ამ დღეებში ამერიკელმა მეცნიერებმა გამოქვეყნეს სენსაციური
დასკვნა, უახლოეს ათწლეულში შესაძლებელი იქნება მამაკაცების
მშობიარობა.ამის შესახებ იუწყება Discover 24.
მეცნიერების განცხადებით უახლოეს 5-10 წელიწადში მოსალოდნელია
ტრანსპლანტოლოგიაში სერიოზული გარღვევა, რის შემდეგაც მამაკაცებს
შესაძლებლობა ექნებათ გააჩინონ ბავშვები.ეს მოხდება მას შემდეგ, როდესაც
მამაკაცის ორგანიზმში გადანერგავენ ქალის საშვილოსნოს.
დღესდღეობით მედიკოსები წარმატებულად უნერგავენ იმ ქალებს საშვილოსნოს,
რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო დარღვევები აღენიშნებათ, თუმცა მსგავსი
ოპერაცია ჯერჯერობით არ განხორციელებულა მამაკაცზე.
ქალის ორგანოს გადანერგვასთან ერთად, მამაკაცს მოუწევს ჰორმონალური
თერაპიის გავლა, ქალთა ჰორმონების -ესტროგენის და პროგესტერონის ხელოვნურად
გაზრდა, ხოლო ორგანიზმში ნაყოფის განვითარებას ხელს შეუწყობს ახალი
სისხლძარღვები, ამასთნავე მთელი ფეხმძიმობის პერიოდში მამაკაცებს მოუწევთ
სპეციალური პრეპარატების მიღება, რომ ჯანმრთელი ბავშვი შობონ.
თუმცა ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ მსგავსი ფიზიოლოგიური და
ქიმიური გარდაქმნის შემდეგ მამაკაცის ორგანიზმი აღარ აღითქმება, როგორც
მამაკაცი, ჰორმონები არა მარტო მამაკაცის გარეგნობაზე მოქმედებს, არამედ
მის ქცევებზეც.