x
მეტი
  • 18.07.2024
  • სტატია:136041
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510304
ღვთისმშობლის ცნობილი ქანდაკების სისხლიანი ცრემლები აფერა აღმოჩნდა. როგორ ამხილა ვატიკანმა მისგან გამდიდრებული თაღლითი?
image

ივნისის ბოლოს ვატიკანმა ოფიციალურად უარი თქვა სასწაული ეწოდებინა, ტრევინიანოს მადონას ცნობილ ქანდაკებას.რომელსაც სისხლიანი ცრემლები მოსდიოდა. ამან გამოიწვია ათასობით იტალიელის დაბნეულობა, რომლებსაც რამდენიმე წლის განმავლობაში გულწრფელად სჯეროდათ ჟიზელა კარდიას წინასწარმეტყველებების, რომელიც ქანდაკების მფლობელი იყო.


ქალი რვა წლის განმავლობაში სარგებობდა თანამემამულეების მიამიტობით და რელიგიურობით და ყოველთვიურად გადასცემდა მათ გამოცხადებებს, თითქოსდა თავად ღვთისმშობლისგან გადმოცემულს. როგორ მოახერხა მან ასეთი გავლენის მიღწევა და რა ელის ახლა მას?




2016 წელს მთელ იტალიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბრაჩიანოს ტბის სანაპიროზე მდებარე ტრევინიანო რომანოს კომუნაში თითქმის წმინდანი გამოჩნდა, რომელიც თავად ღვთისმშობელს ესაუბრება თავისავე ქანდაკების საშუალებით.



რვა წლის წინ, კარდიამ, ახლა უკვე 53 წლისამ, გამოაცხადა, რომ ღვთისმშობელი მას ტბაზე გამოეცხადა და შემდეგ დაიწყო გამოცხადებები ყოველი თვის 3 რიცხვში. ამავე დროს სისხლი გაჩნდა მადონას ქანდაკების სახეზე, რომელიც კარდიამ სანაპიროზე დაამონტაჟა.


უკვე ერთი წლის შემდეგ, ასობით მომლოცველი იკრიბებოდა ტრევინიანო რომანოში, სურდათ ენახათ სასწაული, რა დროსაც გულუხვი შემოწირულობები ჩაედინებოდა კარდიას და მისი მეუღლე ჯანის ჯიბეებში, როგორც ახლა ითვლიან, ასობით ათასი ევრო.

image



"შვილო ჩემნო, გმადლობთ, რომ შეიკრიბეთ აქ სალოცავად და რომ უპასუხეთ ჩემს გამოძახილს თქვენს გულებში. გთხოვთ, როგორც დამწუხრებული დედა: მიიღეთ უფალი. უკუნი გზები გაკავებთ თქვენ, ჩემო შვილებო და ქალიშვილებო. გახსოვდეთ, რომ ტანჯვა მადლად გადაიქცევა"


2023 წლის 3 აპრილი, ჟიზელა კარდიას მეშვეობით გადაცემული ღვთისმშობლის "მესიჯი".




თავად იტალიელმა მოკრძალებულად თქვა უარი საკუთარ თავს წმინდანად გამოეცხადებინა, ამჯობინა მედიუმის სტატუსი. იგი თავმდაბლად იღებდა მოწყალებას მისი მუდმივად მზარდი სამწყსოსგან და საუბრობდა იმ სასწაულებზე, რომლებსაც ღვთისმშობელმა აჩვენა მისი მეშვეობით.

imageფოტოზე:ჟიზელ კარდია


ერთი მათგანი მართლაც ბიბლიური იყო. კარდია ამტკიცებდა, რომ მან ერთხელ 15 ადამიანი დაანაყრა პიცის გაუთავებელი ნაჭრებით და კურდღლის ჩაშუშულით. "სასწაულის" სხვა დეტალები არ გახმაურებულა. წინასწარმეტყველი ასევე ირწმუნებოდა, რომ ღვთისმშობლის ქანდაკების დახმარებით მან იწინასწარმეტყველა COVID-19 პანდემია. დამატებითი ინფორმაცია აქაც არ არსებობს.


image


ღვთისმშობლის ქანდაკება, რომელიც ახლა მთელ მსოფლიოში გახდა ცნობილი, კარდიამ ბოსნია- ჰერცეგოვინის დასახლება მეჯუგორიეში იყიდა. ეს ის ადგილია, სადაც 1981 წელს მოხდა იესო ქრისტეს დედის გამოცხადება. ყოველ შემთხვევაში, ასე სწამს ბევრ ქრისტიანს, თუმცა თავად ვატიკანმა თავშეკავებული პოზიცია დაიკავა.



ჰოდა სწორედ მეჯუგორიეში დადგმული წმინდა მარიამის ასლი შეიძინა კარდიამ და იტალიაში ჩაიტანა.



2016 წლიდან მოყოლებული, სულ უფრო მეტ ადამიანს სჯეროდა, რომ ტრევინიანოს მადონას ქანდაკება ნამდვილად ტირის სისხლიანი ცრემლებით და კარდიას პირადად ღვთისმშობელი ესაუბრება.


