x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"მეც იგივე წყალი უნდა ვსვა, რასაც ჩემი მრევლი სვამსო"-ქოლერას შეწირული კათალიკოს-პატრიარქი ლეონიდე
image

160 წლის წინ დაიბადა, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ლეონიდე, რომელსაც მართალია ხანმოკლე, მაგრამ ნაყოფიერი მოღვაწეობით გამოირჩეოდა საქართველოსთვის ურთულეს პერიოდში, რომელიც დაემთხვა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღდგენას, რომლის აქტიც სწორედ ლეონიდემ წაიკითხა, შემდეგ ბოლშევიკების შემოსვლას, თბილისის სიონისა და მცხეთის სვეტიცხოვლის საგანძურის გადამალვის უიღბლო მცდელობას და ბოლოს ქოლერის ეპიდემია, რომელსაც შეეწირა კიდეც.



ლეონიდე(ლონგინოზ სოლომონის ძე ოქროპირიძე)დაიბადა 1861 წლის 15 თებერვლს გორის მაზრის სოფ. დისევში. პირველდაწყებითი განათლება მიიღო თბილისის სასულიერო სასწავლებელში, შემდეგ სწავლობდა თბილისისა და სტავროპოლის სემინარიებში. 1884 წელს ბიძის, წმ. ეპისკოპოს ალექსანდრეს რჩევით, სწავლა კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო.

image


1888 დაამთავრა კიევის სასულიერო აკადემია. 1888–1897 წლებში ეწეოდა მისიონერულ მოღვაწეობას. იგი იყო კავკასიაში მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღმდგენი საზოგადოების სკოლების ინსპექტორი, საქართველოს საეპარქიო სასწავლებელთა საბჭოს წევრი; ზედაზნის, ხირსის, იოანე ნათლისმცემლის მონასტერთა ზედამხედველი; ქართული ბიბლიის გამსწორებელი კომიტეტის თავმჯდომარე და საქართველოს იმერეთის სინოდის კანტორის წევრი. აქტიურად იბრძოდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის (დამოუკიდებლობის) აღსადგენად. 1898 წლიდან 1918 წლამდე იყო გორის, იმერეთისა და გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი, თბილისის მიტროპოლიტი.


1917 წლის 12 მარტიდან 1917 წლის 17 სექტემბრამდე იყო საქართველოს ეკლესიის დროებითი მმართველი. 1917 წლის სექტემბერში საქართველოს ეკლესიის I კრებაზე კენჭს იყრიდა კათოლიკოს-პატრიარქად, თუმცა 12 ხმით დამარცხდა კირიონ II-თან.

imageფოტოზე:ლეონიდე და კირიონი




1918 წლის 27 ივნისს მარტყოფის მონასტერში მოკლეს საქართველოს კათალიკოს -პატრიარქი კირიონ II, აღსანიშანავია, რომ გარკვეული პირები ლეონოდეს ბრალს უყენებდნენ კათალიკოს პატრიარქის მკვლელობის იდეურ მხარდაჭერაში...მალევე მოკლეს ამ ბრალდების მთავარი გამხმოვანებელიც ქუთათელი მიტროპოლიტი ანტონ გიორგაძე, (მოწამლეს)რიც გამოც ლეონიდეს მორალური მდგომაროება ძალზე გართულდა.


1919 წლის 23 თებერვალს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დილის 10:30 წუთზე მოხდა მიტროპოლიტი ლეონიდეს აღსაყდრება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

image

1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ, ნოე ჟორდანიასა და ექვთიმე თაყაიშვილის მოწოდებების მიუხედავად, ლეონიდემ უარი განაცხადა თბილისის სიონისა და მცხეთის სცეტიცხოვლის საგანძურის ემიგრაციაში წაღებაზე და საგანძურის ეპისკოპოს ნაზარს ქუთაისში დაამალვინა.


