ქალი ბრიტნი სპირსი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს 2019, 18 აპრილი, 11:55 ამერიკელი პოპ-მომღერალი ბრიტნი სპირსი მისი ნების საწინაარმდეგოდ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დააწვინეს, პრესა იტყობინება, რომ მომღერალი აპრილის თვიდან გადის მკურნალობას, თუმცა როგორც გაირკვა იგი იანვრის თვიდან წევს საავადმყოფოში. იძულებითი მკურნალობა მამამისის, ჯეიმს სპირსის ინიციატივით მოხდა. "ბრიტნი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მკურნალობას იანვრის შუა რიცხვებიდან გადის, მართალია ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრიტნი აპრილის დასაწყისიდან მკურნალობს, მაგრამ ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ბრიტნი იქ მისი სურვილის საწინააღმდეგოდ დავაწვინეთ"-ციტირებს გამოცემა Popculture ჯეიმს ბრიტნის სიტყვებს. როგორც გაირკვა ახალი საკონცერტო შოუს წინ ბრიტნისმ შეწყვიტა მედიკამენტების მიღება, რომელიც ფსიქიატრმა დაუნიშნა, მომღერლის მდგომარეობა ამის შემდეგ გაუარესდა, რის შესახებაც დაუყონებლივ აცნობეს ბრიტნის მშობლებს. მამამ საკუთარ ქალიშვილს ასეთი მოთხოვნა წაუყენა:თუ სურს მუშაობა განაგრძოს, უნდა მიიღოს წამლები, ბრიტნი უარზე იყო, ამის შემდეგ მამამ 37 წლის მომღერალი იძულებით დააწვინა საავადმყოფოში. ბრიტნის დედამ ლინ ბრინჯესმა სოციალურ ქსელში პოსტი დადო ფოტოთი, სადაც დაჩოქილი გოგონაა აღბეჭდილი და აღნიშნა, რომ" ბრძოლა არ დამთავრებულა, მხოლოდ ახალ იწყება".(ბრიტნის მშობლები 2002 წელს გაიყარნენ) ვიღაცამ კომენტარში დაუწერა:"იმედი მაქვს, რომ თქვენს ყოფილ ავადმყოფ ქმარს საგიჟეთში ბრიტნი მისი ნების წინააღმდეგ არ ჰყავს გამომწყვდეული".. ლინ ბრიჯესმა ამ კომენტარს ლაიქი დაუწერა. შეგახსენებთ, ბრიტნი სპირსმა განსაკუთრებით დიდი პოპულარობას 90-იანი წლების დასასრულს და 2000-იანების დასაწყისში მიაღწია, იგი იმ პერიოდში თინეიჯერების კერპად იქცა, რამაც მას "პოპ-პრიცესას"სტატუსი შესძინა. 369 8-ს მოსწონს
|