x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ს კონგრესმა COVID-19-ის ლაბორატორიული წარმოშობა დაადასტურა და ასევე ვაქცინების არაეფექტურობა
image


თუმცა, ყველაზე დიდი დარტყმა მოხსენებაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო.



მოხსენება, რომელიც მომზადდა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის ზედამხედველობის კომიტეტის კორონავირუსის ქვეკომიტეტის მიერ, შეიცავს ხუთ არგუმენტს COVID-19-ის ლაბორატორიული წარმოშობის ვერსიის სასარგებლოდ. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ვირუსს აქვს ბიოლოგიური მახასიათებლები, რომლებიც ბუნებაში არ გვხვდება (ჯერ კიდევ ვერ აღმოაჩინეს ბუნებაში, გარეული ცხოველები რომლებიც დაინფიცირდნენ კოვიდით ან წინაპარი ვირუსებით), და ინფექციის ყველა შემთხვევა ერთი წყაროდან მოდის, მაშინ როცა ყველა წინა პანდემიას ჰქონდა გავრცელების რამდენიმე ვარიანტი.



გარდა ამისა, ამტკიცებენ, რომ SARS ვირუსების შესწავლის წამყვანი კვლევითი ლაბორატორია მდებარეობდა ვუჰანში, რომელსაც გააჩნდა „ბიოუსაფრთხოების არაადეკვატური დონე“.





„ვუჰანის ვირუსოლოგიის ინსტიტუტის (WIV) მკვლევარები დაავადდნენ COVID-ის მსგავსი ვირუსით 2019 წლის შემოდგომაზე, ველური ცხოველების ბაზარზე COVID-19-ის აღმოჩენამდე ერთი თვით ადრე. მეცნიერების ყველა სტანდარტით, ბუნებრივი წარმოშობის მტკიცებულება რომ ყოფილიყო, ის უკვე გამოჩნდებოდა“, - ნათქვამია დასკვნაში.



დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ვირუსი ვუჰანის ლაბორატორიაში იყო შესწავლილი, მათ შორის, ამერიკული საგრანტო სისტემის მეშვეობით, მაგრამ გრანტის გამცემი ლაბორატორიის უსაფრთხოებას არ აკონტროლებდა. სწორედ ამ გარემოებამ განაპირობა ნულოვანი პაციენტის დაინფიცირება.


image


557 გვერდიან დოკუმენტში ასევე გააკრიტიკებულია აშშ-ს მთავრობა, პანდემიაზე წარუმატებელი რეაგირებისთვის, ასევე მილიარდობით დოლარის ქურდობისთვის, რომელიც გამოიყო საგანგებო სიტუაციებთან საბრძოლველად და ბიზნესის მხარდასაჭერად დაწესებული ლოკდაუნების დროს.




„საერთო ჯამში, 1, 2 ტრილიონი დოლარი გამოიყო ორგანიზაციების დასახმარებლად. ფედერალური სააგენტოს შეფასებით, მთლიანი თანხების 17% განაწილდა თაღლითურ ორგანიზაციებზე.



აღსანიშნავია, რომ თაღლითებმა, პანდემიის დროს "ხელფასის დაცვის პროგრამის" გამოყენებით, მოიპარეს კიდევ 64 მილიარდი დოლარი, ასევე, დამატებითი 200 მილიარდი დოლარი დაიკარგა მცირე ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამაზე კონტროლის არარსებობის გამო.





მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამერიკის მთავრობამ მიაწოდა დეზინფორმაცია თავის მოქალაქეებს და მთელ მსოფლიოს პანდემიის ბუნებრივი მიზეზების, დასავლური ვაქცინების ეფექტურობის შესახებ, ასევე შემოიღო ცენზურა სოციალურ ქსელებში და უბრძანა მათ, ვისაც ეჭვი ეპარებოდა უნივერსალური ვაქცინაციის აუცილებლობაში, წარმოეჩინათ, როგორც მატყუარები და სულელები. ასევე დოკუმენტში ამტკიცებენ, რომ „სავალდებულო ვაქცინაცია არ იყო მეცნიერულად გამართლებული და დადებითზე უფრო მეტი ზიანი მოიტანა“, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც FDA (აშშ-ის ჯანმრთელობისა და ადამიანური სერვისების დეპარტამენტის სააგენტო) გააფრთხილა Moderna, Pfizer ან AstraZeneca-ს ვაქცინების შესაძლო ფატალური გვერდითი მოვლენების შესახებ. მაგრამ ვაქცინაცია პოლიტიკურ საკითხად იქცა იმ ახალი ამბების ფონზე, როგორიცაა: „რუსები არიან პირველი, ვინც Sputnik V შექმნეს“.




მოხსენებაში ასევე გააკრიტიკეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO), რომელმაც „ჩინეთის კომუნისტური პარტიის ინტერესები“ თავიანთ მისიაზე უფრო მაღლა დააყენეს, დაეხმაროს ხალხს მთელს მსოფლიოში და ასევე მალავდა პანდემიის ნამდვილ მიზეზებს.




მოხსენება ასევე აკრიტიკებს პანდემიასთან საბრძოლველად მიღებულ ზომებს, როგორიცაა მკაცრი კარანტინები, რასაც ავტორების თქმით, „საშინელი შედეგები“ მოჰყვა ეკონომიკის მხრივ და თავად ადამიანებზე. მკვლევარები ხაზს უსვამენ, რომ პანდემიებთან ბრძოლის მომავალი სტრატეგიები უნდა იყოს გამჭვირვალე, რათა გამოირიცხოს ჯანდაცვის მიმართ უნდობლობა.

0
318
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
318
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0