x
image
ზოგადი განათლება
რატომ ღებავენ წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად? ამ დღის ერთმანეთისთვის მილოცვა - შეცდომაა!
დღეს წითელი პარასკევია - დღე, როდესაც კაცობრიობამ მაცხოვარს სიკვდილი მიუსაჯა და დღე, რომელიც მაცხოვრის სისხლით შეიღება.


„არასდროს ისე არ ყოფილა ადამიანი ღმერთსმოკლებული, როგორც დღეს... დღეს ეშმაკებმა, ნადირებმა, ან ტურამგლებმა კი არა, ადამიანებმა შეკრეს ეკლის გვირგვინი და ქრისტეს დაადგეს“ (წმიდა იუსტინე პოპოვიჩი)


ქრისტიანული სამყარო უკვე 2019-ჯერ გლოვობს ქრისტეს ჯვარცმას.


image


-


წითელი პარასკევი - დღე - გეთსამანიის ბაღში სისხლით განზავებული ოფლით დაწყებული, გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარზე აღსრულებით დამთავრებული.


რატომ ღებავენ წითელ პარასკევს კვერცხებს წითლად?


image


წითელ პარასკევს მაცხოვრის ჯვარზე ვნების მოსაგონებლად იღებება კვერცხი.


გადმოცემა შემდეგს ამბობს: მანამ, სანამ მაცხოვრის ამაღლება მოხდებოდა, ქრისტემ თავისი ერთგული მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში დაგზავნა, რათა ადამიანებისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომლისგანაც მაცხოვარმა შვიდი ეშმაკი განდევნა და რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.


წმიდა მარიამი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?! ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს წითელი კვერცხებით ეგებებიან.


გარდა ყოველივესა, კვერცხი სიცოცხლის სიმბოლოა, მისგან ახალ არსებას შთაებერება სული, ახალი ორგანიზმი ევლინება სამყაროს, ჯვარცმულმა მაცხოვარმა კი მოკვდავებს სიცოცხლე მიანიჭა. წითელი - ეს სისხლისფერია, სწორედ თავისი სისხლით განწმინდა იესომ სიცოცხლე და აკურთხა იგი.


image

გახსოვდეთ ქრისტიანნო! დღეს ქრისტეს სისხლით შეღებილი, მისი ჯვარცმის დღეა და ამის მილოცვა მეგობრებისა თუ ნათესავაებისთვის დაუშვებელია!


ერთ-ერთი მღვდელმთავარი შემდეგად მოძღვრავს მრევლს:


"გულ­და­სა­წყვე­ტია, როცა ადა­მი­ა­ნი თა­ვის თავს ქრის­ტი­ანს უწო­დებს და სი­ნამ­დვი­ლე­ში შორ­საა იმის­გან, რაც გვას­წავ­ლა ქრის­ტემ. მინ­და სამ­წუ­ხა­რო ფაქ­ტი აღ­ვნიშ­ნო - ჩვენ გვქვია ქრის­ტი­ა­ნე­ბი, მაგ­რამ ვცხოვ­რობთ არაქ­რის­ტი­ა­ნუ­ლად, წარ­მარ­თუ­ლად. თუ გვინ­და ვი­ყოთ ქრის­ტი­ა­ნე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ვი­კი­თხოთ სა­ხა­რე­ბა, სა­ხა­რე­ბა არის ქრის­ტი­ა­ნო­ბის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო. უნდა დავ­ნერ­გოთ ის ცნე­ბე­ბი ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში, რა­საც გვას­წავ­ლის უფა­ლი. აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქრის­ტი­ა­ნი ეზი­ა­რე­ბო­დეს, ზი­ა­რე­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია ქრის­ტი­ა­ნი. ადრე უზი­ა­რებ­ლო­ბა იყო სას­ჯე­ლი და დღე­ვან­დე­ლი ადა­მი­ა­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვად ცხოვ­რობს უზი­ა­რებ­ლად, რაც რე­ა­ლუ­რად უდი­დე­სი სას­ჯე­ლია ქრის­ტი­ა­ნის­თვის... მინ­და ყვე­ლა მორ­წმუ­ნეს ვუ­თხრა, ვინც თავს მორ­წმუ­ნედ თვლის, ვი­საც წამს გუ­ლით, იკი­თხეთ სა­ხა­რე­ბა, ეზი­ა­რეთ, ილო­ცეთ...


მინ­და ვუ­სურ­ვო ყვე­ლა ქრის­ტი­ანს, ყვე­ლა ადა­მი­ანს ზი­ა­რე­ბო­დეს ქრის­ტეს მა­ცხოვ­ნე­ბელ, წმინ­და მო­ძღვრე­ბას, ქრის­ტეს წმინ­და სის­ხლს და ხორცს რაც არის კავ­ში­რი, ერ­თო­ბა ქრის­ტეს­თან და რის გა­რე­შეც ჩა­მო­შო­რე­ბუ­ლი ვართ ეკ­ლე­სი­ა­საც და ქრის­ტე­საც..."


---------------------------------------------------

ავტორი: ნუგზარ გოგბერაშვილი





0
486
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
486
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0