x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134403
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508491
"მითია, რომ კორონავირუსს ისე ჩვეულებრივად გადავიტანთ, როგორც გრიპს" - ჰოპკინსის უნივერსიტეტის ქართველი დოქტორი, რომელიც COVID 19-ის კვლევაში მონაწილეობს
image


ექი­მი-ინ­ფექ­ცი­ო­ნის­ტი, მე­დი­ცი­ნის დოქ­ტო­რი მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე 1 წე­ლია, აშშ-ში ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში საქ­მი­ა­ნობს და ამ­ჟა­მად ახა­ლი ტი­პის კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით კვლე­ვა­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.


ქარ­თველ­მა დოქ­ტორ­მა COVID 19-ის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რამ­დე­ნი­მე პოს­ტიც გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ვირუ­სის შე­სა­ხებ მნიშ­ვნე­ლო­ვან დე­ტა­ლებ­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას და აღ­ნიშ­ნავ­და, რომ ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცია გავ­რცელ­და.


მა­მუ­კა მა­ჩა­ი­ძე დღეს AMBEBI.GE-ს რეს­პონ­დენ­ტია და კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯონს ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე კვლე­ვე­ბის, ასე­ვე თა­ვად ინ­ფექ­ცი­ის შე­სა­ხებ ესა­უბ­რე­ბა:



image


- ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი მსოფ­ლი­ო­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ პა­ცი­ენ­ტებ­თან და სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას აგ­რო­ვებს, რაც სხვა ქვეყ­ნე­ბის გა­მოც­დი­ლე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს, რათა ვირუსს მომ­ზა­დე­ბუ­ლე­ბი დავ­ხვდეთ რო­გორც მარ­თვის, ასე­ვე - პრე­ვენ­ცი­ის თვალ­საზ­რი­სით.


შექ­მნი­ლი გვაქვს ე.წ. COVID 19-ის სა­მუ­შაო ჯგუ­ფი, რო­მე­ლიც კონ­კრე­ტულ ლო­კა­ლურ ინ­სტრუქ­ცი­ებ­ზე მუ­შა­ობს, თუ რა უნდა ქნას ექიმ­მა, თუ მას­თან სიმპტო­მე­ბი­ა­ნი პა­ცი­ენ­ტი მი­დის. ვცდი­ლობთ, ეს უნი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სის­ტე­მა იყოს, და­წყე­ბუ­ლი სიმპტო­მე­ბი­დან, დიგ­ნო­ზი­თა და მკურ­ნა­ლო­ბის ჩათ­ვლით.


ასე­ვე, სხვა უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­თან ერ­თად, წამ­ლე­ბის, მათ შო­რის Remdesivir-ის კვლე­ვა­ში ჩა­ვერ­თვე­ბით. თუ პა­ცი­ენ­ტი და­აკ­მა­ყო­ფი­ლებს სპე­ცი­ფი­კურ კრი­ტე­რი­უმს, გა­მო­ნაკ­ლი­სის წე­სით ჰო­პ­კინ­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ამ პრე­პა­რატს მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­ის­გან მი­ი­ღებს და მის გა­მო­ყე­ნე­ბას შევ­ძლებთ. ჯერ საქ­მე აქამ­დე არ მი­სუ­ლა, და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პა­ცი­ენ­ტე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი აქ ასე მრავ­ლად არ არის, თუმ­ცა ვე­ლო­დე­ბით, რომ მო­მა­ვალ კვი­რებ­ში ამის სა­ჭი­რო­ე­ბა დად­გე­ბა.


image


- თქვენ აღ­ნიშ­ნეთ, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­სა­ხებ ბევ­რი დე­ზინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა. რო­მე­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მოგ­ხვდათ თვალ­ში?


- პირ­ვე­ლია ის, რომ თით­ქოს კო­რო­ნა­ვირუ­სი გრი­პი­ვი­თაა. გრიპს ის­ტო­რი­უ­ლად ახა­სი­ა­თებს მსგავ­სი პან­დე­მი­ე­ბი, მაგ­რამ მი­თია, თით­ქოს მას ისე ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გა­და­ვი­ტანთ, რო­გორც გრი­პი გა­დაგ­ვაქვს. ჩი­ნეთ­შიც, იტა­ლი­ა­შიც და ბევრ ქვე­ყა­ნა­ში კვლე­ვამ უკვე აჩ­ვე­ნა, რომ სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის მაჩ­ვე­ნებ­ლით COVID 19 აჭარ­ბებს გრი­პის ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბას, გა­და­დის ბევ­რად მარ­ტი­ვად, ვიდ­რე სხვა რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი ვირუ­სე­ბი, პო­ტენ­ცი­უ­რად უფრო მეტ ადა­მი­ანს აა­ვა­დებს.


