ქალი 50 წლის ჩინელი ბებია,რომელიც ახალგაზრდა გოგოსავით გამოიყურება 2016, 21 თებერვალი, 10:33 ჩინელმა 50 წლის ქალბატონმა ცინ ლინმა თითქოს დრო გააჩერა, იგი ახალგაზრდა გოგონასავით გამოიყურება.ქალმა, რომელმაც ინტერნეტი დაიპყრო ორი შვილის და შვილიშვილის პატრონია და წელს ნახევარსაუკუნოვანი იუბილე აღნიშნა. ვის უნდა ემადლიერებოდეს ქალი ასეთი სილამაზისთვის? პარტიას?ბოტოქსს? ფოტოშოპს?პლასატიკურ ქირურგიას? არავითარ შემთხვევში.. მას შემდეგ რაც, მისი ფოტოები ელვისებურად გავრცელდა სოციალურ ქსელებში ცინ ლინმა თავის მარად ახალგაზრდობის რეცეპტი ჟურნალისტებს გაუმხილა. როგორც ცინმა აღნიშნა, ქმართან გაყრის შემდეგ მას იმის ფული ნამდვილად არ ჰქონდა, რომ თავისთვის მოეარა, ფიტნეს კლუბებში ევლო და ათასგვარი ტუტუცური დიეტები დაეცვა ან ბოტოქსები ეკეთებინა. ერთადერთი რასაც აკეთებს. იძინებს დედიშობილა კვირაში ერთხელ და იღებს ცხელ აბაზანას, ამასთანავე სახლის პირობებში ამზადებს კიტრის, იოგურტის, თაფლის და მარგალიტის პუდრისგან დამზადებულ ნიღაბს. ამჟამად 50 წლის ცინ ლინი კვალავ გაუთხოვარია, სოციალურ ქსელში მას ათეულობით ახალგაზრდა მამაკაცი წერს წერილებს, თუმცა იგი არ პასუხობს.ცინს იმედი აქვს, რომ გაიცნობს მასზე უფროს ნორმალურ მამაკაცს და კვლავ შექმნის ოჯახს. 1486 13-ს მოსწონს 1-ს არა
|