x
მეტი
  • 24.07.2024
  • სტატია:136141
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510396
"მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სი**ბი?"-იაგო ხვიჩია
image

პარტია „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის საწინააღმდეგო აქციის ორგანიზატორებს აკრიტიკებს.


„არ ვიცი აღიარებენ თუ არა, მაგრამ გუშინდელი აქციის ორგანიზატორებმა უბრალოდ ჩაისვარეს. ჩაისვარეს იმიტომ, რომ ხალხს პიკეტირება სთხოვეს და თავად გაიქცნენ. შეიძლება აქციის ორგანიზატორი იყო და შენ წინ არ იდგე?

შეიძლება ხალხს დილით სთხოვდე რამე მოქმედებას და მთელი ღამე წინ და უკან სიარულით ღლიდე?
მერამდენე შემთხვევაა უკვე ეს.


შეიძლება მოგება გინდოდეს და არავის არაფერზე დაელაპარაკო? შეიძლება არანაირი გეგმა არ გქონდეს?

მე ძალიან მაინტერესებს, ვინ აორგანიზებს მიტინგებს და ვის აჰყავს სცენაზე ეს უკიდეგანო სირები?

მიტინგები უნდა იგეგმებოდეს საჯაროდ, ხალხს უფლება აქვს ნახოს, როგორ და ვის მიერ მიიღება ეს სულელური გადაწყვეტილებები და იქვე გააპროტესტოს ეს.


მიტინგების საჯარო დაგეგმვის დადებითი მხარე ისიცაა, რომ ხალხმა გაიცნოს თავისი გმირები, მიხვდეს ვინაა ნორმალური და ვინ გამო**ევებული. მაგიტომაც არ ხსნიან დისკუსიას, იციან რომ ნიჭი არ აქვთ, იდეა არ აქვთ, გამბედაობა არ აქვთ, რეპუტაცია არ გააჩნიათ და იმალებიან. მოკლედ, რომ ვთქვათ, სამწუხაროდ აქციას სირები მართავენ და სანამ მაგათ არ გავაგდებთ, არაფერი საინტერესო არ მოხდება“, - წერს იაგო ხვიჩია.


0
658
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
658
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0