სიახლეები გოგონამ სიკვდილისგან იხსნა თოლია,თუმცა რას წარმოიდგენდა,რომ სწორედ თოლია გახდებოდა მისი დაღუპვის მიზეზი 2021, 2 ივნისი, 11:04 ქსენია პ. ქალაქ ნოვოსიბირსკიდან დასასვენებლად გაემგზავრა კუბაში, რომლის საგზურიც ქმარმა აჩუქა. წყვილი გოგონას დაბადების დღეს, 16 მაისს გაფრინდა კუბაში და რას წარმოიდგენდა, რომ ეს დღესასწაული უკანასკნელი იქნებოდა მის ცხოვრებაში. შვებულებაში, ქსენიამ, რომელსაც ყოველთვის ძალიან უყვარდა ცხოველები, იპოვა დაჭრილი თოლია. გოგონამ ფრინველი გასაჭირში არ დატოვა და მასზე ზრუნვა დაიწყო, წერს kp.ru. მალევე თოლია გამოჯანმრთელდა და მზრუნველმა ციმბირელმა ქალმა დამშვიდებული გულით გაუშვა ფრინველი ზღვაზე, თუმცა მალევე ქსენია თავად გახდა ავად. მისი მეგობრის თქმით, ქსენიას ტემპერატურამ აუწია, რასაც მშრალი ხველა დაემატა. ეს იყო კორონავირუსის მსგავსი სიმპტომები, მაგრამ ტესტი უარყოფითი აღმოჩნდა. მოგვიანებით, გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მედიკოსებმა მისი დახმარება ვერ მოასწრეს. ”ექიმებმა, სამწუხაროდ, მაშინვე ვერ გაიგეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ორნითოზი”, - თქვა მეგობარმა. ორნითოზი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება, ზოგადი ინტოქსიკაცია, ფილტვების და ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ღვიძლის და ელენთის გადიდება. მათი გამავრცელებლები არიან ფრინველები, – როგორც შინაური, ასევე გარეული. 29 მაისს ცნობილი გახდა, რომ ქსენია გარდაიცვალა კუბის ერთ-ერთ საავადმყოფოში. ინსტაგრამზე მისი ბოლო პოსტი საკუთარი დაბადების დღის თემაზეა დაწერილი. გოგონა აღნიშნავდა, რომ ვერ გრძნობს თავს, როგორც 37 წლისას. ციმბირელი ქალი აღნიშნავდა, რომ როგორც იქნა მის ცხოვრებაში ყველაფერი კარგად არის და ის ბედნიერია: იგი გარშემორტყმულია საყვარელი, კეთილი ადამიანებით, ჰყავს საყვარელი ცხოველები, აქვს სამსახური და ჰყავს ქმარი." ქსენიამ ასევე სამადლობელო სიტყვები დაუწერა მშობლებს, რომელთანაც რთული ურთიერთობა ჰქონდა. "მადლობა ჩემს მშობლებს. არასდროს დამიწერია მათზე და არც მისაუბრია, მაგრამ რთული ურთიერთობა გვქონდა ... მამა რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. დედას ძალიან იშვიათად ვესაუბრები. მაგრამ მათ ჩემში ჩადეს ყველა საუკეთესო თვისება, რითაც შემიძლია ვიამაყო. რაც მთავარია, მასწავლეს, რომ უნდა ვიყო კეთილი და სამართლიანი და ასევე უნდა გვიყვარდეს ცხოველები და უნდა დავეხმაროთ მათ.... იუმორის გრძნობისთვის, მამაჩემს განსაკუთრებული მადლობა, იმედი მაქვს, რომ ამ თვისებას მემკვიდრეობით გადავცემ ჩემს შვილებს"-წერდა ქსენია. ასევე დაგაინტერესებთორიოდე დღის წინ კორონავიურსმა იმსხვერპლა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა, ის ვირუსს თითქმის ერთი თვე ებრძოდა. ბოკუჩავა თავდაპირველად წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც...ინგლისში, ბაკინგემშირის საგრაფოში, ქალაქ ჩედინგტონის მკვიდრმა, ექვსი კილოგრამისა და 60 სანტიმეტრის სიგრძის არანორმალურად დიდი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა Unilad იუწყება. 27 წლის ემი სმიტს(Amy Smit) და მისმ 28 წლის მეუღლეს ზაკს შეეძინათ ვაჟი, სახელად ზაგრისი(Zagrys). ახალშობილი იმდენად იმდენად დიდი იყო, რომ საავადმყოფოს სასწორზეც კი ვერ დაე... 6 მაისს, ბრიტანელმა სტეფანი დიუბუამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა და ორი კვირის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი განვითარებული გართულებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. გასული წლის ბოლოს, 39 წლის მოდელი დიდი ბრიტანეთიდან გადასახლდა კვიპროსის დაბა პაფოსში. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კუნძულზე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცი... ბევრი დარწმუნებულია: წვა და ქავილი სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების უეჭველი სიმპტომია. მაგრამ ეს სიმართლეა? ქალების უმეტესობას ერთხელ მაინც განუცდია წვა და ქავილი "იმ ადგილას", აგრეთვე გამონადენი და ტკივილი ტუალეტში შესვლისას.ბევრისთვის პირველი აზრი ასეთია: ვაი თუ ეს რაიმე რაიმე ვენერიული დაავადებაა? აღმოჩნდა, რომ სულაც არა.... 629 4-ს მოსწონს
|