x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ

image

ადამიანებს უძველესი დროიდანვე სურდათ მომავლის და ბრძნული რჩევების მოსმენა, ამიტომ ყველა ცნობილ კულტურას ჰქონდა ამ მიზნის მისაღწევი სხვადასხვა ხერხები. წინასწარმეტყველებით ინდივიდუალურად ან ორგანიზებულად იყვნენ დაკავებული. განსაკუთრებულ წარმატებებს ამ საქმეში ანტიკური ხანის ბერძნებმა მიაღწიეს.

image

საბერძნეთის უძველეს ორაკულად დოდონა ითვლება, სადაც წინასწარმეტყველებები ზევსის სახელით წარმოითქმებოდა(ორაკული-პიროვნება ან ინსტიტუტი, რომელიც წინასწარმეტყველების ან ბრძნული რჩევის წყაროდ აღიქმებოდა). ყველაზე ცნობილი კი–დელფოს აპოლონის ორაკული იყო.

imageდოდონას ორაკული, ის რაც მისგან დარჩა
imageდელფოს ორაკული. პითია

თუმცა იყო უჩვეულო ორაკულებიც. მაგალითად, ნეკრომანტიონში წინასწარმეტყველების მიღება არა ოლიმპიური ღმერთისგან, არამედ საკუთარი ნათესავებისგან შეიძლებოდა, ოღონდ...გარდაცვლილი ნათესავებისგან.

მისტიკური ადგილი

აქერონის ნეკრომანტიონი მდებარეობდა ეპირში (საბერძნეთის ისტორიულ-გეოგრაფიული ოლქი), ქალაქ პარგას შორიახლოს, პერსეფონეს საკურთხევლის ქვეშ. დღესდღეობით, ის მეცნიერების მიერ ჯერჯერობით ერთადერთი აღმოჩენილი მიცვალებულების ძველბერძნული ორაკულია.

image

ორაკულის ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ. მის უშუალო სიახლოვეს ხომ ჰადესის სამეფოს (მიცვალებულთა სულების მიწისქვეშა სამეფო) ხუთი ცნობილი მდინარიდან სამი აქ მიედინება: 1. აქერონი-მწუხარების მდინარე. ლეგენდების მიხედვით, სწორედ ამ მდინარეზე გადაჰყავდა ქარონს მიცვალებულთა სულები, 2. კოკიტუსი-გოდების მდინარე და 3. ფლეგეტონი-ცეცხლოვანი მდინარე ან მდუღარე სისხლის მდინარე.

imageმითოლოგიური აქერონი

სამივე ამ მითოლოგიურ მდინარეს სრულიად რეალური ორეულები ჰყავს ეპირის მიწაზე. ეს მდინარეები აქერუსიას ტბაში ჩაედინება და ნეკრომანტიონიც აქ მდებარეობს.

imageაქერონი დღეს

სწორედ ამ ორაკულით, თუ ჰომეროსს დავუჯერებთ, ისარგებლა ცბიერმა ოდისევსმა, ჰადესის სამეფოსკენ მიმავალი გზა რომ გაეგო.

დღესაც, ისევე როგორც ათასწლეულების წინ, ძველი საკურთხეველი ხეების სიმრავლით შეიძლება ამოიცნოთ. რა თქმა უნდა, ძირითადად აქ კვიპაროსებია-სიკვდილისა და მიცვალებულთა სიმბოლო ხმელთაშუაზღვისპირეთის ყველა ხალხების კულტურებში.

image

უძველეს დროში, პერსეფონეს საკურთხეველი, რომელსაც ორაკული ეკუთვნოდა, მდებარეობდა ტბის შუაგულში არსებულ კუნძულზე. ახლა ეს ტბა თითქმის მთლიანად დამშრალია, მდინარეებზეც იგივე შეიძლება ითქვას, ასე რომ ამ ადგილის ძველი დიდება და მისტიკური ატმოსფერო შეიძლება მხოლოდ წარმოვიდგინოთ.


image

როგორ უნდა მიეღოთ წინასწარმეტყველება

თუ დელფოსში წინასწარმეტყველებას ქურუმი ქალი-პითია (სიბილა) წარმოთქვამდა, აქერონის ნაპირებთან მიცვალებულთა წინასწარმეტყველება უშუალოდ მომლოცველს უნდა მოესმინა. გასაგებია, რომ ასეთი მისიისთვის მას გულმოდგინედ ამზადებდნენ განსაკუთრებული რიტუალების მეშვეობით.

