x
მეტი
  • 28.05.2024
  • სტატია:134918
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509313
"ეგეთი სამსახურის დედა ვა#ირე, რა სიგიჟეა!"- რას წერს ინგა გრიგოლია

image


ჟურნალისტი ინგა გრიგოლია "ქართული ოცნების" წევრების საკანონმდებლო ორგანოში სპეცრაზმელთა დახმარებით შეყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:


"ეგეთი სამსახურის დედა ვატირე, რობოკოპებს რომ შეყავხარ და გამოყავხარ სამსახურიდან. რა სიგიჟეა! ერთხელ რომ დაიბადები და ისეთ სამსახურს ირჩევ, სპეცრაზმები რომ უზრუნველყოფს შენს სავარძელს "- ვკითხულობთ ინგა გრიგოლიას პოსტში.


შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, პოლიციამ პარლამენტთან ძალის გამოყენებით დააკავა ღამენათევი აქციის მონაწილეები. მედიასაშუალებების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ უმოწყალოდ გაუსწორდნენ პოლიციელები დაკავებისას ერთ-ერთ მათგანს. ამ წუთებში "ოცნების" წევრები პარლამენტის შენობაში შედიან. მანიფესტანტები მათ ხვდებიან შეძახილებით "მონებო" და "რუსებო".







0
915
2-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
915