x
მეტი
  • 22.07.2024
  • სტატია:136086
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510359
კონსტანტინე გამსახურდიას უცნობი და ხანმოკლე ქორწინება ცნობილ მსახიობთან
image

3 მაისს (1891)დაიბადა მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანისტი, ფილოსოფიის დოქტორი კონსტანტინე გამსახურდია. დღეს მის შემოქმედებაზე არ გვექნება საუბარი, არამედ გაგაცნობთ შედარებით უცნობ ამბავს მისი პირადი ცხოვრებიდან.



კონსტანტინე გამსახურდიას თავისი ხანგრძლივი ცხოვრების მანძილზე რამდენიმე ქალი ჰყავდა, რომელთაგან ორი - რებეკა ვაშაძე და მირანდა ფალავანდიშვილი ცოლად შეირთო. ამის გარდა, იყო ერთი უცნაური ქორწინება ცნობილ ქართველ მსახიობ მეგი წულუკიძესთან.(უცებ რომ მიხვდეთ ვისზეა საუბარი, გაიხსენეთ "მხიარული რომანი"-ეკას მამიდა კატო) ეს მოხდა 1940-იან წლებში, როცა კონსტანტინეს კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან, მირანდა ფალავანდიშვილთან. აღსანიშნავია, რომ მწერალი მეგიზე 30 წლით! უფროსი იყო.


image



იმ დროს მეგი წულუკიძე ჯერ კიდევ მსახიობი არ იყო. უბრალოდ, ახალგაზრდა, ლამაზი ქალი გახლდათ, რომელმაც კონსტანტინე ისე მოხიბლა, რომ მასზე დაქორწინება გადაწყვიტა. ამ დროისთვის მწერალი რეგისტრირებულ ქორწინებაში იყო მირანდასთან, ამიტომ მეგისთან ჯვარი დაიწერა.


ჯვრისწერა, რომელსაც ესწრებოდნენ შალვა ნუცუბიძე, ალექსანდრე აბაშელი, პაატა გუგუშვილი და მეგის ნათესავები, სიონში შედგა. კონსტანტინეს მეჯვარე ცნობილი ლიტერატორი აკაკი გაწერელია იყო. ჯვრისწერის შემდეგ კონსტანტინეს სახლში სუფრა გაიშალა. სუფრის გაძღოლა შალვა ნუცუბიძემ ითავა. იმ დროისთვის, კონსტანტინესთან სახლში ცხოვრობდა მისი უფროსი ქალიშვილი ნათელა, რომელსაც მწერალმა სთხოვა, რამდენიმე დღით ახლად შერთულ ცოლთან მარტო დაეტოვებინა.


რამდენიმე დღის შემდეგ კონსტანტინემ ნათელას დაურეკა და სახლში დაბრუნება სთხოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ კონსტანტინესა და მეგის შორის რაღაც კონფლიქტი მოხდა და მწერალმა ქალი ოჯახიდან გაუშვა, თუმცა ეს ამბავი ასე მარტივად არ დამთავრებულა - კონსტანტინე ცეკაში დაიბარეს.


მოგეხსენებათ, მაშინ ჯვრისწერა რას ნიშნავდა, მაგრამ კონსტანტინემ გამოსავალი იპოვა: „დავით აღმაშენებელში“ ჯვრისწერის სცენა მაქვს აღსაწერი და უფრო რეალისტური რომ გამომსვლოდა, ამიტომ გავაკეთე, თორემ ის ქალი უკვე გავუშვი სახლიდანო“.


კომუნისტების დროს რეალიზმი ძალიან ფასობდა, ამიტომ მოეწონათ, რომ მწერალი რეალისტურად აღწერდა ვითარებას და კონსტანტინეს თავი დაანებეს.


მოგვიანებით, მეგი წულუკიძე ცნობილი ქართველი კინორეჟისორის სიკო დოლიძის ცოლი გახდა. კონსტანტინე ხშირად აკრიტიკებდა რეჟისორებს იმის გამო, რომ მის რომანებზე ფილმებს არ იღებდნენ. ერთხელ საჯაროდ და დაუნდობლად გააკრიტიკა სიკო დოლიძე. რეჟისორმა აღშფოთება ვერ დამალა - რას მერჩის ეს კაციო? მეგი, მეგი წულუკიძეო, - დაიძახა ვიღაცამ დარბაზიდან და ყველას გაახსენდა უცნაური ქორწინება.

1
1454
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
1454
  
3 მაისი, 18:16
არა რა ეს გამსახურდიები ყველა დარტყმულია.
0 1 1