x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე ფუმფულა მაჭკატები მსოფლიოში – პოპულარული საუზმის ახალი რეცეპტი

image


ინგრედიენტები:


კეფირი (2, 5%) — 250 მლ.
ფქვილი — 240 გრ.

კვერცხი — 1 ცალი

შაქარი — 2 ს. კ.

სოდა და მარილი — თითოეული, – 0, 5 ჩ. კ.

ზეთი — 2 ს. კ.


მომზადება:


I. ღრმა თასში მოათავსეთ კვერცხი, მარილი და შაქარი > იქამდე თქვიფეთ, ვიდრე შაქარი სრულად არ გადნება.

II. ჩაასხით თასში კეფირი, რომელიც ოთახის ტემპერატურის უნდა იყოს > ჩააცერით ფქვილი და თან ურიეთ > ბოლოს, დაამატეთ ზეთი და ცომი 10 წუთით დაასვენეთ.

III. გააცხელეთ ტაფა და ძირზე ზეთი მოუსვით > სუფრის კოვზით, ფრთხილად, ერთმანეთის დაშორებით, დაასხით ცომი > შეწვით დაბალ ცეცხლზე, ხოლო გადაბრუნების შემდეგ, დაახურეთ სახურავი.

IV. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი სახით. ყველაზე მეტად, მაჭკატებს არაჟანი და ჟოლოს მურაბა უხდება.

imageimageimageimageimage1. ფუმფულა მაჭკატები კვერცხის და ფქვილის გარეშე
2. ნატურალური მოჭიქული ხაჭო («სიროკი»), სახლის პირობებში (მომზადების მაქსიმალური დრო 20 წთ.)
3. ხაჭოს რბილი და ჰაეროვანი ორცხობილა
4. ვაშლიანი წნულები – უგემრიელესი ღვეზელი და წნულის გაკეთების უმარტივესი ხერხი
5. ბანანის ორცხობილა (რბილი, სასარგებლო, გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი)

6. ყველიანი წასახემსებელი (2 მარტივი რეცეპტი)

0
131
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0