x
მეტი
  • 08.10.2022
  • სტატია:122846
  • ვიდეო:355160
  • სურათი:495135
სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო)

image


სიამის ტყუპები, სოხნა და მოხნა სინგხები ინდოეთის ელექტრომომარაგების პენჯაბის სამმართველოში ელექტრიკოსების პოზიციაზე აიყვანეს და თითოეული ხელფასს თვეში 133 დოლარს მიიღებს. 19 წლის შეზრდილი ტყუპების მოვალეობა იქნება სადისპეტჩერო ჯიხურის მეთვალყურეობა.


image


"ჩვენ, პენჯაბის მთავრობის მადლიერები ვართ ჩვენი ნიჭის აღიარებისთვის"-ნათქვამია ტყუპების ერთობლივ განცხადებაში. PSPCL-ის მმართველი დირექტორი, ვენუ ფარსადი ჟურნალისტებთან საუბარში ამბობს, რომ სოხნამ და მოხნამ თავიანთი შესაძლებლობების დემონსტრირება სასწავლო ცენტრში მოახდინეს, სადაც მიიღეს დიპლომი ელექტრიკოსის სპეციალობით. "ამიტომ გადავწყვიტეთ ინვალიდების ქვოტით და თანაგრძნობის გამო აგვეყვანა ისინი სამსახურში"-ამბობს ფარსადი.


image

image


image


შეზრდილი ტყუპები მშობლებმა ორი თვის ასაკში მიატოვეს და ისინი ქალაქ ამრიტსარის ბავშვთა სახლებში გაიზარდნენ. მათ ორი საერთო ფეხი აქვთ, საერთო ღვიძლი, საერთო ნაღვლის ბუშტი და ელენთა, ასევე კუჭ-ნაწლავი და წელს ქვემოთ სხვა დანარჩენი ორგანოები. მკერდის არეში მათი სხეული ორ ნაწილად იყოფა, ასე რომ თითოეულს თავისი გული აქვს. მათი აპეკუნები ამბობენ, რომ ტყუპებს ბავშვობიდან უყვართ სხვადასხვა მექანიზმების და ელექტრომოწყობილობების დაშლა-აწყობა. სოხნა და მოხნა სინგხების განცალკევება ქირურგიული მეთოდით შეუძლებელი იყო, ოპერაციის მსვლელობის ან ოპერაციის შემდგომ ერთ-ერთის ან ორივე მათგანის სიკვდილის დიდი რისკის გამო.






გაეცანით შემდეგ სტატიებს:





ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


ნაპოვნია უცნაური არსება - მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ

image


თურქეთში დაიბადა ციკანი-მუტანტი, ციკლოპის მსგავსი თვალებით, რომელიც ერთ თვალბუდეშია მოთავსებული(+ვიდეო)

image


ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა

image


ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი

image


ტატუს ოსტატმა გარეგნობა შეგნებულად შეიცვალა (+ვიდეო)

image


რატომ იგნორირებენ ანთროპოლოგები 3, 5 მეტრიან ორთავიან გიგანტს პატაგონიიდან? (+ვიდეო)

image


საოცარია, მაგრამ ფაქტი-ეს ადამიანის კუდია!

image


როგორ გამოიყურება მიკროსკოპის ქვეშ ჩვენი ორგანოები, კიბოს უჯრედების განადგურების პროცესი და ა.შ. (+ვიდეო)

image


ჯობია ამ ქვეყნებში მამაკაცად არ დაიბადო

image






0
241
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
241
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0