x
image
ზოგადი განათლება
მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება

image

მიმდინარე თემებში გასარკვევად მიჰყევით შესაბამის ბმულებს


>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში

*

>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება

*

>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

*

>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს

*

>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

*

>>> შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?

*

>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...

*

>>> მე-12 კლასელების პროტესტი განათლების სამინისტროს - წაიკითხეთ თუ რა კომენტარებს აკეთებენ ისინი:''ჩვენ ვართ ნარჩენები, რომლებიც რაღაცას ასრულებენ...მასწავლებლები არიან მოხუცები და ბევრი სხვა პრობლემაა..

*

მე-12 კლასელებისთვის გამოსაშვები გამოცდები სავარაუდოდ გაუქმდება, თუმცა ამ ეტაპზე კონსულტაციები გრძელდება. დღეს, სწორედ ამ საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში მიხეილ ბატიაშვილს შეხვდა.



მარიამ ჯაში მიიჩნევს, რომ მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები ამ შემთხვევაში თანაბარ პირობებში უნდა იყვნენ.



გამოცდების გაუქმების საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას, ქრონიკის ინფორმაციით, საზოგადოებას პრემიერმინისტრი ხვალ გააცნობს.



რამდენიმე დღის წინ განათლების მინისტრმა საზოგადოებას რეფორმის ზოგიერთი ასპექტი გააცნო, რომლის თანახმად 2020 წლიდან გაუქმდება სკოლის გამოსაშვები გამოცდები, თუმცა წელს ამ გამოცდებისგან მხოლოდ მე-11 კლასელები გათავისუფლდებიან.




ამის გამო აბიტურიენტები კვირას განათლების სამინისტროსთან აქციას აანონსებენ და გამოცდების მეთორმეტე კლასისთვის გაუქმებას მოითხოვენ.




0
70
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
70
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0