ქალი ქალს ვაქცინაციის შემდეგ ტანზე გამოაყარა და ორი კვირაა ტკივილებით იტანჯება 2021, 7 აპრილი, 11:47
41 წლის პარიკმახერმა შოტლანდიის ლამკაშირიდან ლეა კინგმა 12 მარტს გაიკეთა აცრა AstraZeneca-ს ვაქცინით, რა დროსაც მალევე გამოუვლინდა გვერდითი მოვლენა ძლიერი დისკომფორტით: კანზე გამოაყარა, დაეწყო ძლიერი ქავილი და ისეთი წვა, თითქოს ცეცხლი ეკიდა.
"კანი ძალიან მტკივა და მუდმივად მეწვის. აქამდე ასეთი ტკივილი არასდროს მიგრძვნია. რომ ვთქვა, ეს ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი პერიოდია, ნამდვილად ასეა" რეკომენდაციების შესაბამისად, 48 საათიანი ლოდინის შემდეგ, ლეამ საავადმყოფოს მიაკითხა. თუმცა, პაციენტის თქმით, მას რამდენჯერმე უარი უთხრეს დახმარებაზე. ტკივილები აუტანელი გახდა და ორი კვირის შემდეგაც არ ჩერდებოდა. ამის გამო ქალმა ვერ შეძლო ეზრუნა საკუთარ 13 წლის ვაჟზე, რომელიც აუტიზმით არის დაავადებული. გარდა ამისა, ბიჭს ეშინია დედასთან მიახლოება წითელი გამონაყარის გამო. ლეამ დასძინა, რომ ის ვაქცინაციის წინააღმდეგი არ არის, მაგრამ გრძნობს, რომ იგი "ყველა დონეზე გადააგდეს", რადგან ქალმა ვერაფრით მიიღო დახმარება. ახლა პაციენტი ელოდება დერმატოლოგთან კონსულტაციას, წერს The Sun.ქალს სურს ნამდვილად დარწმუნდეს, რომ მართლაც ვაქცინამ გამოიწვია თუ არა ასეთი საშინელი მდგომარეობა. 865 5-ს მოსწონს
|