ბიოგრაფია ბესარიონ ქებურია-ქართული ავიაციის პიონერს 150 წელი შეუსრულდა 2020, 15 თებერვალი, 7:53
150 წლის წინ, 1870 წლის 15 თებერვალს დაიბადა პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი ბესარიონ ქებურია.
დაიბადა ჩხოროწყუს რაიონის სოფ. ქვედა ჩხოროწყუში, დურგალ სავლე ქებურიას ოჯახში. თავის სოფელში ორი წლის სწავლის შემდეგ, დეკანოზ ანტონ ვეკუასთან გააგრძელა სწავლა. 14 წლის იყო როდესაც ჩხოროწყუდან მწყემსებს ფოთში გაჰყვა. იქ ჩასულმა პირველად ნახა მატარებელი, რომელმაც იმდენად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა მოზარდზე, რომ რკინიგზის მშენებლობაზე დარჩენა გადაწყვიტა. ინჟინერ სლივიცკის დახმარებით, რომელიც ელდარ და გიორგი შენგელაიების ბიძა იყო, ახალი პროფესიის დაუფლებას შეუდგა. 1898 წელს პეტერბურგში ექსტერნად ჩააბარა გამოცდები და მიიღო რკინიგზის უფროსი ტექნიკოსის წოდება. ამავე პერიოდში შეირთო ულამაზესი გორელი გოგო – სოფიო შიუკაშვილი, რომელთანაც ეყოლათ სამი ვაჟი. 1908 წელს საკუთარი ხელით ააგო პლანერი და საცდელი ფრენებიც ჩაატარა თბილისში. ქებურიას პირველ ფრენებზე ასეთი მოგონებებია შემორჩენილი:ყოფილა ვინმე უტრუხენე, რომელსაც მტკვრის თავზე, კლდეზე გამოკიდებული ტრაქტირი(სატუმრო-სამიკიტნო) ჰქონდა გახსნილი, კლიენტებიც არ აკლდა და რადგან უტრუხუნეს დუქანი ჰაერში იყო გადმოკიდებული "აეროპლანის " დარქმევა ნდომებია, მაგრამ ხალხი ტრადიციულად როგორც ყოველთვის, ახალ ტექნოლოგიურ სიახლეს უნდობლად უყურებდა და "ეშმაკისეულს" უწოდებდა, ამიტომ თან ეშინდა, კლიენტურა არ დაეკარგა, ამიტომ იმის დასამტკიცებლად, რომ აეროპლანს "ეშმაკი" არ მართავდა, ურტუხუნეს ფიროსმანისთვის, სვანიძისთვის და კიდევ რამდენიმე ცნობილი ყარაჩოხელისთვის ორი ფაეტონი დაუქირავებია. დუდუკითა და ზურნით გაუშვია დიდუბეში(ახლანდელი გამოფენის ტერიტორიაზე), სადაც ქებურიას საჩვენებელი ფრენა უნდა მოეწყო, ხოლო ბესარიონისთვის უთხოვია, - აიღე ორი ტომარა ბატიბუტი, რომ აფრინდები, იქიდან გადმოყარე, ყველა ნახავს, რომ ეს შენი აპარატი ეშმაკისეული არ არისო. ასეც მოხდა, ხალხიც დაწყნარდა და უტრუხუნეს დუქანს კლიენტებიც არ მოკლებია. შემდგომში უტრუხუნეს სამიკიტონოში ფიროსმანს კედელზე აეროპლანი და ბესარიონ ქებურია დაუხატია და ასეთი მინაწერიც გაუკეთებია:„ბესარიონ ქებურია ვაჟკაცობით ქებულია, მტკვარზე გადის უხიდოდ, მაღლა ადის უკიბოდ“ მას შემდეგ, რაც ქებურიამ გაიგო, რომ ფრანგმა ავიატორმა ლუი ბლერიომ საკუთარი თვითმფრინავით პირველად გადაუფრინა ლა-მანშის სრუტეს, მოსვენება დაჰკარგა და გადაწყვიტა პარიზში გამგზავრება, გაყიდა ყველაფერი, თუ რამე ებადა და შეგროვილი თანხით პარიზში ჩავიდა, ცოლ-შვილი კი აქ დატოვა. 1909 წელს პარიზის საავიაციო სკოლა სულ 16-მა კაცმა დაამთავრა და 1910 წლის აგვისტოს, ბესარიონ ქებურია გახდა 209-ე მფრინავი ავიატორი. დამოუკიდებელი ფრენების შესასრულებლად აუცილებელი იყო საფრენოსნო სკოლის დამთავრება. პარიზის ლუი ბლერიოს საფერენოსნო სკოლაში სწავლას დიდი თანხა (2600 ფრანკი) სჭირდებოდა. თანაც ყოველი ავარიის ასანაზღაურებლად მოსწავლეებს აჯარიმებდნენ. გარდა ამისა, მათ აეროპლანის საყიდელი თანხაც უნდა დარჩენოდათ, ავარიები კი ხშირად იყო. ბესარიონმა პრობლემა ასე მოაგვარა: თავიდანვე შეისყიდა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი (25 ცხენისძალიანი მოტორით. უფრო ძლიერი ძრავისთვის ფული არ ეყო) და სრულიად მოუმზადებელმა შეასრულა პროგრამა — რვაჯერ შემოუფრინა აეროდრომს და ზუსტად ასი მეტრი დიამეტრის წრეში დაფრინდა. აღფრთოვანებულმა ბლერიომ მას ძრავის სათადარიგო ნაწილები აჩუქა. მეტიც, მან კურსდამთავრებული წარუდგინა საფრანგეთის პრეზიდენტ ფალიერს, რომელმაც ქებურიას გზა დაულოცა. არსებობს ვარაუდი, რომ სასწავლო ფრენების დროს, ბესარიონ ქებურიამ ერთ - ერთმა პირველმა შემოუფრინა 20 მეტრის რადიუსში ეიფელის კოშკს. ამის შემდეგ ქებურიამ მოაწყო საჩვენებელი გაფრენები ვარშავაში, მოსკოვში, სარატოვში, თბილისსა და სხვა ქალაქებში. "ბლერიო XII-ის" ბაზაზე ააგო საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანი (1910), რითაც 1911 წლის 22 ნოემბერს თბილისში იფრინა 31 წუთი. 1912 წელს მოახდინა სარეკორდო გაფრენა (ავიდა 1500 მ-ზე). 