x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
" სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება, არ გეპატიებათ! !"-რას წერდა გარდაცვალებამდე "გამარჯობა აფხაზეთო შენის" რეჟისორი

image

ორიოდე დღის წინ კორონავიურსმა იმსხვერპლა ჟურნალისტი და რეჟისორი ირინა ბოკუჩავა, ის ვირუსს თითქმის ერთი თვე ებრძოდა. ბოკუჩავა თავდაპირველად წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა, შემდეგ კი მძიმე მდგომარეობაში მყოფი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იყო შეერთებული. სანამ მისი მდგომარეობა სტაბილური იყო, იგი ფეისბუქში იმ გაუსაძლის პირობებზე წერდა, რომელიც წმ. მიქაელის სახელობის კლინიკაში იყო გამეფებული.


"წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკაში მოვხვდი დიღომში! ისიც ძლივს' შემთხვევით ერთი ადგილი გამონთავისუფლდა! კატასტროფაა' რაც აქ ხდება' ძველ' პრუჟუნებამოყრილ საწოლზე ვიწექი წუხელ და წვეთი არ მიძინია' მიუხედავად დიმედროლის და სხვა საძილე საშუალებისა! ერთ თანაპალატელ სიფრიფანა გოგოს ისე შევეცოდე' თავის საწოლში გამიცვალა! აბაზანა ტუალეტი კატასტროფა' სიბინძურე' გასახეხი ყველაფერი' და ეს ხდება კოვიდიანების პალატაში! მენეჯმენტი ნული. სადაა შეპირებული საწოლფონდი' მილიონებია დახარჯული ამ კოვიდპანდემიაზე' უარესისთვის მზადა ვართო! უარესი კი არა' ელემენტარულს ვერ აგვარებთ! იმედია აქედან ცოცხალი გამოვალ და სადმე კარგი ინტერვიუ უნდა მივცე! სირცხვილია ხალხის ჯანმრთელობაზე ფულის კეთება' სირცხვილი! არ გეპატიებათ! არავითარი პრეტენზია არა მაქვს ექიმებთან და მედპერსონალთან' ისინი თავდაუზოგავად შრომობენ' მაგრამ ხელშეწყობა არა აქვთ!"წერდა სოციალურ ქსელში ირინა ბოკუჩავა.

image

ირინა ბოკუჩავა არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა", რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს.....
ირინა ბოკუჩავა წლების განმავლობაში მუშაობდა აფხაზეთის ტელერადიო კომპანიაში.
0
453
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
453
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0