x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134035
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?)

image


კიდევ ერთი იდუმალი ნაგებობა აღმოაჩინეს ტურისტებმა ჩრდილოეთ თურქეთში, ქალაქ ჩორუმთან.

მეგალითური ყრუ კარი მდებარეობს ციცაბო კლდოვან ბორცვზე. კარებამდე მივყავართ სოფლის მაცხოვრებლების მიერ გაკვალულ გზას, თვითონ კარს კი არსაით მივყავართ.


image

თურქეთი

მსგავსი ნაგებობები არსებობს აზიაში, მეზოამერიკაში.


image

image

კარის მსგავსი სტრუქტურა "ვარსკვლავური კარიბჭე". პერუ, ჰაიუ მარკას მთის რეგიონი

ახლა კი ასეთი კარი თურქეთშიც ნახეს. ადგილობრივი მაცხოვრებლები ჰყვებიან, რომ ლეგენდების მიხედვით, ეს პორტალია, რომლის მეშვეობით ღმერთები სარგებლობდნენ. თუმცა ამ ობიექტზე ფაქტიურად არაფერია ცნობილი, არავინ იცის, ვინ და რისთვის ააშენა. იგივე ითქმის სხვა ქვეყნების მსგავს ობიექტებზე. ერთადერთი, რაც ნათელია ჩვენთვის, ის არის, რომ აღნიშნული ობიექტი ერთ-ერთი დაკარგული ცივილიზაციის (რომელსაც დიდი ხანია ეძებენ) რელიქტია.



image

თურქეთი

კარი საინტერესოა არა მხოლოდ ქვის უზუსტესი გამოთლით და ოსტატურად შერჩეული ადგილმდებარეობით, არამედ თვითონ ყალბი კარის გამოყენების ფაქტით. მეცნიერებს არ აქვთ არავითარი მოსაზრება, თუ რისთვის სჭირდებოდათ უძველეს ცივილიზაციებს ასეთი მასიური კარებები. რისთვის სჭირდებოდათ ასეთ ნაგებობებზე ამდენი შრომის გაწევა, რომელსაც არ აქვს არავითარი სარგებელი? თანამედროვე ადამიანისთვის ეს აბსოლუტურად არაპრაქტიკული და უაზროა, თუმცა უძველესი მშენებლები რატომღაც, რაღაც მიზნით აგებდნენ ამ კარებებს, ამასთან დედამიწის ბევრ კუთხეში.

ზეპირი გადმოცემები რა თქმა უნდა არავის აინტერესებს, ხოლო თეორიებს იმის შესახებ, რომ ეს პორტალებია, სასაცილოდ იგდებენ. საინტერესოა ისიც, თუ როგორი ხელსაწყოების გამოყენებით აგებდნენ ასეთ ობიექტებს. ერთი რამ ცხადია, ამ ობიექტების არსებობა მოწმობს იმას, რომ დედამოწაზე უძველეს დროში განვითარებული და გლობალური ცივილიზაციები არსებობდნენ, რომლებმაც შესძლეს მყარი მასალისგან ისეთი ნაგებობების აშენება, თითქოს პლასტელინზე მუშაობდნენ და რაც მთავარია, ეს ცივილიზაციები ისეთ ტექნოლოგიებს ფლობდნენ, რომელიც ჩვენი ფანტაზიისთვისაც კი მიუწვდომელია.


image

თურქეთი





საინტერესოა:







მსოფლიოს საინტერესო ადგილები, რომელიც ღირს, ფოტოებზე მაინც აუცილებლად რომ ნახოთ

image


ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


ესპანეთის ქალაქი, რომელიც კლდის თავზეა გაშენებული და სულ ერთი ქუჩა აქვს

image


იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს

image


ტბა, რომელიც ცხოველებს მიახლოებისას მუმიებად აქცევს (ნაწილი პირველი)

image

ტაძარი, რომლის მონახულებაც საკმაოდ სარისკოა (ნაწილი მეორე)

image







0
863
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
863
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0