x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დიდ ბრიტანეთში გიგანტური ბავშვი დაიბადა
image

ინგლისში, ბაკინგემშირის საგრაფოში, ქალაქ ჩედინგტონის მკვიდრმა, ექვსი კილოგრამისა და 60 სანტიმეტრის სიგრძის არანორმალურად დიდი ბავშვი გააჩინა. ამის შესახებ გამოცემა Unilad იუწყება.


27 წლის ემი სმიტს(Amy Smit) და მისმ 28 წლის მეუღლეს ზაკს შეეძინათ ვაჟი, სახელად ზაგრისი(Zagrys). ახალშობილი იმდენად იმდენად დიდი იყო, რომ საავადმყოფოს სასწორზეც კი ვერ დაეტია.


როდესაც საავადმყოფოს თანამშრომლებმა იპოვნეს ახალშობილის ასაწონვისთვის შესაფერი მოწყობილობა, აღმოჩნდა, რომ მისი წონა ექვსი კილოგრამი იყო. უფრო მეტიც, ბავშვის სიგრძეც საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა - 60 სანტიმეტრი.


image

ბიჭის მშობლები ელოდნენ, რომ მათი ვაჟი დიდი იქნებოდა, მაგრამ თუ ასეთი გიგანტი დაიბადებოდა ვერ წარმოიდგენდნენ.


"ყველა ექოსკოპიამ აჩვენა, რომ ნაყოფი საკამოდ გრძელი იყო, მე და ზაკიც მეტრი და ოთხმოცი ვართ სიმაღლეში, მაგრამ წარმოდგენა არ გვქონდა, რომ ეს ასეთი დიდი იქნებოდა ”, - აღიარა სმიტმა.


ყველა ტანსაცმელი, რომელიც ახლაშობილი ბიჭისთვის წინასწარ შეიძინეს, ძალზე პატარა გამოდგა. შედეგად, წყვილს ექვსი და ცხრა თვის ჩვილების ტანსაცმლის ყიდვა მოუწიათ.


სმიტმა აღნიშნა, რომ ორსულობის პერიოდში მადა ჰქონდა დაკარგული. ახლა ვერც წარმოუდგენია, რამდენად დიდი იქნებოდა მისი ვაჟი, თუ ორსულობის დროს ბევრს შეჭამდა.

image

ზაკს იმედი აქვს, რომ მისი ვაჟი ზაგრისი მორაგბე გახდება.


გინესის რეკორდების წიგნის თანახმად, ისტორიაში ყველაზე დიდი ბავშვი, რომელიც დოკუმენტურად არის დადასტურებული არის 1879 წლის 19 იანვარს შეერთებულ შტატებში დაბადებული ბიჭუნა, რომლის დედის სიმაღლე ორი მეტრი 41 სანტიმეტრი იყო. ახალშობილი იწონიდა 9, 98 კილოგრამს, ხოლო სიგრძე 71, 2 სანტიმეტრი იყო. ბავშვი დაბადებიდან 11 საათში გარდაიცვალა.


ასევე ამბობენ, რომ 1955 წელს იტალიაში დაბადებული ბავშვის წონა - 10, 2 კილოგრამი იყო, მაგრამ არ არსებობს სანდო დოკუმენტები, რომელიც ამ ამბის ნამდვილობას დაადასტურებს.

0
171
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
171
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0