სიახლეები უკრაინაში ერთ კვირაში ვირუსული ინფექციით 200 000 ადამიანი დაავადდა 2020, 19 მარტი, 16:07 უკრაინას მსოფლიოში გავრცელებულ კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე, დამატებით გრიპის ეპიდემიამ შეუტია, უკრაინის ჯანდაცვის პრეს-სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთ კვირაში 200 000 ადამიანი დაინფიცირდა. აქედან დაავადებულთა უმეტესობა არის ბავშვი(66%), როგორც განცხადებაშია აღნიშნული ეს ნიშნული გრიპის პანდემიის საშუალო ნიშნულს 10%-ით აღემატება, ბოლო ერთ კვირაში გრიპისგან გარდაიცვალა 3 ადამიანი, ამათგან არცერთს არ ჰქონდა გრიპის საწინააღმდეგო აცრა გაკეთებული. რაც შეეხება 21-ე საუკუნის "შავ ჭირს"-უკრაინაში დღეისთვის კორონავირუსით დაინფიცირებულია 16 ადამიანი, გარდაიცვალა 2.უკრაინის რადამ 3 აპრილამდე ქვეყანაში ვირუსის შეკავების მიზნით საგანგებო ღონისძიებები შეიმუშავა. 445 3-ს მოსწონს
|