სიახლეები ქალმა თავის დაქალის ბავშვს ღვიძლის ნაწილი შეწირა 2022, 25 სექტემბერი, 15:31 როგორც Daily Mirror -ი წერს ინგლისში ქალმა კოლეგის და მეგობრის შვილს ღვიძლის ნაწილი დაუთმო. ინგლისში, სოფელ ტოდინგტონში, (ბედფორდშირი), ქალმა თავისი ღვიძლის ნაწილი საუკეთესო მეგობრის შვილს შესწირა და მისი სიცოცხლე გადაარჩინა. ამის შესახებ Daily Mirror იტყობინება. 25 წლის ლორენ ბეკეტს ბიჭი სახელად ტომი ცუდად მომუშავე ღვიძლით დაიბადა, რის გამოც ბავშვს ღვიძლის სასწრაფოდ გადანერგვა სჭირდებოდა. ტომი მხოლოდ ორი კვირის იყო, როცა ექიმებმა დაუსვეს ეს სასინელი დიაგნოზი, რამაც მისი მშობლები გაანადგურა. მას დაუდგინეს ახალშობილთა ჰემოქრომატოზი, დაავადება, რომელიც არის ნაყოფის ღვიძლის დაზიანების შედეგი, რომელიც დაკავშირებულია ახალშობილის ორგანოებში რკინის არანორმალურ დაგროვებასთან. ლორენმა თქვა: „სრულიად დავმუნჯდი და უმწეოდ ვგრძნობდი თავს. მახსოვს, ვფიქრობდი, რომ თუ ტომის რამე დაემართებოდა, ცხოვრებას ვეღარ გავაგრძელებდი“. დაბადებისთანავე ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს და მის მშობლებს უთხრეს, რომ სასწრაფოდ ინდა მოეძიათ დონორი. ბეკეტმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელსაც 200-ზე მეტი პოტენციური დონორი გამოეხმაურა, მაგრამ არცერთი მათგანი არ მიუდგა. შემდეგ ქალი დაუკავშირდა მეგობარს და კოლეგას სამუშაოდან, 34 წლის კეილი ტეილორს და გაუზიარა თავისი გასაჭირი. ბეკეტის ამბის მოსმენის შემდეგ კეილი არც დაფიქრებულა და შესთავაზა გამხდარიყო დონორი, თუმცა მანამდე უნდა ჩაებარებინა ანალიზები, რომ დადგენილიყო, მიუდგებოდა თუ არა მისი ორგანოს ნაწილი. ფოტოზე: ლორენი მეუღლესთან, ხოლო კელი ტომისთან ერთად. ქალმა ჩააბარა საჭირო ანალიზები და ელოდებოდა შედეგებს და ნებართვას მაგრამ, რადგან ტომის მდგომარეობა სწრაფად გაუარესდა, ექიმებმა გადაწყვიტეს ოპერაციის გაკეთება შედეგების მიღებამდე. ტეილორის ორგანო ტომის მიუდგა და ბიჭი გამოჯანმრთელებისკენ წავიდა. ახლა, სიცოცხლის ბოლომდე, იმუნოსუპრესანტებს მიიღებს, რათა მისმა ორგანიზმმა ღვიძლი არ უარყოს. „ხალხი ამბობს, რომ ის, რაც მე გავაკეთე, გასაოცარია, ხოლო ლორენი და მისი ოჯახი გაოგნებულნი არიან.არაა საჭირო მათი მადლობა. უბრალოდ შვებაა იმის შეგღძნება, რომ ახლა მასთან ყველაფერი კარგადაა“, - განაცხადა ტეილორმა. მთავარ ფოტოზე:ლორენი, ტომი და მისი გმირი დაქალი კელი 80 2-ს მოსწონს
|