სიახლეები ინგლისელი მოდელი აცრიდან ორ კვირაში საშინელ ტანჯვაში დაიღუპა 2021, 26 მაისი, 20:00
6 მაისს, ბრიტანელმა სტეფანი დიუბუამ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა გაიკეთა და ორი კვირის შემდეგ, ახალგაზრდა ქალი განვითარებული გართულებების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა.
გასული წლის ბოლოს, 39 წლის მოდელი დიდი ბრიტანეთიდან გადასახლდა კვიპროსის დაბა პაფოსში. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც კუნძულზე Oxford-AstraZeneca-ს ვაქცინა გახდა ხელმისაწვდომი, ახალგაზრდა ქალმა აცრა გადაწყვიტა. ვაქცინაცია დაინიშნა 6 მაისს. მან ინექციების შიში დაძლია და ადგილობრივ კლინიკას მიაკითხა...რომ სცოდნოდა რით დასრულდებოდა ეს ყველაფერი. "ასე რომ ... დღეს აცრა გავიკეთე. ვერ ვიტან ნემსს და არც ეს არის გამონაკლისი! ვინც ამბობს, რომ ეს სულაც არა მტკივნეული, ის აბსოლუტურად მატყუარაა. საშინელება იყო და ახლაც საშინლად ვგრძნობ თავს ... პიცა და საწოლი ჩემთვის! სტეფანი დიუბუა-6 მაისი სტეფანიმ Facebook- ის საკუთარ გვერდზე ვაქცინაციასთან დაკავშირებული ყველა სიახლეს აზიარებდა. ამჟამად ამ პოსტების მშვიდად წაკითხვა შეუძლებელია, რადგან სინამდვილეში ეს მომაკვდავი ქალის დღიურია. აცრიდან ორი დღის შემდეგ გოგონამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ის კატასთან ერთად ცეკვავს სახლში. ვიდეოს წარწერაში გოგონამ აღნიშნა, რომ ინექციის შემდეგ თავს საშინლად გრძნობს. "ბოლო ორი დღე საზიზღარი იყო, მაგრამ ეს არის ვაქცინაციის გვერდითი მოვლენები (ვფიქრობ, რომ შევადგინე სრული კომპლექტი), მაგრამ საბოლოოდ 48 საათის შემდეგ თავს კარგად ვგრძნობ. ვახშამი გავაკეთე, მუსიკას ვუსმენ..." სტეფანი დიუბუა-8 მაისი დიუბუას პოსტების მიხედვით, მომდევნო დღეები არაფრით განსხვავდებოდა. ბრიტანელმა ქალბატონმა გაზიარა მემეები, გაიხსენა ხუთი წლის წინ გაზიარებული პოსტები, მაგალითად თუ როგორ უხედხულად დაუვარდა ტელეფონი. მაგრამ 14 მაისი იყო დასასრულის დასაწყისი. დილიდანვე გოგონამ თავი საშინლად იგრძნო. "როცა გავიღვიძე, ნორმალურად ვგრძნობდი თავს, მაგრამ ერთი საათის შემდეგ სულ ვკანკალებდი, სახსრები მტკიოდა, სუნთქვა მიჭირდა და კანკალი ძვლებამდე აღწევდა. თავი გამუდმებით მტკიოდა და თავბრუ მეხვეოდა. დარწმუნებული ვიყავი, რომ კოვიდი მქონდა, მაგრამ ტესტი უარყოფითი იყო <...> ახლა, წვეთოვანის შემდეგ, სისხლის ანალიზს გავიკეთებ. იმედი მაქვს, რომ გაერკვევეიან, თუ რა არის პრობლემა." სტეფანი დიუბუა-14 მაისი იმავე საღამოს სტეფანის სისხლის ანალიზების პასუხი მოუვიდა. აღმოჩნდა, რომ ლეიკოციტების დონე ძალიან მაღალია. გოგონამ ჩათვალა, რომ ეს ყველაფერი ვაქცინის ბრალია, რომელიც მან ერთ კვირაზე მეტი ხნის წინ გააკეთა. " მთლიანად გათანგული ვარ, ენერგია არ მაქვს და სხეული ისევ მტკივა, სახსრებს ძლივს ვამოძრავებ ... მაგრამ ეს უკეთესია ვიდრე ამ დილით იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ამ დილით ძალიან შემეშინდა". დიუბუას შემდეგი პოსტი მხოლოდ 4 დღის შემდეგ, 18 მაისს გამოჩნდა. ეს იყო ბრიტანელი ქალის ბოლო ჩანაწერი. "ავადმყოფობა აღარ შემიძლია ... დღეს კიდევ რამდენიმე ტესტი! პ.ს. დღემდე არ მიყვარს ნემსები ..." სტეფანი დუბუა-18 მაისი მეორე დღეს, 19 მაისს სტეფანი დიუბუა კომაში ჩავარდა, ხოლო სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა წერს გამოცემა The Sun. მედიკოსების განცხადებით, სტეფანის აცრის შემდეგ განუვითარდა სერიოზული თრობოციდი, რაც კომაში ჩავარდნით და საბოლოოდ ტვინში სისხლის გაჟონვით დასრულდა. 661 4-ს მოსწონს
|