საზოგადოება „მასწავლებლებს პატარა შენიშვნისთვის ყრიან სკოლიდან, შენიშვნა თუ არ მიეცი ბავშვს არ მგონია მისგან რამე დადგეს“ 2019, 4 მარტი, 14:19 პარლამენტის დეპუტატი „პატრიოტთა ალიანსიდან“ ემზარ კვიციანი ამბობს, რომ ბავშვებისთვის ზედმეტი უფლებების მინიჭება დამღუპველია. ამის შესახებ მან საკანონმდებლო ორგანოში გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა, სადაც „ბავშვთა უფლებების კოდექსის“ განხილვა მიმდინარეობს.
„ბავშვი რომ დაიბადება აქვს უფლებები, რისი უფლებები? ეს არის რომ უსმინოს მშობლებს და შეასრულოს მათი მითითებები, უსმინოს მასწავლებელ-პედაგოგებს და შეასრულოს მათ მიერ მიცემული დავალებები, უსმინოს მოძღვარს და ილოცოს მშობლებისთვის, მეგობრებისთვის და სამშობლოსთვის, ასევე იმარხულოს და ეზიაროს. საცხოვრისის უფლება აქვთ ბავშვებს, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა და უბედურება ჩვენს ქვეყანაში. უამრავი ბავშვია დატოვებული საცხოვრებლის გარეშე ბანკების მიერ და რატომღაც, ხმას ამაზე არავინ არ ვიღებთ, ყოველ დღე პანტი-პუნტით ყრიან სახლებიდან ბავშვებს ბანკები. ზედმეტი თავისუფლება ხომ არ მიგაჩნიათ ბავშვისთვის დამღუპველად? მხედველობაში მაქვს ის, რომ ჯერ ერთი ბავშვებზე ძალადობა უნდა იყოს დაკონკრეტებული რა არის. იმიტომ, რომ პატარა რაღაც შენიშვნისთვის მასწავლებლებს უკვე ყრიან სკოლებიდან. პატარა შენიშვნა თუ არ მიეცი ბავშვს არ მგონია მისგან რამე დადგეს ნორმალური. როდესაც ზედმეტი თავისუფლება, ზედმეტი უფლებები დამღუპველი ხდება ბავშვისთვის, ეს ქვეყნისთვისაც, რა თქმა უნდა, დამღუპველია“, - განაცხადა ემზარ კვიციანმა. თქვენთვის საინტერესო თემები--------------------------რა ცვლილებები ელით IV, VI, IX კლასელებს?რას ნიშნავს დიაგნოსტიკური გამოცდა? რა მოხდება თუ გამოცდებს ვერ ჩააბარებენ? რა რეგულაციებია გაცდენებზე?...-------------------------- ერთადერთი ქართული უნივერსიტეტი, რომელიც მსოფლიოს 1300-მდე უნივერსიტეტს შორის 1100-ე ადგილს იკავებს -------------------------- მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა -------------------------- U.S.News -ის კვლევა: საქართველოს ადგილი Top-80 განათლებულ ქვეყანას შორის არ არის! -------------------------- საქართველოს მასწავლებელთა ხელფასი აფრიკის ქვეყნებში გაცემულ ხელფასზეც ნაკლებია! -------------------------- რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს? -------------------------- ''worldatlas''-მა საქართველო ყველაზე საშინელი განათლების სისტემის მქონე ქვეყნების რეიტინგში შეიყვანა -------------------------- ქართველ სტუდენტთა 41, 2% მუშაობის ხარჯზე ახერხებს სტუდენტის სტატუსის შენარჩუნებას, რამდენიმე 10 000-სს კი სტატუსი უკვე შეუჩერდა -------------------------- 2018 წლის კვლევა და შედეგები: ა)ქართველი მოზარდები უფრო ადრეულ ასაკში ხდებიან სტუდენტები, სხვა ევროპელებთან შედარებით. ბ)ყველაზე მოთხოვნადი და არაპოპულარული ფაკულტეტები.-----------------------------------------------------------------80 შეფასება არ არის
|