x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134483
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508536
უგანდაში შიმპანზეებმა ადამიანებს ომი გამოუცხადეს

image


(ზედა ფოტოზე: შიმპანზე, რომელმაც ორივე ტერფი ადამიანის მიერ დაგებულ ხაფანგებში დაკარგა და ტედი ახუჰაირე, რომელმაც ხელი პრიმატის თავდასხმის შედეგად დაკარგა).

ბოლო რამდენიმე წელია უგანდის დასავლეთის შიმპანზეები ძალიან აგრესიულები გახდნენ. სავარაუდოდ ეს განპირობებულია ტყეებით დაფარული ტერიტორიების შემცირებით, მათ არ ჰყოფნით საკვები და დაიწყეს ადამიანთა დასახლებებზე თავდასხმა. ამასთან ისინი არა უბრალოდ იპარავენ საკვებს-თავს ესხმიან ბავშვებს, იტაცებენ და შემდეგ მათ დასახიჩრებულ ცხედრებს ხალხი ტყეში პოულობს.


image


ადგილობრივი მაცხოვრებლები შოკში არიან. ერთ-ერთ სოფელში ექვსი ბავშვი იქნა მოკლული, ერთი ოჯახი კი საერთოდ იძულებული იყო სხვაგან გადასახლებულიყო, რადგან შიმპანზე მათ მოსვენებას არ აძლევდა და გამუდმებით თავდასხმის მცდელობები ჰქონდა.

დაზარალებული ბავშვების რაოდენობა დიდია (ზუსტი ციფრი არ არის ცნობილი), თუმცა მათ ნაწილს გაუმართლა: ხალხმა დროულად შენიშნა, თუ როგორ მიათრევდნენ მათ მაიმუნები ტყისკენ და ბავშვების გადარჩენა შესძლეს.

ადრე ადგილობრივი შიმპანზეების ქცევაში მსგავსი არაფერი შეუმჩნევიათ. ზოგადად, ისინი არასოდეს ყოფილან "მშვიდობისმოყვარე" არსებები, მაგრამ ადამიანებს ერიდებოდნენ და მათ დასახლებებს არ ეკარებოდნენ. მაიმუნების თავდასხმაც რა თქმა უნდა იშვიათობა იყო.


image

შიმპანზეები მომცრო ჯიშის მაიმუნებს უსწორდებიან

მკვლევარები პრიმატების ქცევის შეცვლას უკავშირებენ იმას, რომ უგანდაში ძალიან სწრაფად იზრდება მოსახლეობის რაოდენობა. 1911 წელს აღმოსავლეთ აფრიკის ამ ღარიბ ქვეყანაში ცხოვრობდა მხოლოდ 2, 5 მილიონი ადამიანი, 2018 წელს კი მათი რაოდენობა უკვე 43 მილიონი გახდა. ოჯახების უმრავლესობა მრავალშვილიანია, მოსახლეობის 80% სოფლად ცხოვრობს და იკვებებიან იმით, რაც თავიანთ ნაკვეთებზე მოჰყავთ. ადამიანებს გამუდმებით არ ჰყოფნით საკვები და ყანების და ფერმების მოსაწყობად სულ უფრო მეტ ტყეებს ჩეხავენ. ბოლო 25 წლის მანძილზე უგანდამ თავისი ტყის მასივის 63% დაკარგა და დღეს ტყით დაფარულია ქვეყნის ტერიტორიის მხოლოდ 15%. ბევრ ცხოველებს, მათ შორის შიმპანზეებს, საკვების მოძიების დიდი პრობლემა აქვთ, ადამიანების ნაკვეთებზე კი ადვილად ხელმისაწვდომი სიმინდი, მანიოკა, შაქრის ლერწამი და სხვა გემრიელობები ადვილად ხელმისაწვდომია. მინდვრებში მომუშავე ქალებს ყოველთვის თან დაჰყავთ პატარები, მუშაობის დროს შესვენებებზე რომ გამოკვებონ. როცა შიმპანზეები ამ ნაკვეთებს ირჩევენ, ისინი რაღაც მიზეზით თავს ესხმიან ბავშვებსაც. პრიმატები ბავშვებს ხან აზიანებენ და ადგილზე კლავენ, ხან ტყეში მიათრევენ.

ერთ-ერთი ასეთი მსხვერპლი გახდა ნტეგეკა სემეტას (რომლის ფერმაც სოფლის განაპირას მდებარეობს) ორი წლის ბავშვი, რომელსაც შიმპანზემ ერთი ძლიერი დარტყმით ხელი მოსტეხა, თავი გაუხეთქა, მუცელი გაუფატრა და თირკმელები ამოგლიჯა. როცა ბავშვი ხალხმა იპოვა, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ საავადმყოფოში მისვლამდე გზაში გარდაიცვალა.


image

ნტეგეკა სემეტა


image

შიმპანზეები იყურებიან იმ ფერმის ფანჯრებში, რომელიც ადამიანებმა მათ გამო მიატოვეს

მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ხსნიან ბავშვების მიმართ ამ პრიმატების გაუგებარი აგრესიის მიზეზებს. მოზრდილ ადამიანებს, ისინი როგორც წესი ერიდებიან, მოკლული ბავშვების ხორცს კი პრაქტიკულად არ ეკარებიან.

მკვლევარებმა და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა არ იციან როგორ ებრძოლონ ახალ პრობლემას. მსოფლიოში შიმპანზეები არა უმეტეს 300 ათასი დარჩა. უგანდაში მათზე ნადირობა აკრძალულია და მათ დახოცვაზე დიდი ჯარიმაა.

ერთ-ერთი ადგილობრივი მაცხოვრებელი თვლის, რომ შიმპანზის ქცევა შეიძლება საპასუხო რეაქციაა ადამიანების აგრესიაზე. თვითონ ამ მაიმუნებთან ასე თუ ისე "დაამყარა მშვიდობა": კვებავს მათ სხვადასხვა ხილით, როცა ისინი მის სახლს უახლოვდებიან. "შიმპანზეები ძალიან ჭკვიანები არიან. თუ თქვენ არ ესხმით თავს და არ დასდევთ, ისინი თქვენი მეგობრები გახდებიან"-ამბობს იგი.


image








გადახედეთ შემდეგ სტატიებს:








ცხოველთა ჰიბრიდები, რომელთა შესახებ ბევრს არც სმენია (ვიდეო)

image


ცნობისმოყვარე ცხოველები, რომლებიც ფოტოგრაფებს მუშაობაში ხელს უშლიან

image


რატომ უყვართ კატებს ნივთების გადმოყრა?

image


ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა

image


ვინ და რა აიძულებს კობრებს ცეკვას?

image


ინდონეზიის მაიმუნების "ბანდები", წინასწარ განზრახული "დანაშაულებრივი სქემით" მოქმედებენ

image


კელოგის ექსპერიმენტი: ის თავის შვილს შიმპანზის ნაშიერთან ერთად ზრდიდა

image


ინგლისის ზოოპარკში მაიმუნებს უმღერიან, იმისთვის რომ შეჯვარდნენ (+ვიდეო)


image


ნაპოვნია უცნაური არსება - მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ

image


სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო)

image






0
849
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
849