სიახლეები ორი წელი პანდემიის დაწყებიდან - რას უნდა ველოდოთ მომავალში? 2022, 15 მარტი, 14:05
უკრაინაში მიმდინარე საომარმა მოქმედებებმა გადაფარა უამრავი მსოფლიო მოვლენა და მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი-კორონავირუსით გამოწვეული პანდემია, რომელმაც ნორმალურად ცხოვრების და არსებობის საშუალება დაუკარგა თითქმის 8 მილიარდ ადამიანს მთელს მსოფლიოში.
გასულ კვირას კორონავირუსით გამოწვეული პანდემიას ორი წელი შეუსრულდა, ხოლო მასიური აცრების დაწყებიდან წელიწადზე ოდნავ მეტი მეტი გავიდა(საქართველოში ზუსტად ერთი წელი) თეთრი სახლის მთავარი სამედიცინო მრჩეველი, დოქტორი ენტონი ფაუჩი არ არის წინასწარმეტყველურ განწყობაზე., როდესაც კორონავირუსზე ჰკითხეს ”პასუხი არის ასეთი: ჩვენ არ ვიცით რა იქნება შემდგომში. ვგულისხმობ იმას, რომ ვთქვა -მორჩა! ეგ არის ”- განუცხადა ფაუჩმა CNBC-ს. "თუ გავითვალისწინებთ ვაქცინაციით დაცვით ხანგრძლივობას, სავარაუდოა, რომ ვაქცინაცია ჯერ არ დასრულდება”, - თქვა მან. ორი წლის შემდეგ პანდემიამ შეიწირა 6 მილიონზე მეტი ადამიანი მთელს მსოფლიოში და თითქმის 1 მილიონზე მეტი ადამიანი, მარტო შეერთებულ შტატებში. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივმა ჯანდაცვამ, სამეცნიერო წრეებმა და ინდუსტრიის წარმომადგენლებმა გამოხატეს გარკვეულწილად ამბივალენტურობა, როგორც ჩანს, ცივილიზებული მსოფლიოს უმეტესი ნაწილი - ან თუნდაც აშშ - ცდილობს ჩადგეს ნორმალურ ცხოვრების კალაპოტში და გააგრძელოს წინსვლა . უაღრესად ტრანსმისიული შტამის, "ომიკრონის " წინააღმდეგ პროგრესის მიუხედავად, ხაზგასმით აღნიშნულია, რომ სიფხიზლის მოდუნება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. ”ყველას სურს ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს, ყველას სურს ვირუსი უკანა ხედის სარკეში დატოვოს, რისთვისაც, ვფიქრობ, უნდა ვიბრძოლოთ”, - თქვა ფაუჩიმ, რომელიც ასევე არის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ"ომიკრონის" მასიურად გავრცელების შემდეგ ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილიანობა მცირდება, სახელმწიფოების და ქალაქების მიერ შეზღუდვების მოხსნის ფონზე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე დაწოლა და მძიმე პირობები შენარჩუნებულია. მთლიანად მსოფლიოს მასშტაბით 2022 წლის იანვრიდან მოყოლებილი შეინიშნება, როგორც ინფიცირების, ასევე გარდაცვალების რაოდენობის კლება. აშშ კვლავ ფიქსირდება დღეში კორონავირუსით გამოწვეული 1200-ზე მეტი სიკვდილი.მთლიანად მსოფლიოში კი ბოლო დღეებში საშუალოდ ერთ მილიონზე მეტი ინფიცირდება და 5/6 ათასი კვდება . იგივე ტენდეციაა საქართველოში, ყოვედღიურად შეინიშნება კლება, იანვარში თუ დღეში 20-25 ათასი ინფიცირებული ფიქსირდებოდა და დღიურად 50/60 გარდაცვლილი იყო, ახლა ეს მაჩვენებელი 1000 კაცზეა ჩამოსული, 15/20 გარდაცვლილით. თუმცა ბოლო დროს გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის რიცხვი გაიზარდა, რაც წინამორბედია იმისა, რომ შეიძლება ანალოგიური დაემართოთ სხვა ქვეყნებსაც. საგანგაშო მდგომარეობაა ჩინეთშიც, სადაც თითქმის განულებული პანდემია ისევ დაბრუნდა, რა დროსაც ორშაბათს 3602 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ასე, რომ ჯერჯერობით კორონავირუსი არსად წასულა, ის ისევ ჩვენთან არის და მომავალში როდის მოიქნევს კუდს არავინ იცის, მით უმეტეს, რომ ჰოროზონტზე გამოჩნდა უკვე ახალი შტამი "დელტაკრონი" "დელტას" და "ომიკრონის" ჰიბრიდი და როგორც მოიქცევა ეს შტამი მომავალი გვაჩვენებს. რაც შეეხება აცრებს, დღეის მონაცემებით დედამიწაზე სრულად ვაქცინირებულია (ორივე დოზით+ ბუსტერი ვისაც მოუწია) 4, 46 მილიარდი ადამიანი, რაც მოსახლეობის 57, 2%-ია. 67 2-ს მოსწონს
|