაბარე ტომებს და საცხოვრებლად ეს უცნაური კუნძული აირჩიეს. აიშენეს ქოხები, მოაშენეს თხები, მისდევდნენ თევზჭერას და დაიწყეს ვაჭრობა მატერიკთან. ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ საქონლით დატვირთულმა ტივებმა შეწყვიტა ნაპირთან ურთიერთობა. კუნძულის მეზობლებთან დასახლება ლიენგალანიდან მზვერავები გაგზავნეს, რომ გაეგოთ ვაჭრობის შეწყვეტის მიზეზი. მაგრამ იქ მისულებმა ვერავინ აღმოაჩინეს: თევზი გაფუჭებულიყო, ნივთები კი ისე იყო დატოვებული, თითქოს ყველა ერთი წუთით სადღაც გასულიყო. 30 ადამიანი უკვალოდ გამქრალიყო.


image

image

სამბურუს ტომის ხალხი ირწმუნება, რომ კუნძულის გველები-ეს მათი წინაპრების სულებია. ისინი დღემდე ნადირობენ ელმოლოს ტომის ადამიანებზე. სოფლის ქოხები ჯერ ისევ ადგილზეა, მაგრამ იქ დაბინავებას არავინ აპირებს. გაგარეულებული თხებიც ჯერ კიდევ დახეტიალობენ კუნძულზე. მეტიც, მათზე არავინ ნადირობს, რადგან ადამიანებს კუნძულთან მიახლოების ეშინიათ. და რა არის საკვირველი: თხები ნიანგებს დაუმეგობრდნენ. ნიანგები მათ არაფერს ერჩიან.

ტურკანის ტომის აბორიგენებმა კუნძულის მოხაზულობა თავიანთი მიწისა და ნაყოფიერების ღვთაებას მიამსგავსეს და ამბობენ, რომ მას თავისთან მიჰყავს ყველა მამაკაცი, და ქალები და ბავშვებიც მიჰყვებიან.

image




იხილეთ აგრეთვე:




კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


უჩვეულო საკურორტო დასახლება გუმბათოვანი სახლებით ირანის კუნძულზე

image


ყველაზე ლამაზი პარასკევა (ფილმიდან "სინიორ რობინზონი") 69 წლისაა

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image


კასპიის ზღვის ატლანტიდა, ადამიანი-ამფიბია და სხვა იდუმალი მოვლენები

image


ჯეიკი-ადამიანი ალიგატორი. მითია თუ სინამდვილე?

image


ერთ-ერთი აფრიკული ტომის მამაკაცები, რომლებიც მაკიაჟით და ვარცხნილობით მოსამართლე ქალებს თავს აწონებენ

image


ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image


გიგანტური ხვრელი იაკუტიაში, ევროპა უფსკრულის პირას და სხვ.

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image






0
1136
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1136
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0