მე­ო­რე, რაც ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ში გავ­რცელ­და, იყო, რომ ალ­კოჰო­ლი ვირუსს კლავს და ეს ისე იქნა გა­გე­ბუ­ლი, რომ თით­ქოს, ალ­კოჰო­ლის და­ლე­ვა შვე­ლის. 3%-იანი ალ­კოჰო­ლით გაწ­მენ­და ვირუ­სის ნა­წი­ლა­კებს უსუ­ლო ზე­და­პი­რებ­ზე კლავს, მაგ­რამ ეს არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არაა ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბას­თან.


მე­სა­მე, რა­საც ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, ბოსტნე­უ­ლით საპ­ნით გა­რე­ცხვას ეხე­ბა - არა­ნა­ი­რი და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არ არ­სე­ბობს, რომ ეს რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბას გვაძ­ლევს.


- რით გან­სხვავ­დე­ბა COVID-19 კო­რო­ნა­ვირუ­სის სხვა, ად­რინ­დე­ლი შემ­თხვე­ვე­ბის­გან?


- წინა კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბის ინ­ფექ­ცი­ე­ბი, ე.წ. SARS და MERS, პრაქ­ტი­კუ­ლად, ეპი­დე­მი­ის დო­ნე­ზე დამ­თავ­რდა, კონ­კრე­ტულ რე­გი­ონ­ში სწრა­ფად გარ­ცელ­და, ჰქონ­და მა­ღა­ლი სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, მაგ­რამ იმა­ვე რე­გი­ონ­ში ლო­კა­ლიზ­და და პან­დე­მი­ის მეტი პო­ტენ­ცი­ა­ლი ვე­ღარ შე­ი­ძი­ნა.


კო­რო­ნა­ვირუ­სის ოჯა­ხი ჩვენ­თვის ახა­ლი არ არის და ამ ორი პან­დე­მი­ის გარ­და, არ­სე­ბობს კი­დევ 4 სე­რო­ტი­პი, რო­მე­ლიც ჩვე­უ­ლებ­რივ გრიპს, მარ­ტივ მსუ­ბუქ რეს­პი­რა­ტო­რულ და­ა­ვა­დე­ბას იწ­ვევს. COVID 19-თან და­კავ­ში­რე­ბით მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა, რომ ძა­ლი­ან ად­ვი­ლად გა­და­დის, გერ­მა­ნუ­ლი კვლე­ვის თა­ნახ­მად, არა მხო­ლოდ ხვლე­ბით და ლა­პა­რა­კით, არა­მედ - სუნ­თქვი­თაც. გა­და­ცე­მის გზა ფო­მი­ტე­ბი­ცაა - ყო­ველ­დღი­უ­რი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, გა­და­ცე­მის მი­ნი­მუმ ორი გზა აქვს.


მე­ო­რე მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეპი­დე­მი­ის კონ­ტრო­ლი რთუ­ლია, არის ალ­ბათ ის, რომ პა­ცი­ენ­ტი გა­დამ­დე­ბი ხდე­ბა სიმპტო­მე­ბის გა­მოვ­ლე­ნამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 24-48 სა­ა­თით ადრე, ანუ, არ­სე­ბობს ალ­ბა­თო­ბა, რომ სა­ნამ პა­ცი­ენტს და­ა­ვა­დე­ბა და­უდ­გინ­დე­ბა, მან პო­ტენ­ცი­უ­რად სხვა და­ა­ა­ინ­ფი­ცი­როს. და­ინ­ფი­ცი­რე­ბის ინ­დექ­სის თა­ნახ­მად, სა­შუ­ა­ლოდ, COVID 19-ის მქო­ნე 1 და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი ახლო კონ­ტაქ­ტის შემ­თხვე­ვა­ში 2-ნა­ხე­ვარ კონ­ტაქტს აინ­ფი­ცი­რებს. რი­ცხვი, მო­სახ­ლე­ო­ბის 60%, რაც ან­გელ­მა მერ­კელ­მა ახ­სე­ნა, სწო­რედ აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რეა - ეპი­დე­მი­ო­ლო­გებს შე­უძ­ლი­ათ, წი­ნას­წარ დათ­ვა­ლონ, რამ­ხე­ლა პო­ტენ­ცი­ა­ლი აქვს ვირუსს, და ეს 60-70% აქე­დან მო­დის. ეს პო­ტენ­ცი­უ­რი რი­ცხვია, თუმ­ცა არ ნიშ­ნავს, რომ მარ­თლა ამ­დე­ნი იქ­ნე­ბა.


- სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ის 30-ზე მეტი შემ­თხვე­ვაა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლია შიდა გა­და­დე­ბაც. ხომ არ უნდა ვე­ლო­დოთ, რომ სინ­ჯე­ბის აღე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა უფრო გა­ფარ­თოვ­დეს?


განაგრძეთ კითხვა

0
5919
4-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5919
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0