ორსულობა და ბავშვი 24 დღეა დედა ვარ და თუ დაიმიჯერებთ იმ დღეს თავიდან გავიმეორებ დიდი სიხარულით . -ნანუკა გოგიჩაიშვილი 2021, 13 სექტემბერი, 12:19 მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი როგორც ცნობილია გასულ თვეს .კერძოდ 20 აგვისტოს გოგონას დედა გახდა, რომელსაც აივი დაარქვეს . დედობის ემოციებსა და პატარა აივთან გატარებულ პირველ დღეებს ნანუკამ პოსტი მიუძღვნა სოციალურ ქსელში: მართლაც გასაოცარი გრძნობაა დედობა, ბევრმა უცხო თვალმა შეამჩნია და ხშირად მეუბნება ამ მდგომარეობამ როგორ შემცვალა, ზოგისთვის უფრო მომხიბვლელი გამხადა, ზოგისთვის უფრო საინტერესო .
რაც მთავარია მე თავს ამ ამპლუაში საოცრად მშვიდად და გაწონასწორებულად ვგრძნობ, მიუხედავად იმისა რომ მთელი ორსულობა და ახლანდელი პერიოდიც არ ვიცოდი რა იქნებოდა, როგორ ვიქნებოდა მხოლოდ ფილმებში ნანახი მშობიარობის სცენები მქონდა თავში ხმაური, ყვირილი, ოფლი, ტირილი და ყველაფერ ამას ველოდი რატომღაც მეც ამ დღეს თუმცა დღემდე და გაჩენის წამიდან ყველაზე ძალიან მიყვარს ეს დღე, იმდენად მშვიდად ვიყავი მეც მიკვირს, იმდენად სიმშვიდე და ჩურჩულის ხმა იყო მთელს ოთახში დასადგურებული ახლაც მიკვირს, თუმცა ეს ყველაფერი მაინც ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა მგონია, ძალიან მშვიდად ველოდებოდი ჩემს მეგობარს აივის რომელიც სამყარომ ჩემთვის შექმნა, არ მიტირიაა როგორც ფილმებშია და მეც ასე მეგონა :))
ყველაზე მშვიდი და მაინც ნაცნობი ემოციით შევხვდით ერთმანეთს მე და ჩემი გოგოო აივი, გაჩენის წამიდან ზუსტად ის 4 სიტყვა ვუთხარი რასაც მთელი 9 თვის განმავლობაში ვასმენონებდი პირველი სიტყვა მადლობა იყო, მადლობას მთელი მუცლადყოფნის პერიოდი ბეუბნებოდი, მადლობა დე ასეთი კარგი ორსულობა რომ გვაქვს დანარჩენი 3 სიტყვა სხვა აზრის იყო გაჩენის წამს ის სამი სიტყვაც ვუთხარი, აივიც და მეც ერთმანეთს ვუყურებდით და გვიხაროდა ის შეხვედრა, ჩვენ ოქროს საათი გვქონდა ამოვიყვანეთ ცოტახანი დავაყოვნეთ პლაცენტასთან ერთად და შემდეგ მთელი ერთი საათი გულზდ მეჯდა ჩემთვის შექმნილი, სამყაროდან გამოგზავნილი მეგობარი 1 საათი მე აივი და მამა ვლაპარაკობდით და ვუყვებოდით მთელ პროცესს რომელმაც საოცრად ჩაიარა და სულ კარგად გამახსენდება 24 დღეა დღეს და თუ დაიჯერებთ იმ დღეს თავიდან გავიმეორებ დიდი სიხარულით .
პს : ექთანი რომელიც გვერდში მედგა 12 წელია იმ სამშობიაროში მუშაობდა გავაჩინეთ და გვითხრა: " i didn't imagine somebody could make labor look so good and beautiful " მართლაც მაგიური დღე იყო გვერძე სწორი ადამიანით ექიმი და ნიკოლოზი ერთად იღებდნენ ჩემს მშობიარობას სრული პასუხისმგებლობით შემიძლია ეს ვთქვა ორი ადამიანი რომელიც მედგა ერთი ექიმი იყო და მეორე ყველაფერი ექიმიც და ექიმზე მეტიც, მადლობა ეს დღე ასე საოცრად რომ ჩავატარეთ
113 3-ს მოსწონს
|