x
image
ზოგადი განათლება
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და განათლების სამინისტრომ გამოცდების ახალ მოდულზე ვრცელი განმარტებები გამოაქვეყნა

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა და განათლების სამინისტრომ გამოცდების ახალ მოდულზე ვრცელი განმარტებები გამოაქვეყნა


image

განათლების რეფორმის ფარგლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეფასების ახალი სისტემის შექმნასა და დანერგვას გულისხმობს. შეფასების ახალ მოდელზე მუშაობა ბოლო თვეების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს.
დაიგეგმა და ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და გამოსაშვები გამოცდების სისტემის საფუძვლიანი კვლევა. ამდენად, შეფასების ახალი მოდელი სწორედ არსებულ გამოწვევებს ეხმიანება.
ახალი მოდელის პრინციპი ორიენტირებულია ხარისხზე და გულისხმობს:
  • სკოლის როლის გაძლიერებას, ორიენტაციას შედეგზე და არა გამოცდაზე, უნივერსიტეტების ავტონომიის ეტაპობრივ გაზრდასა და მშობლებისათვის ნაკლებ დანახარჯებს.

მოსამზადებელ ეტაპზე, 2018-2019 სასწავლო წელს, მე-11 კლასელთათვის მოიხსნება გამოსაშვები გამოცდები. მე-12 კლასში გამოცდები ჩატარდება არსებული ფორმატით და არ შეიცვლება ატესტატის გაცემის წესი. ხოლო იმ პირებს, რომლებმაც წინა წლებში ვერ გადალახეს ბარიერი (თუნდაც ერთ საგანში) და ვერ აიღეს ატესტატი, უფლება აქვთ დარეგისტრირდნენ შესაბამის გამოცდაზე.
2018-2019 სასწავლო წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატში ცვლილებები არ იგეგმება - შეიცვლება წესი, რომლის მიხედვითაც არჩევით საგანში ჩაჭრისა ან ამ გამოცდაზე არგამოცხადების შემთხვევაში აბიტურიენტი კარგავდა გრანტის მიღების შესაძლებლობას.
2020 წელს, ყველა აბიტურიენტისათვის მისაღები გამოცდები ჩატარდება სამ სავალდებულო საგანში: ქართული ენისა და ლიტერატურის და უცხო ენის გამოცდები სავალდებულო იქნება. მესამე სავალდებულო საგანი განისაზღვრება უმაღლესი სასწავლებლების პროგრამების მიხედვით: მათემატიკა - ტექნიკური მიმართულებების შემთხვევაში, ისტორია - ჰუმანიტარული მიმართულების შემთხვევაში.
აბიტურიენტებს კვლავინდებურად შეუზღუდავად შეეძლებათ აირჩიონ როგორც ტექნიკური, ასევე ჰუმანიტარული მიმართულების პროგრამები. უნივერსიტეტებს აქვთ უფლება დაამატონ პროგრამის რელევანტური არჩევითი გამოცდა (ზოგადი უნარების გამოცდის ჩათვლით).
უნივერსიტეტებს, პროგრამების პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უფლება ექნებათ თავად განსაზღვრონ გადასალახავი ბარიერი თითოეული საგამოცდო საგნისათვის:
  • ჩარიცხვები ისევ ცენტრალიზებულად განხორციელდება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ;
  • შეიცვლება საგრანტო დაფინანსების წესი - გათვალისწინებული იქნება სავალდებულო საგანთა ახალი ნუსხა.
გაგრძელდება კონსულტაციები უნივერსიტეტებთან და დაინტერესებულ მხარეებთან, რათა მაქსიმალურად დაიხვეწოს შემოთავაზებული მოდელი და გამოცდების სისტემა იყოს სამართლიანი და ხარისხზე ორიენტირებული.

ამავე თემაზე>>>მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება



image

>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება

image

1
441
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
441
  
2019, 29 იანვარი, 18:35
Da ra azri aqvs mash am wels bavshvebma unarebi ro kvlav abaron tu cvlilebebia dae bolomdis iyos da am wlistvis bavshvebs unarebi gaauqmon
0 1 1