x
image
ზოგადი განათლება
მასწავლებელთათვის სტატუსის ამაღლებისა და გარე დაკვირვებების ჩატარების დრო იწურება

მასწავლებელთათვის სტატუსის ამაღლებისა და გარე დაკვირვებების ჩატარების დრო იწურება


image


მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემაში დაგეგმილი ცვლილებების განხილვა ინტენსიურად მიმდინარეობს. 1 თებერვალს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ბერიკა შუკაკიძე საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა და მათ მოსაზრებებს გაეცნო.



დოკუმენტში დაგეგმილი მთავარი ცვლილებები საზოგადოებას ბერიკა შუკაკიძემ 18 იანვარს წარუდგინა. ცნობილია, რომ იმ მასწავლებლებს, რომელთაც კარიერული წინსვლა დაწყებული აქვთ, სასწავლო წლის ბოლომდე შეძლებენ სტატუსის ამაღლებას. სტატუსს ინარჩუნებენ უფროსი, წამყვანი და მენტორი მასწავლებლები, მათი წინსვლა ნებაყოფლობითია. პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის წარმატებით დააგროვებს წინსვლისთვის საჭირო კრედიტქულების რაოდენობას, ენიჭება უფროსი მასწავლებლის სტატუსი; იმ უფროს მასწავლებლებს, რომლებსაც 2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისისთვის დასრულებული ექნებათ შიდა შეფასების პროცესები და წინსვლისთვის, მხოლოდ გარე დაკვირვება ექნებათ დარჩენილი, მათ მიეცემათ უფლება 2019 წლის ბოლომდე გაიარონ გარე დაკვირვება.



საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, სქემის განახლებულ ვერსიაზე მსჯელობა მაღალი ჩართულობით მიმდინარეობს. საბოლოო ვერსიის მასშტაბურ პრეზენტაციამდე სამუშაო ჯგუფი პროფესიულ წრეებთან არაერთ შეხვედრას გამართავს.



მიმდინარე აქტუალური თემები


>>> მე–12 კლასის დამამთავრებელი გამოცდები წელსვე გაუქმდა მე–11–სთან ერთად

>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში

>>>

>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენს

>>> მოსწავლეებს თითოეულ საგანში კომპეტენციის დადასტურება ისევ მოუწევთ – გამოცდები კვლავ ჩატარდება!

>>> ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი: რატომ არის საჭირო ზოგადი უნარების გამოცდა?...



0
198
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
198
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0