x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მიხეილ გრიგორაშვილი - ქართველი ავიაკონსტუქტორი, რუსეთის, აშშ-ს და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი

image

1888 წლის 6 თებერვალს დაიბადა მიხეილ გრიგორაშვილი, ქართველი ავია ინჟინერი; რუსეთის იმპერიის, აშშ და კანადის ავიაციის ერთ-ერთი პიონერი.საბჭოთა და მის შემდგომ პოსტსაბჭოთა პერიოდში მის შესახებ ფაქტობრივად(ისევე როგორც ალექსანდრე ქართველზე), შესახებ არაფერი იყო ცნობილი.მხოლოდ 2000-იანების პირველ ნახევარში ავიაციის მკვლევარის გ.მიხეევის წიგნის გამოსვლის შემდეგ გავიგეთ მისი არსებობის შესახებ, შემდეგ კი ქართულ პრესაში გამოქვეყნდა ორიოდე სტატია .



მიხეილის მამას, ლეონტის სამსახურის გამო სხვადასხვა ქალაქში უხდებოდათ ცხოვრება, თავად მიხეილი დერბენტში დაიბადა.ბოლოს ოჯახი ბაქოში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც მიხეილმა ბავშვობა გაატარა.

1905 წლის რევოლუციის წინ ლეონტი სამსახურიდან გადადგა და გორში დასახლდა, მისი მეუღლე კი შვილებთან - მიხეილსა და ნინოსთან ერთად სანკტ-პეტერბურგს გაემგზავრა.



სანკტ პეტერბურგის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ მიხეილმა ჩააბარა იმპერატორ ალექსანდრე პირველის სახელობის საინჟინრო ინსტიტუტში. სწორედ სასწავლებელში დაინტერესდა ავიაციით.1908 წელს რუსეთში პირველი აეროკლუბის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი იყო. მოგვიანებით კვალიფიკაციის ასამაღლებლად ის გაგზავნეს საფრანგეთში, სადაც დაასრულა პიშოფის სკოლა და 1911 წელს მიიღო მოწმობა "ბრევე"-577 და გახდა რუსეთის ერთ-ერთი პირველი პილოტი. აქვე ეიფელის ლაბორატორიაში ააგო თავისი პირველი საფრენოსნო აპარატი "Россия А", შემდეგ კი გაუმჯობესებული "Россия В",


imageფოტოზე:მიხეილ გრიგორაშვილი სრულიად რუსეთის ავიატორებთან ერთად(მარჯვნივ მეორე რიგში)



რუსეთში დაბრუნების შემდეგ, გრიგორაშვილი მუშაობდა ИВАК- ის საფრენოსნო სკოლაში ინსტრუქტორად და ჩაატარა უამრავი წარმატებული საჩვენებელი ფრენები ბალტიის ქვეყნების ქალაქებში, ციმბირსა და უკრაინაში. 1913 წელს გრიგორაშვილი პირველი სტუდენტი იყო, რომელმაც დაიცვა დიპლომი საავიაციო სპეციალობით.

imageფოტოზე: გრიგორაშვილი თვითმფრინავი "ბრელიო"-თი გაფრენის წინ რიგის მახლობლად



პირველი მსოფლიო ომის დროს გრიგორაშვილი მუშაობდა შჩეტინინის ქარხანაში, შემდეგ იყო მთავარი ინჟინერი მელცერის ქარხანაში, სადაც საკუთარი G სისტემის პროპელერები შეამოწმა რუსეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებზე.


სწორედ მისი დამსახურებაა, რომ რუსეთის საჰაერო ავიაცია სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალების ნაკლებობას არ განიცდიდა.


ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ მიხეილ გრიგორაშვილი საქართველოში ბრუნდება და ვინაიდან საქართველოში იმ დროს საავიაციო მრეწველობის განვითარებისთვის არც სახსრები ჰქონდა და არც შესაბამისი კადრები ჰყავდა, იძულებული გახდა მუშაობა დაეწყო კავშირგაბმულობის სამინისტროში გზების ინჟინრად.


საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლის შემდეგ გრიგარაშვილი აშშ-ში გადასახლდა, გვარ-სახელი შეიმოკლა და მიხეილ(მაიკლ) გრეგორი გახდა, მუშაობა დაიწყო როდ-აილენდიის საავიაციო ქარხანაში.


1921 წელს მან დაიწყო მოღვაწეობა კომპანიაში Dayton-Wright, ხოლო 1923 წელს გრეგორი ამერიკული ფირმისა Curtiss-Wright-ის ავიაკონსტრუქტორი გახდა, სადაც მონაწილეობდა თვითმფრინავების შექმნაში.


1934 წ. მიხეილ გრიგორმა დააარსა თავისი ფირმა - Gregor Aircraft-ი და გამოუშვა ორიგინალური მსუბუქი თვითმფრინავი GR-1. ორი წლის შემდეგ მიხეილ გრიგორმა Canadian Car and Foundry-სთვის შექმნა ბიპლანი გამანადგურებელი FDB-1. მოწინავე ტექნოლოგიისა და ინოვაციური დიზაინის მიუხედავად თვითმფრინავს მყიდველი არ გამოუჩნდა, ხოლო ერთადერთი პროტოტიპი ხანძრის დროს დაიწვა 1945 წ.

imageფოტოზე: მიხეილ გრიგორაშვილი(მარჯვნივ) თვითმფრინავ FDB-1-ის ფონზე.




მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში იგი მუშაობდა ინდიანას შტატში, პატარა ფირმა Danbar Manuufakcuring და კანადური ავიამრეწველობისათვის თვითმფრინავების კონსტრუირებას განაგრძობდა. 1944 წელს მ. სტრუკოვის მიწვევით ახალ ფირმაში Ceiz Airkraft მთავარი კონსტრუქტორის მოადგილის თანამდებობა დაიკავა. 1940-50-იან წლებში ფირმამ რამდენიმე ძალიან კარგი სადესანტო-სატრანსპორტო პლანერი და თვითმფრინავი შექმნა, რომლებმაც ამერიკაში ამ ტიპის თვითმფრინავების კონცეფციას ჩაუყარა საფუძველი.

ჯერ კიდევ 1940-იანი წლებიდან მძიმედ დაავადებული ავიაკონსტრუქტორი 1953 წელს 65 წლის ასაკში გარდაიცვალა, ტრენტონში(ნიუ-ჯერსი)


1954 წლიდან სერიულ წარმოებაში ჩაუშვეს მისი სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი C-123, რომელსაც შეეძლო ძალიან დაბალ სიმაღლეზე ფრენა გახსნილი ლუკით, დაჯდომის გარეშე ტვირთის გადმოქაჩვა და სიმაღლის სწრაფად აღება. თვითმფრინავმა განსაკუთრებული ყურადღება ვიეტნამის ომის დროს მიიქცია, სადაც არ იყო დიდი ასაფრენი ბილიკები. ამ მხრივ თვითმფრინავი შეუცვლელი აღმოჩნდა.

imageფოტოზე:C-123

0
270
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
270
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0