საზოგადოება დაწყებითი და ყველა კლასების მასწავლებლებო, შეგახსენებთ, რომ…''საშინაო დავალება არის მოსწავლის და არა მშობლის...'' 2019, 14 თებერვალი, 19:17 ნათია მანია, მასწავლებელი
“სხვაგან ვერ მივწვდები და ვისაც მივწვდები, იმათ მოგიწოდებთ: დაწყებითი და ყველა კლასების მასწავლებლებო, შეგახსენებთ, რომ 1. საშინაო დავალება არის მოსწავლის და არა მშობლის (და არც რეპეტიტორის, ბიძის, მამიდის, ბებია-ბაბუის, მეზობლისა და სხვათა) შესასრულებელი. 2. ესე იგი დავალება უნდა იყოს ისეთი, რომ ბავშვმა დამოუკიდებლად შეძლოს შესრულება. 3. სახლში ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს შეასრულოს ისეთი დავალება, რომელსაც ის კლასშიც დამოუკიდებლად ასრულებს (ანუ თავისი გენიალური კლასელებისა და თქვენი დახმარების გარეშე). 4. თუ რაღაცას ბავშვი კლასში ვერ აკეთებს დამოუკიდებლად 10-15-20 წუთის (მაქსიმუმ ნახევარი საათის) განმავლობაში, ესე იგი ის ამას სახლშიც ვერ გააკეთებს. 5. ესე იგი ეს არაა საბავშვო დავალება და თქვენ დავალებას აძლევთ მის მშობელს! 6. თქვენ ფულს გიხდიან მოსწავლეების სწავლებაში და არა მათი მშობლების უნარებისა და მოთმინების გამოცდაში (ან ფინანსების). 7. მოსწავლეები სწავლობენ დაახლოებით 5-დან 9 საგნამდე და არავინ (!), არც ერთი ბავშვი (!), არაა ვალდებული, თითოეულ საგანს დაუთმოს თითო საათი და მეტი. 8. თითოეული საგნისთვის დახარჯული თუნდაც ერთი საათი ნიშნავს გაკვეთილების მერე საშინაო დავალებაზე დახარჯულ 4-7 საათს (მეორე დღეს გაკვეთილების რაოდენობის მიხედვით). 9. არც ერთი პირველკლასელი არაა ვალდებული, თუნდაც 20 წუთი დაუთმოს თითოეულ საგანს და თუნდაც 1 საათი უჯდეს მეორე დღის გაკვეთილებს! 10. დავალების შესრულების თქვენეული სიჩქარე არ უდრის ბავშვის სიჩქარეს. 11. ყველა ბავშვს აქვს სწავლისა და ათვისების ინდივიდუალური ტემპი. 12. გთხოვთ, გაითვალისწინოთ ეს და ისე დაგეგმოთ მომავალში თქვენი საშინაო დავალებები. 13. თუ ამრიგად ვერ ეტევით თქვენს კანში, პროგრამასა და ეროვნულ გეგმაში, საქმეები გაურჩიეთ განათლებისა და სხვა რაღაცების სამინისტროს და არა მშობელსა და ბავშვს! გისურვებთ წარმატებას! ნათია მანია 798 1-ს მოსწონს
|