x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134531
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
ოთხი საიდუმლო კარი, რომელთა გაღება არ შეიძლება

image


კარი იმისთვისაა შექმნილი, რომ გაიღოს და დაიხუროს, მაგრამ ზოგიერთი საიდუმლო კარი სამუდამოდ არის დახურული და არასოდეს გაიღება. ისევე როგორც იდუმალი ადგილების შემთხვევაში, თუ იქ ვინმე აკრძალულ დროს მოხვდება, შეიძლება სიცოცხლეს დაემშვიდობოს; ზუსტად ასევე არსებობს ისეთი კარებები, რომლების არასოდეს არ უნდა გაიღოს, წინააღმდეგ შემთხვევაში უბედურებაა მოსალოდნელი.


1. ტაჯ-მაჰალი (აგრა, ინდოეთი)


როგორც ცნობილია, ტაჯ-მაჰალი შაჰ-ჯაჰანმა საყვარელ მეუღლეს აუშენა, რომელიც მე-14 ბავშვის მშობიარობას გადაჰყვა. ის მსოფლიოს არქიტექტურული საოცრებაა, აგრეთვე იდუმალებით მოცული ადგილი. ტაჯ-მაჰალის სარდაფში დღესაც უამრავი დალუქული ოთახია, სადაც შესვლა ყველასთვის აკრძალულია. მრავალი ვერსია არსებობს, თუ რატომ არ აღებენ ამ ოთახების კარებებს. ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული თეორია მეცნიერულია: ჰერმეტული შენობები მოპირკეთებულია მარმარილოთი, რომელიც ნახშირორჟანგთან კონტაქტის შემდეგ შეიძლება კალციუმის კარბონატად იქცეს. შედეგად, მარმარილო დაიწყებს დაშლას. თუ ზედმეტად ბევრი CO2 შეაღწევს სარდაფში, მაშინ ოთხივე მინარეთი, რომელიც გარს აკრავს ტაჯ-მაჰალს, შეიძლება ჩამოიქცეს. აი, რატომ არის კამერები დალუქული და ხალხისგან დაფარული.


image


2. ოტელი ბანფ-სპრინგსი (კანადა)


ამ ოტელის ოფიციალური სახელწოდებაა ფერმონტ-ბანფ-სპრინგსი. სასტუმროს ადგილმდებარეობა იდეალურია. აქედან შესანიშნავი ხედი იშლება რანდლის მთაზე და ბოუს ველზე. ოტელი მდებარეობს 1414 მეტრის სიმაღლეზე და შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრეს გვაგონებს. მიუხედავად იმისა, რომ იგი ასეთ ლამაზ ადგილზეა განლაგებული, სასტუმროს ერთი ნომერი საკმაოდ უცნაური და იდუმალებითაა მოცული. ბოლო წლებში საკმაოდ ბევრ საშინელ ისტორიას ყვებიან, ერთ-ერთია #873 ოთახის საიდუმლო. აღნიშნული ოთახი, რომელიც მე-8 სართულზე იყო, დღეს აღარ არსებობს: მისი კარის ნაცვლად კედელია. თუ კედელზე დააკაკუნებთ, მიხვდებით, რომ შიგნით სიცარიელეა. ამბობენ, რომ 1928 წელს ოტელს ესტუმრა წყვილი ქალიშვილთან ერთად, რომლებიც იქიდან ცოცხლები აღარ გამოსულან: მამაკაცმა მოკლა მეუღლე და ქალიშვილი, შემდეგ კი თვითონ მოისწრაფა სიცოცხლე. ადამიანები, რომლებიც ამ ნომერში ჩერდებოდნენ, ჩიოდნენ, რომ ისმოდა სხვადასხვა ხმები, ყვირილი და გოგონას ანარეკლი სარკეში. ამ ოთახის სტუმრები ირწმუნებოდნენ, რომ აღნიშნული ოჯახი დღემდე იქ იყო. ამიტომ დალუქეს და ამოაშენეს სასტუმროს ოთახი #873.


image


3. გიზის დიდი სფინქსი (ეგვიპტე)


ეგვიპტე განთქმულია არქიტექტურული ძეგლებით და იდუმალი ადგილებით, გიზის პლატო კი პირამიდებით. ის მკვლევარების ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. სადღაც აქ, ქვიშებში მდებარეობს ჩანაწერების დარბაზი (სხვა დასახელებებია-ცოდნის დარბაზი, ქრონიკის დარბაზი და ა.შ.). არქეოლოგები თვლიან, რომ სფინქსის ქვეშ განლაგებულია ქვაბულები, მაგრამ ეგვიპტის ხელისუფლება დღემდე კრძალავს მათ კვლევას და გათხრების წარმოებას. ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი მხარს უჭერს ხელისუფლებას იმაში, რომ აკრძალეს სფინქსის ქვეშ არსებული შესასვლელის კარის გაღება. ზოგი თვლის, რომ იქ შეიძლება უცხოპლანეტელები არიან ან რაღაც ზებუნებრივი, რისი გამოშვებაც არ შეიძლება. გიზის პირამიდები უკვე ცნობილია თავისი "ფარაონების წყევლით", ამიტომ ჯობია ამ იდუმალი ადგილის კარი მუდამ დაკეტილი იყოს.