ნაზარმა (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა)განძეულობა ქუთაისში გახიზნა და დამარხა ბაგრატის ტაძრის ძირში მდებარე სამიტროპოლიტო რეზიდენციის ეზოში. ბოლშევიკებმა განძს ერთ-ერთი სასულიერო პირის მითითებით მიაგნეს, ნაზარი დააპატიმრეს და მიუსაჯეს დახვრეტა, რომელიც შემდეგ პატიმრობითა და პირადი ქონების კონფისკაციით შეეცვალა. 1924 წლის აპრილში ამინისტიის საფუძველზე გათავისუფლებული ნაზარი სამწყსოს დაუბრუნდა, მაგრამ იგი კვლავ დააპატიმრეს 1924 წლის 2 აგვისტოს. რამდენიმე კვირიანი დაკითხვისა და პატიმრობის შემდეგ, მიტროპოლიტი ნაზარი და მისი თანმხლები სასულიერო პირები (დეკანოზი გერმანე ჯაჯანიძე, დეკანოზი იეროთეოზ ნიკოლაძე, მღვდელი სიმონ მჭედლიძე და დიაკონი ბესარიონ კუხიანიძე) ქუთაისის მახლობლად, საფიჩხიას ტყეში დახვრიტეს იმავე წლის 1 სექტემბერს. 1995 წელს საქართველოს საეკლესიო კრებამ მოახდინა მიტრ. ნაზარისა და მასთან ერთად მოკლულ სასულიერო პირთა კანონიზირება, ხსენება დაწესდა ახალი სტილით 27 აგვისტოს.



იმავე, საქართველოს კათალიკოს პატრიარქი ლეონიდეს აღსაყდრების წელს 1919 -ში საქართველოში ქოლერის მეორე ეპიდემიამ იფეთქა.


პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი უცხო­ე­ლე­ბში და­ფიქ­სირ­და, რომ­ლე­ბიც თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, მათი რი­ცხვი არ აღე­მა­ტე­ბო­და 90-ს, მაგ­რამ მალევე ინფექცია გა­და­ე­დოთ თბი­ლი­სე­ლებ­ს. დად­გა სა­კი­თხი, რომ საპ­რე­ვენ­ციო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი მი­ე­ღოთ.უპირველ ყოვლისა მიზეზი იყო დაბინძურებული წყალი.


როგორც ამბობენ, პროფილაქტიკისთვის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ლეონიდეს, დაავადების თავიდან აცილების მიზნით, მორჩილებმა მთიდან ჩამოუტანეს წყაროს წყალი. მაგრამ არ დაულევია ერის სულიერ მამას იგი და უთქვამს – "მეც იგივე წყალი უნდა ვსვა, რასაც ჩემი მრევლი სვამსო."


1921 წლის 11 ივნისს, ოთხშაბათს საღამოს 17:30 საათზე თბილისში საპატრიარქო რეზიდენციაში კათალიკოს -პატრიარქი ლეონიდე 60 წლის ასაკში ქოლერით გარდაიცვალა. სენის მიზეზი მტკვრის წყლის სასმელად გამოყენება გახდა.


ლეონიდეს გარდაცვალების შემდეგ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს ამბროსი ხელაია, -ქვეყნის ეროვნული გმირი, რომელსაც წელს აგრეთვე დაბადებიდან 160 წელის უსრულდება, რომელიც უკვე სულ სხვა ისტორიაა.


იხილეთ ასევე


170 წლის წინ დაიბადა ექიმი, ქველმოქმედი, ავადმყოფთა და უპოვართა მფარველი ნიკოლოზ ხუდადოვი, მის შესახებ საზოგადოების უდიდეს ნაწილი ძალზე მცირე ინფორმაციას ფლობს, ბევრს იგი რევოლუციონერიც კი ჰგონია, (ალბათ იმიტომ, რომ მუშათა კლასის დიდი გულშემატკივარი იყო)მაგრამ ეს ასე არ არის. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, დაიბადა 1849(ან 1850) წ...


39 წლის წინ, 1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად დაიჭრა აჰმედის ვაჟი- იბერია, დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის იყო, აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში და...


150 წლის წინ, 1868 წლის 3 თებერვალს ქალაქ გორში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ქართველი მწერალი, საზოგადეო მოღვაწე და ფემინისტი.ანასტასია ერისთავი იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან *** დაბადე...


150 წლის წინ, 1870 წლის 15 თებერვალს დაიბადა პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია. დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა სწავლა. 14 წლის იყო რო...


1888 წლის 6 თებერვალს დაიბადა მიხეილ გრიგორაშვილი, ქართველი ავია ინჟინერი; რუსეთის იმპერიის, აშშ და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.საბჭოთა და მის შემდგომ პოსტსაბჭოთა პერიოდში მის შესახებ ფაქტობრივად(ისევე როგორც ალექსანდრე ქართველზე), შესახებ არაფერი იყო ცნობილი.მხოლოდ 2000-იანების პირველ ნახევა...

0
134
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
134
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0