x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
აშშ-ში ქალის "ვიაგრის" წარმოება დაიწყო
imageაშშ-ში დაიწყო იმ ტაბლეტების წარმოება და გაყიდვა, რომელიც ქალის სქესობრივ აქტივობას აძლიერებს.



2015 წელის 4 ივნისს აშშ-ს სანიტარული ზედამხედველობის, კვების და მედიკამენტების ხარისხის სამმართველომ(FDA) ნება დართო დამზადდეს და გაყიდვაში ჩაიშვას პრეპარატი

ფლიბანსერინი(Flibanserin), -ე.წ ქალის "ვიაგრა".ამერიკელი ქალები უკვე რამდენიმე წელია ელოდნენ მსგავს გადაწყვეტილებას და როგორც იქნა თავისას მიაღწიეს.


ფლიბანსერინი, იგივე BIMT-17, ჯერ კიდევ 90-იანი წლების ბოლოს დაამზადა გერმანულმა ფარმაცეტიულმა კომპანია Boehringer Ingelheim-მა, როგორც დამწყნარებელი და ანტიდეპრესანტი საშუალება.



თუმცა ცდებმა დაამტკიცა, რომ პრეპარატს პირდაპირი დანიშნულებით უმნიშვნელო ეფექტი ჰქონდა, მამაკაცის "ვიაგრის" ანალოგიურად, რომელიც თავიდან გულის სამკურნალოდ იყო გათვალისწინებული და შემდეგ აღმოჩნდა, რომ მამაკაცის სქესობრივ პოტენციალს აძლიერებდა, ანალოგიურად, BIMT-17-ი ქალის სქესობრივ აქტივობის სტიმულირებას ახდენდა.


2009 წელს ტესტების შედეგები გამოაქვეყნა ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ ტორპმა.


ტესტირებაში 5000 სხვადახვა ასაკის ქალი მონაწილეობდა, ისინი 100 მილიგრამ პრეპარატს იღებდნენ ყოველდღიურად და მათ უმეტესობას მოუნდა ის, რასაც მამაპაპურად ხალხი ეძახის.

image

-ქალების უმეტესობამ, რომლებიც ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ აღნიშნეს, რომ მოემატათ სქესობრივი კავშირის სურვილი, ამასთანავე ისინი უფრო მეტ სიამოვნებას ღებულობდნენ-აღნიშნა პროფესორმა.



სტატისტიკა:ამერიკელი ქალების დაახლებით 20%-ს საერთოდ არ გააჩნიათ სქესობრივი კავშირის სურვილი, უფრო მეტიც, ეზიზღებათ და მტანჯველია მათვის სექსი.


image

ცალკე ჯგუფს, დაახლოებით 2000 ქალს, რომლებსაც დაქვეითებული ლიბიდო ჰქონდათ პრეპარატის მიღების შემდეგ 60%-ით გაუაქტიურდათ სქესობრივი კავშირის სურვილი, "ცივ" ქალებიდან "ცხელ" ქალებად იქცნენ.უფრო მეტიც, ბევრი თვითონ იყო სექსის ინიციატორი, რამაც მათი ქმრები ძალზე გააოცა.


თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ფლიბანსერინი ისეთი აქტიური არაა, როგორც მამაკაცის ვიაგრა, რომელიც მოქმედებას იწყებს 30-40 წუთის შემდეგ, ქალმა პრეპერატი 2-3 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოს, პრეპარატი სხვაგვარად მუშაობს:გავლენას ახდენს ტვინის იმ ზონაზე, რომელიც სიამოვნებაზე მუშაობს, ახდენს ქიმიური ნივთიერების ცვლის კორექტირებას, ზემოქმედებს ე.წ. ნეიროტრანსმიტერებზე, რომელიც გრძნობებზე და მათ შორის სექსუალურ ლტოლვაზე აგებს პასუხს.


ბოლო ცდებში 1 378 პაციენტმა მიიღო მონაწილობა.ისინი პრეპარატს 6 თვის განმავლობაში იღებდნენ.შედეგი სახეზეა:მათი სქესობრივი აქტივობა საშუალოდ ერთი თვის განმავლობაში 2.8 -დან 4.5-მდე გაიზარდა.


2010 წელს FDA-მ უარი თქვა პრეპარატის წარმოებაში გაშვებაზე, მრავალრიცხოვანი გვერდითი მოვლენების გამო, განსაკუთრებით კი ალკოჰოლის მიღების შემდეგ, თუმცა 5 წლის შემდეგ მათ გადაწყვეტილება შეცვალეს.



1
447
9-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
447
  
2015, 7 ივნისი, 12:17
ესღა გვაკლდა, ისე ხომ ძალიან დამცხრალია ხალხი და...
0 1 1