კუნძულზე მისვლისთანავე, "იმ ქვეყნიდან" ამბის მიღებისთვის, პირს ღამე, ხანდახან კი რამდენიმე ღამე, უსარკმელო შენობაში უნდა გაეტარებინა. ასეთი უჩვეულო და შიშისმომგვრელი ატმოსფერო, ჩვეულებრივ ადამიანებზე ალბათ უკვე დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა.

image

image

ამ "კარანტინის" შემდეგ აღელვებული ადამიანი შეჰყავდათ საკურთხეველში და ნებას აძლევდნენ ორაკულისთვის ძღვენი მიერთმია. ყველა დადგენილი ცერემონიის შემდეგ მომლოცველს აძლევდნენ ძლიერი მცენარეული ჰალუცინოგენის (Lupinus-ხანჭკოლა) მარცვლებს, ჩაჰყავდათ ბნელ მიწისქვეშეთში და აქ იგი აღმოჩნდებოდა იდუმალ ლაბირინთში. სიჩუმე და წყვდიადი თავისთავად გამანადგურებლად მოქმედებს ადამიანზე, ამ ავისმომასწავებელ შენობაში კი შიშისმომგვრელი აჩრდილებიც დაძრწოდნენ. გაბრუებულ მომლოცველს ასეთი სპეცეფექტების ზემოქმედებით უკვე მოლანდებები ეწყებოდა. ასეთი სერიოზული "დამუშავების" შემდეგ საღად მოაზროვნე ადამიანიც კი იჯერებს მისტიკას და საუბარს თვით ჰადესთანაც კი იწყებს, მითუმეტეს, რომ ქურუმები თავიანთ ხელოვნებას საუკუნეების მანძილზე ამუშავებდნენ.

image

image

image

საინტერესოა, რომ არქეოლოგებმა მიწისქვეშა ოთახებში აღმოაჩინეს მექანიკური მოწყობილობები, რომლებსაც შესაძლოა ქურუმები მალულად იყენებდნენ, მომლოცველისთვის გაცოცხლებული მიცვალებულის დამაჯერებლობისთვის.

ახლა იმ ლაბირინთებისგან, სადაც ნეკრომანტია ხდებოდა, ანუ მიცვალებულთან ურთიერთობა, დარჩა მხოლოდ რამდენიმე კედელი. მაგრამ მეცნიერებმა შესძლეს შეედგინათ საკურთხევლის ყველა შენობის დაწვრილებითი გეგმა.

image

ძნელი სათქმელია, იმ ადგილს ანომალური თვისებები ნამდვილად გააჩნდა თუ არა, მაგრამ ძვ.წ. 167 წელს, რაღაცით შეშინებულმა რომაელებმა, უბრალოდ გადაწვეს საკურთხეველი, შუასაუკუნეებში კი ამ ადგილზე ქრისტიანული მონასტერი ააგეს. ეს ყველაფერი კიდევ ერთხელ გვარწმუნებს ამ ადგილის გარკვეულ მისტიკურ ძალაში. ტაძრებს შუა საუკუნეებში "უბრალოდ ისე" არ აგებდნენ. და არც წვავდნენ.

image





იხილეთ სხვა სტატიებიც:





რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


ჩვენი წინაპრების თმის მოვლის მეთოდები(დამწვარი ვირთხის ფერფლი, კაკლის ნაჭუჭის ნახარში და ა.შ.) და ვარცხნილობები

image


კიოლნის დაუმთავრებელი ტაძრის წყევლა? ტამპლიერების დიდებული გოთიკური ტაძრები

image


არქეოლოგებმა დაადგინეს, ვინ და რატომ ამტვრევდა ძველეგვიპტურ ქანდაკებებს ცხვირებს

image


დოქტორი ფაუსტი ქ. პრაღიდან გაემგზავრა ჯოჯოხეთში?

image


"კოსმიური საჩუქარი" ტიბეტელი ბერებისთვის, რომელიც ამჟამად მოსკოვში ინახება

image


რატომ ბერდებიან ადრე მარიხუანის მოყვარულები და რა აღმოაჩინეს მის კვამლში

image









1
409
4-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
409
  
2022, 8 იანვარი, 12:41
ირინა მ! ორაკული წინასწარმეტყველებას ნიშმავს. What is an Oracle? a prophecy!
0 1 1