1913 წელს ჩაატარა რამდენიმე საჩვენებელი გაფრენა თბილისში. 1913 წლის დამდეგს, ქებურიამ მოაწყო საჩვენებელი ფრენა ბათუმში. დიდ სიმაღლეზე ძრავა გაჩერდა და ბესარიონი პლანირებით ზღვაში დაეშვა. როცა მეზღვაურებმა მიუსწრეს, ქებურია უკვე იხრჩობოდა, მაგრამ თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა.სხვათა შორის ქებურიას ქებურიას ორივე მშობლის ხელობა გამოადგა — პროპელერს თავისი ხელით აგებდა და მრავალ კატასტროფაში მიღებულ ტრავმასაც თვითონ მკურნალობდა. 1914 წელს თბილისიდან ქუთაისში გადაფრინდა და სურამის უღელტეხილს 2000 მ სიმაღლეზე გადაუფრინა. შემდეგ იფრინა ხონში, სამტრედიაში, ახალსენაკში, სოხუმში. 1923 წელს მისი ხელმძღვანელობით გაიხსნა საჰაერო ტრასა თბილის-ბაქო, თბილის-სოხუმი, მოსკოვ-თბილისი. თბილის-ქუთაის-ბათუმი. ამავე წელს აირჩიეს "საჰაერო ფლოტის მეგობართა საზოგადოების" თავჯდომარედ. ქებურიას სახელი უკავშირდება ეიფელის ფირმას და მათგან რკინის ასაწყობ ხიდის კონსტრუქციას ყიდულობს. ცემსა და ლიკანში რკინის ხიდები, საფრანგეთიდან გამოგზავნილი კონსტრუქციით, ქებურიას დამსახურებით აიგო. ბესარიონ ქებურიას შემდეგ ლუი ბლერიოს საფრენოსნო სკოლა, კიდევ რამდენიმე ქართველმა დაამთავრა. თბილისში ერთ-ერთი ქუჩა მისი სახელობისაა. მისი ძეგლი დადგმულია ჩხოროწყუში და თბილისის აეროპორტში. ბესარიობ ქებურია გარდაიცვალა 1958 წლის 4 დეკემბერს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია ჩხოროწყუს ცენტრში მდებარე სკვერში. აქვე დგას მისი ბიუსტიც. ხოლო მონუმენტი ინახება ჩხოროწყუს მუზეუმში. ასევე იხილეთ1888 წლის 6 თებერვალს დაიბადა მიხეილ გრიგორაშვილი, ქართველი ავია ინჟინერი; რუსეთის იმპერიის, აშშ და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.საბჭოთა და მის შემდგომ პოსტსაბჭოთა პერიოდში მის შესახებ ფაქტობრივად(ისევე როგორც ალექსანდრე ქართველზე), შესახებ არაფერი იყო ცნობილი.მხოლოდ 2000-იანების პირველ ნახევა...170 წლის წინ დაიბადა ექიმი, ქველმოქმედი, ავადმყოფთა და უპოვართა მფარველი ნიკოლოზ ხუდადოვი, მის შესახებ საზოგადოების უდიდეს ნაწილი ძალზე მცირე ინფორმაციას ფლობს, ბევრს იგი რევოლუციონერიც კი ჰგონია, (ალბათ იმიტომ, რომ მუშათა კლასის დიდი გულშემატკივარი იყო)მაგრამ ეს ასე არ არის. დაბადების ზუსტი თარიღი უცნობია, დაიბადა 1849(ან 1850) წ... 39 წლის წინ, 1980 წლის 5 ივლისს, ქალაქ ბურსაში თურქმა ულტრა-ნაციონალურმა დაჯგუფების "რუხი მგლების" აქტივისტებმა სახლიდან გამოსული აჰმედ მელაშვილი ავტობუსის გაჩერებაზე ჩაცხრილეს, მასთან ერთად დაიჭრა აჰმედის ვაჟი- იბერია, დიდი ქართველი მოღვაწე 58 წლის იყო, აჰმედ ოზქანი (მელაშვილი) სოფელ ჰაირიეში და... 150 წლის წინ, 1868 წლის 3 თებერვალს ქალაქ გორში არისტოკრატულ ოჯახში დაიბადა ანასტასია ერისთავი-ხოშტარია, ქართველი მწერალი, საზოგადეო მოღვაწე და ფემინისტი.ანასტასია ერისთავი იყო პირველი ქალი, რომელმაც ქალთა პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. საინტერესო ფაქტები მისი ცხოვრებიდან *** დაბადე... intermedia.ge-ზე გამოქვეყნებული მასალები (სტატია, ვიდეო და ფოტო) წარმოადგენს ავტორთა ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია კანონმდებლობით. intermedia.ge-ს მასალების გამოყენების პირობები 128 4-ს მოსწონს
|