თუმცა, კომუნის ბევრ მცხოვრებს თავიდანვე არ სჯეროდა ყველა ამ სასწაულის.


ისინი ცდილობდნენ ტყუილში დაეჭირათ მედიუმი, . კერძოდ, 2020 წელს ზოგიერთმა აქტივისტმა ქანდაკების „ცრემლები“ ​​შეაგროვა და შესამოწმებლად გაგზავნა. მთელი რიგი ტესტების, მათ შორის გენეტიკური ანალიზების შემდეგ, აღმოჩნდა, რომ სისხლის ნიმუშები თავად კარდიას ეკუთვნოდა.


2023 წელს კომუნის მაცხოვრებლებმა დაიქირავეს კერძო დეტექტივი, რომელმაც კვლევა ჩაატარაიგი მივიდა დასკვნამდე, რომ „ღვთისმშობლის ცრემლები“ ​​ღორის სისხლი იყო, მტკიცებულებები და ექსპერტიზის დასკვნა კარაბინიერებს გადასცა, თუმცა მორწრუნეებზე ამან ზეგავლენა ვერ მოახდინა.



ასევე 2023 წელს პროკურატურამ დაიწყო გამოძიება ჟიზელა კარდიას წინააღმდეგ, . გამოძიება ვინმე ლუიჯი აველას საჩივრის შემდეგ დაიწყო.


მოხუცი კაცი კარდიას ერთ-ერთი ყველაზე მგზნებარე თაყვანისმცემელი იყო და მისი პირადი მეგობარიც კი გახდა. უფრო მეტიც, მდიდარმა იტალიელმა მის ორგანიზაციას 124 ათასი ევრო შესწირა. თუმცა, 2023 წლის ზაფხულში მან კარდია თაღლითობაში დაადანაშაულა მას შემდეგ, რაც მის ქცევაში „გარკვეული ანომალიები“ შენიშნა. იგი მიხვდა, რომ შემოწირულობებს იგი ბოროტად იყენებდა.


კომპეტენტური ორგანოების მიერ კარდიას საქმიანობის შემოწმებისას კიდევ უფრო საინტერესო ფაქტები გამოავლინა. გაირკვა, რომ ქალი ადრე ცხოვრობდა სიცილიაში, მარია ჯუზეპა სკარპულას სახელით. უფრო მეტიც, 2013 წელს მას ორწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს უძრავ ქონებაზე თაღლითობისთვის.


შენობების თაღლითური გზით გაქირავებებზე ქალმა და მისმა ქმარმა დიდი ოდენობით თანხა- 108 ათასი ევრო მიითვისეს.


სასამართლომ კარდიას პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა შემდგომ პირობითი სასჯელით შეუცვალა. ამის შემდეგ ქალი გადავიდა ტრევინიანო რომანოში, შეიცვალა სახელი და გვარი, შემდეგ წავიდა ბოსნია - ჰერცეგოვინაში, იქიდან ქანდაკებით დაბრუნდა და გამოაცხადა, რომ ის მედიუმი იყო და ღვთისმშობელი მას პირადად უკავშირდებოდა.


imageფოტოზე:ჟიზელი ქმართან ერთად


ყველა ამ სკანდალის ფონზე, ვატიკანი სულ უფრო მეტად დაინტერესდა ტრევინიანოს ქანდაკების ისტორიით და კარდიას მიერ შესრულებული "სასწაულებით". შემოწმება მარტში დაიწყო, ივნისში კი რწმენის დოქტრინის დიკასტერიის წარმომადგენლებმა 2024 წლის 27 ივნისს ოფიციალურად განაცხადეს, რომ ვერავითარი სასწაული ვერ აღმოაჩინეს.





ამ გადაწყვეტილებამ მორწმუნეები ორად გაყო. ბევრმა უპირობოდ მიიღო ვატიკანის გადაწყვეტილება, ზოგმა კი არ თქვა უარი ქანდაკებაზე, კარდიაზე და მის "წინასწარმეტყველებებზე. "


ვატიკანის ოფიციალური რეაქციის გამოქვეყნებისთანავე გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ "წინასწარმეტყველი", სავარაუდოდ, სადღაც გაიქცა. თუმცა, მან მალევე მიმართა მიმდევრებს სოციალური ქსელების საშუალებით და გამოაცხადა, რომ 3 ივლისს ღვთისმშობელთან კომუნიკაციის შემდეგი სესია ჩვეულ რეჟიმში ჩატარდება.


ვატიკანის გადაწყვეტილება არ არის პირდაპირი დაგმობა. მაისში მიღებული სასწაულების შეფასების ახალი პროცედურის მიხედვით, ღვთისმშობლის გამოცხადება ზებუნებრივად აღარ ჩაითვლება. ამისთვის ახლა საჭიროა ახლა დასტური რომის პაპისგან.

0
356
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
356
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0