საზოგადოება შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს? 2019, 30 იანვარი, 0:12 შესაძლებელია თუ არა მე-12 კლასის გამოცდები წელსვე გაუქმდეს?აქტუალური თემები>>> მნიშვნელოვანი ცვლილებები სასწავლო მოდულში>>> მე-11 და მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები ოფიციალურად უქმდება>>> ზოგადი უნარების გამოცდა უქმდება>>> 2020 წლიდან ბარიერს თითოეულ პროგრამაზე თავად უნივერსიტეტი დაადგენსმიხეილ ბატიაშვილმა ვრცლად ისაუბრა მიმდინარე საკითხების შესახებ ''იმედის'' ეთერში. მნიშვნელოვანი საკითხი იყო გაუქმდება თუ არა მე-12 კლასის საატესტატო გამოცდები წელსვე. ამასთან დაკავშირებით მინისტრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ: ჩვენ უნდა გავიაროთ კიდევ ბევრი კონსულტაცია, მოსამზადებელია კიდევ ბევრი სამუშაო იგივე საკანონმდებლო დონეზე. ეს რეფორმა რეალურად ძალაში შედის 2020 წლიდან, ამიტომ შეეხო მე–11 კლასს. რაც შეეხება მე–12 კლასს, ეს, რა თქმა უნდა, სამსჯელო საგანია, ექსპერტებთან, იგივე საკანონმდებლო ორგანოსთან ერთად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. მიზანი ერთადერთი გვაქვს, რომ პირველ რიგში არ დავაზარალოთ რეფორმა, მეორე უკიდურესობა არ უნდა დაგვემართოს. ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, შეიძლება, რეალურად ნეგატიურად აისახოს პროცესზე, ამიტომ მოვახდინეთ წინასწარ სამსჯელოდ ყველა ინფორმაციის გამოტანა. კონსულტაციები გაგრძელდება ექსპეტებთან და კანონმდებლებთან ბევრი ცვლილება დაგვჭირდება ამ პერიოდისთვის. გადაწყვეტილება პირველ რიგში იქნება არა სისტემის დაზიანებისთვის, არამედ გაჯანსაღებისთვის და თუ რაღაც რისკებთან იქნება დაკავშირებული, ჩვენ თითონ ვაჩვენებთ ამ რისკებს“ 83 შეფასება არ არის
|