x
მეტი
  • 19.05.2024
  • სტატია:134745
  • ვიდეო:351972
  • სურათი:509087
"ქართული ღვინის ფესტივალი 2022“-მდე სულ ცოტა დრო რჩება
image


8 ოქ­ტომ­ბერს შარ­დენ­ზე ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი გა­ი­მარ­თე­ბა. პან­დე­მი­ის გამო, ორ­წლი­ა­ნი პა­უ­ზის შემ­დეგ "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი“ ბრუნ­დე­ბა. ღვი­ნო­ბის­თვის ტრა­დი­ცი­ად­ქ­ცე­უ­ლი ფეს­ტი­ვა­ლი უკვე მე­ო­თხედ გა­ა­ერ­თი­ა­ნებს ქარ­თუ­ლი ღვი­ნი­სა და კულ­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს.


მო­სულ სტუმ­რებს ად­გილ­ზე დახ­ვდე­ბათ ქარ­თუ­ლი გე­მო­ე­ბი და ქარ­თვე­ლი მე­წარ­მე­ე­ბი, რო­მელ­თა შო­რი­საც ბევრ ახალს აღ­მო­ა­ჩე­ნენ. გარ­და ღვი­ნი­სა, ფეს­ტი­ვალ­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი იქ­ნე­ბა ჩირი, ჩურ­ჩხე­ლა, ყვე­ლი, ხელ­ნა­კე­თი აქ­სე­სუ­ა­რე­ბი და სხვა.


გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­სა და დე­გუს­ტა­ცი­ას­თან ერ­თად, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ცო­ცხა­ლი მუ­სი­კის მოს­მე­ნა, რო­გორც ფოლკ­ლო­რუ­ლი ან­სამ­ბლე­ბის, ასე­ვე ბენ­დე­ბის. ფეს­ტი­ვა­ლი მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა დატ­ვირ­თუ­ლი გა­სარ­თო­ბი პროგ­რა­მე­ბით. მი­მე­ბის შოუ, დრა­მე­ბის შოუ, ოჩო­ფე­ხე­ბი, ცე­ცხლის შოუ - ეს ის მცი­რე ჩა­მო­ნათ­ვა­ლია, რაც სი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე მო­სულ სტუმ­რებს ელო­დე­ბათ.



"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2022-ის“ სპონ­სო­რია "კოკა-კოლა“, რომ­ლის სტენდთა­ნაც სტუმ­რებს არა­ერ­თი სი­ურპრი­ზი და გა­თა­მა­შე­ბა დახ­ვდე­ბათ.


ფეს­ტი­ვა­ლის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან: "პა­ლიტ­რა ჰოლ­დინ­გი“, "მე­ი­დან ჯგუ­ფი“, პრე­მი­უმ ხა­რის­ხის ღვი­ნის შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლე­ბის მიმ­წო­დე­ბე­ლი კომ­პა­ნია "ვა­ინ­პა­კი“ და "თბი­ლი­სის ღვი­ნის მუ­ზე­უ­მი“, რო­მელ­საც ფეს­ტი­ვა­ლის სტუმ­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა აქვს: 8 ოქ­ტომ­ბერს, ფეს­ტი­ვა­ლის მიმ­დე­ი­ნა­რე­ო­ბი­სას, 14:00-15:00 და 17:00-18:00 სა­ა­თებ­ში ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს ექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა სრუ­ლი­ად უფა­სოდ და­ათ­ვა­ლი­ე­როს "თბი­ლი­სის ღვი­ნის მუ­ზე­უ­მის“ მის­ტი­კუ­რი სივ­რცე­ე­ბი.


"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლის“ ერთ-ერთი უნი­კა­ლუ­რი სა­ხა­სი­ა­თო მა­ნიშ­ნე­ბე­ლი მისი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაა, სი­ო­ნის ქუჩა, ბამ­ბის რიგი - ეს ტე­რი­ტო­რია არის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი ად­გი­ლი, სა­დაც არ­სე­ბობ­და ღვი­ნის სარ­და­ფე­ბი, მარ­ნე­ბი, ასე­ვე, აქ გან­თავ­სე­ბუ­ლია თა­მა­დის ძეგლი - ვა­ნის არ­ქე­ო­ლო­გი­უ­რი გა­თხრე­ბი­სას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ბრინ­ჯა­ოს ქან­და­კე­ბის ასლი, რო­მე­ლიც ღვი­ნო­სა და ქარ­თულ სუფ­რას­თან ასო­ცირ­დე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, გარ­და იმი­სა, რომ ფეს­ტი­ვა­ლი ღვი­ნის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ას უწყობს ხელს, ამას­თან, თე­მა­ტუ­რა­დაც ძა­ლი­ან უხ­დე­ბა შერ­ჩე­ულ სივ­რცეს“, - ნა­თია ცე­ცხლა­ძე, "მე­ი­დან ჯგუ­ფის“ მარ­კე­ტინ­გი­სა და გა­ყიდ­ვე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი.


"ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ბრენ­დია, ვი­ნა­ი­დან უკვე მე­ო­თხედ ტარ­დე­ბა და ტრა­დი­ცი­უ­ლად აერ­თი­ა­ნებს ერთ სივ­რცე­ში ასო­ბით ად­გი­ლობ­რივ ღვი­ნის მოყ­ვა­რულ­სა და ტუ­რისტს. 8 ოქ­ტომ­ბერს კი­დევ ერთ და­უ­ვი­წყარ და სა­სი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბით სავ­სე დღეს ვპირ­დე­ბით ჩვენს სტუმ­რებს“, - მა­რი­ამ აბ­დუ­შე­ლიშ­ვი­ლი, "ქარ­თუ­ლი ღვი­ნის ფეს­ტი­ვა­ლი 2022-ის“ ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფეს­ტი­ვა­ლი 12:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა.


ღო­ნის­ძი­ე­ბის ბმული: https://www.facebook.com/events/1236304707151711?ref=newsfeed


image

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0