ყველამ კარგად იცის, რომ ნახევარფაბრიკატებით ბავშვების კვება არ შეიძლება და საერთოდ, ისინი არც დიდებისთვისაა რეკომენდებული.
მშობლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვებისთვის სოსისებისა და ძეხვეულის ბოროტად გამოყენება. ამ სუროგატულ პროდუქტებში ხორცი მინიმალური რაოდენობითაა, სოია, სახამებელი და სუნელები კი ბავშვის ორგანიზმის ზრდისთვის აუცილებელ ნივთიერებებს არ შეიცავს.
ნაზი ვარდისფერი შეფერილობის მისაღებად ბევრი სახეობის ძეხვს გვარჯილას უმატებენ. საქმე ის არის, რომ ქიმიური დანამატების გარეშე ძეხვეულს სულაც არ ექნებოდა მიმზიდველი და მადის აღმძვრელი იერი. ისინი ისეთივე ფერის იქნებოდა, როგორიც ჩვეულებრივი მოხარშული ხორცია.
დიდი რაოდენობით გვარჯილამ შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს - კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დასნებოვნებიდან დაწყებული, ონკოლოგიური დაავადებებით დასრულებული. ძეხვეულში ასევე უმატებენ არომატიზატორებს, სტაბილიზატორებს, კონსერვანტებს.
ნატრიუმის ნიტრატი, რომელსაც ძეხვეულში უმატებენ, გაცილებით ნაკლებია იმ სახეობაში, რომელიც უფრო მქრქალია და ნაკლებად მადის აღმძვრელად გამოიყურება.
საშიშია მკვეთრი შეფერილობის ძეხვეულიც - მათში დიდი რაოდენობითაა საღებავი ნივთიერებები, რამაც შეიძლება ალერგია გამოიწვიოს. თუმცა საშიშროება ამით არ ამოიწურება. ძეხვეული საშიშია მათში დამატებული გემოს გამაძლიერებლების, ტყავის, ძვლებისა და ხორცპროდუქტების სხვა ნარჩენების გამო.
![SOS! ეს პროდუქტები ბავშვებს არ აჭამოთ! image](http://server5.intermedia.ge/article_images/small/201903/2019031409271184750.jpg)
გამონაკლისის სახით, იშვიათად, მაგრამ მაინც, ბავშვებს შეგიძლიათ მისცეთ კარგად შემოწმებულ ხორცკომბინატში დამზადებული მაღალი ხარისხის ძეხვი ან სოსისი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, დიეტოლოგები დაჟინებით ირწმუნებიან, რომ ბავშვთა რაციონში ამგვარი პროდუქტები რაც შეიძლება, იშვიათად იყოს.