image


4. პადმანაბჰასვამის ტაძარი (ინდოეთი)

პადმანაბჰასვამი ინდუისტური ტაძარია. მისი არქიტექტურა ქერალის და დრავიდების სტილების იდეალურ შერწყმას წარმოადგენს. მისი მთავარი ღვთაება - ვიშნუ, ანანტა შაიანის პოზაშია და წევს გველ ადი შეშაზე სამარადჟამო იოგის ძილში. ტაძარს დიდი ისტორია და დიდი საიდუმლო აქვს. და ეს საიდუმლო დღემდე დაკეტილი იდუმალი კარის მიღმაა.



image

მკვლევარების გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა პირდაპირ ტაძრის ქვეშ ექვსი მიწისქვეშა ოთახი აღმოჩნდა. ეს უდიდესი საცავი ყოფილა, სადაც უდიდესი განძი ინახებოდა. მეცნიერებმა ექვსი მიწისქვეშა საცავიდან მხოლოდ ხუთი გახსნეს, უკანასკნელი, მეექვსე, ხელუხლებლად დატოვეს, რომელშიც, როგორც ითვლება, ყველაზე ძვირფასი განძია დაცული. წყევლა, რომლითაც ტაძრის ქურუმები იმუქრებიან, აჩერებს უმაღლესი თანამდებობის პირებს გადამწყვეტი ზომების მიღებისგან. მათი მუქარის უგულებელყოფის ნათელი მაგალითია, განძთსაცავის გახსნის ინიციატორის, სუნდარ რაჯანის ბურუსით მოცული სიკვდილი: საცავების გახსნიდან არ გასულა ერთი კვირაც, რომ 70 წლის იურისტი უეცრად გარდაიცვალა, ოფიციალური ვერსიით–ციებ-ცხელებისგან.


image


არსებობს ლეგენდა, რომ ოთახში, რომელსაც გველის ნიშანი "ადევს", ვიშნუს ტაძრის ხელშეუხებელი მარაგი ინახება. ამ იდუმალი კარის გახსნა, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ სახელმწიფოს სერიოზული საშიშროება დაემუქრება და ისიც მხოლოდ ქურუმების მიერ განსაკუთრებული რიტუალების ჩატარების შემდეგ. კარს იცავს აგრეთვე დიდი, სამთავიანი, ლალისთვლიანი კობრა. ვინც ტაბუს დაარღვევს, საშინელი სიკვდილი ელის. საცავის შესასვლელ კარს არ აქვს არავითარი სახელური, საკეტი ან რაიმე სხვა ფიქსატორი, ითვლება, რომ იგი ბგერითი ტალღების საშუალებით ჰერმეტულად არის დაკეტილი.

ამბობენ, სადღაც XIX საუკუნის ბოლოს, ინგლისელებმა, რომლებიც იმხანად ინდოეთში ბატონებად თვლიდნენ თავს, რაჯას და ქურუმების გაფრთხილებების მიუხედავად, გადაწყვიტეს აკრძალულ განძთსაცავში შესვლა, მაგრამ ვერ შესძლეს. მიწისქვეშა დარბაზებში ჩირაღდნებით შეიარაღებულები მალევე საშინელი ყვირილით გამოცვივდნენ. მათი სიტყვებით, თავს გიგანტური გველები დაესხნენ და რამდენიმე ადამიანი დაკბინეს, რომელთაც საშინელი წამებით აღმოხდათ სული. ამის შემდეგ იქ ჩასვლა აღარავის უცდია.

რა თქმა უნდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით, მსგავსი კარის გაღება არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, მაგრამ ინდუსები თავს იკავებენ, რათა უბედურება არ დაატყდეთ თავს.

ოფიციალური მიზეზი, თუ რატომ არ ხსნიან აქამდე მეექვსე საცავის კარს, არის ინდოეთის უმაღლესი სასამართლოს დადგენილება, რომლის მიხედვითაც უკანასკნელი დალუქული საცავი არ გაიხსნება მანამ, სანამ შტატის ხელმძღვანელობა არ წარმოადგენს ტაძრის ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების გარანტიებს. განძი უნდა შეფასდეს და დოკუმენტურად გაფორმდეს, ყველაფერი ფირზე უნდა იქნას აღბეჭდილი. ასევე უზრუნველყოფილი უნდა იყოს უფრო კვალიფიციური და ძლიერი დაცვა.







ეს საინტერესოა:








ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ

image


თურქეთში აღმოჩენილი უძველესი ქვის კარი, რომელსაც არსაით მივყავართ ("პორტალი"?)

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს

image


სახიფათო გრაგნილები - რისთვის გაანადგურეს ალექსანდრიის ბიბლიოთეკა

image


ცნობილი ხელოვნების ნიმუშების უცნობი ფაქტები, რომლებიც მოგვიანებით იქნა აღმოჩენილი

image


არქიტექტურის ძეგლები, რომლებიც დღეს სამუდამოდ დაკარგულია

image


ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image


კუნძულ ოუკის წყევლა - ლეგენდარული "ფულის ორმოს" ისტორია (+ვიდეო)

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image







0
1364
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
1364