x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გოგონა იშვიათი დაავადების გამო მუდმივად სე@სუალურად აღზნებულია
image

გოგონა იშვიათი დაავადების გამო მუდმივ სექსუალურ აღგზნებას უჩივის.ეს არის იშვიათი დიაგნოზის მქონე მქონე პაციენტი.




აშშ-ს მცხოვრებმა გოგონამ, რომელიც განიცდის მუდმივ სექსუალურ აღგზნებას, ისაუბრა თავის ავადმყოფობაზე. ამის შესახებ Daily mail-ი წერს.


21 წლის სკარლეტ კეიტლინ უოლენი, ბარინგტონიდან, როდ აილენდი, იტანჯება იშვიათი დაავადებისგან, რომელსაც ეწოდება მუდმივად გენიტალური აგზნების აშლილობა. ამ დიაგნოზის მქონე ადამიანები მუდმივად განიცდიან სექსუალურ აღგზნებას, თუმცა სექსი რეალურად არ სურთ. ამ აშლილობის მქონე ქალები ასევე განიცდიან სექსუალური აქტივობის სურვილის გარეშე ვაგინალური სეკრეციის მომატებას .



გოგონას თქმით, მან დაავადების სიმპტომები ექვსი წლის ასაკში დაიწყო. ამერიკელი მუდმივ დისკომფორტს და წვას გრძნობდა სასქესო ორგანოში. მოზარდობისას უოლენმა დაიწყო თვითმკურნალობა და არასასურველი აღგზნების მოსაშორებლად მალამოს გამოყენება დაიწყო. ამან გამოიწვია სოკო-კანდიდოზის გაჩენა. თუმცა, როგორც გოგონა აღიარებს, ინფექციის სიმპტომები მისთის უფრო ასატანი იყო, ვიდრე იშვიათი აშლილობის გამოვლინება.

image

შედეგად, უოლენს მტკივნეული ფიზიკური მდგომარეობის გამო ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა. მან შეწყვიტა თანატოლებთან ურთიერთობა და მთელ თავისუფალ დროს მარტო ატარებდა. 2020 წელს, სკოლის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე, გოგონამ პირველად მიმართა ექიმს, რადგან კოლეჯში წასვლამდე მტკივნეული სიმპტომებისგან თავის დაღწევა სურდა. ამ დროს მან მშობლებსაც უამბო საკუთარი მდგომარეობის შესახებ.




მამის დახმარებით, უოლენი გადაიყვანეს კლინიკაში, სადაც მან გაიგო საკუთარი დიაგნოზის შესახებ. ექიმებმა ასევე აღმოაჩინეს პაციენტში მრავალი სხვა სექსუალური დისფუნქცია, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გენიტალური აგზნების მუდმივი დარღვევა. გოგონას დაუნიშნეს ვესტიბულექტომია - საშოს ვესტიბულის ნაწილის ქირურგიული ამოკვეთა. თუმცა, გამოკვლევის დროს გაირკვა, რომ გოგონას აღენიშნებოდა თანდაყოლილი ანომალია, რომლის დროსაც საშოს მღვიმეს რბილი ქსოვილი იყოფა ორ ნაწილად. ამ თანდაყოლილ მახასიათებელს "ვაგინალური ძგიდე" ეწოდება.

image

2023 წლის თებერვალში ქირურგებმა გოგონას საშოს ძგიდე ამოჭრეს, ხოლო სექტემებერში ნაწილობრივი ვესტიბულექტომია ჩაუტარეს რამაც გაზარდა სამომავლოდ მისი ნორმალური სექსუალური ლტოლვის შანსები. თუმცა, ექიმების აზრით, თუ უოლენს საშოს მთელი ვესტიბულურ არეს ამოაცლიან, მან შეიძლება სამუდამოდ ვეღარ განიცადოს ბუნებრივი სექსუალური აღგზნება.


”იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც შევძლებ ნორმალურ ცხოვრებას”, - აღიარა გოგონამ.

0
497
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
497
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0