განათლება მსოფლიოს 6-მა წამყვანმა ქვეყანამ სკოლაში ტელეფონები საერთოდ აკრძალა 2019, 8 იანვარი, 10:55 წარმოგიდგენთ იმ ექვს მაღალგანვითარებულ სახელმწიფოს, რომელმაც სკოლაში ტელეფონებს ბანი დაადო/აკრძალა#1 ამერიკის შეერთებული შტატებიამერიკის შეერთებული შტატები აგრეთვე ცდილობდა მობილური ტელეფონების აკრძალვას სკოლაში, მაგრამ მან ძველ მეთოდს მიმართა. რამდენიმე წლის წინ ზოგიერთი ამერიკული სკოლა იყენებდა მოწყობილობას(Jammer), რომელიც ახშობდა ტელეფონის სიგნალებს. ეს ნაბიჯი აფერხებდა სამუაო კორპუსებში ტელეფონის გამოყენებას. მაგრამ, შემდეგ, Jammer-ი გახდა არალეგალური აშშ-ში ფედერალური აქტის თანახმად. თუმცა, 2012 წელს ამ მოწყობილობას ბანი მოეხსნა. შედეგად, 2015 წელს ფლორიდის მეცნიერების მასწავლებლებმა ისევ დააყენეს სიგნალის ჩამხშობი მოწყობილობები საკლასო ოთახებში. ოფიციალურად, აშშ-ს არც ერთ სკოლაში არ არის აკრძალული ტელეფონი, მაგრამ უამრავ სკოლაში არ არის დაშვებული მობილური. მაგალითისთვის, კონექტიკუტის უმაღლეს სკოლაში საგრძნობლად გაიზარდა მაღალი ნიშნების მიღების სიხშირე და საკლასო ოთახში ფოკუსირება მთლიანად სწავლებაზე გაკეთდა. ეს ყველაფერი კი მას შემდეგ, რაც კონექტიკუტის სკოლამ სკოლაში ტელეფონის ტარება აკრძალა. #2 დიდ ბრიტანეთი/ინგლისი2001 წლის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში ვერ ნახავდით სკოლას, რომელსაც ტელეფონებზე რაიმე აკრძალვა ჰქონდა დადებული. თუმცა, 2007 წლისათვის ბრიტანული სკოლების 50%-მა გადაწყვიტა, ტელეფონები აეკრძალათ. 2012 წლისათვის 50% 98%-მდე გაიზარდა. დიახ, დღეს, ინგლისში სკოლების 98%-ში აკრძალულია ტელეფონის გამოყენება. სტატისტიკამ აჩვენა, რომ სწავლის მექანიზმი უფრო ეფექტური გახდა. გარდა ამისა, სტუდენტების შედეგები გამოცდებზე საოცრად გაუმჯობესდა. ''სექტემბრიდან 11-16 წლის მოსწავლეები, რომლებიც ფლობენ საკუთარ ტელეფონებს, მას დატოვებენ სახლში ან შეინახავენ მას სპეციალურ საკეტიან ყუთში. მას შემდეგ, რაც ისინი შუადღეზე დაასრულებენ სწავლას, შეეძლებათ დაიბრუნონ ტელეფონები'' - ამბობს ბრიტანული კანონი #3 ავსტრალიაცოტა ხნის წინ, 2018 წლის სექტემბერში, ავსტრალიამ გადაწყვიტა, აეკრძალათ მობილური ტელეფონები სკოლაში. თავდაპირველად, ეს აკრძალვა ავსტალიის ახალი სამხრეთ უელსის რეგიონში გავრცელდა. შემდეგ კი დანარჩენ რეგიონებსაც მოედო. ავსტრალიის განათლების მინისტრი რობ შტოკი მიმდინარე თემაზე ამბობს: ''მაშინ, როცა სმარტფონები გვაკავშირებდა ჩვენ მსოფლიოსთან, წარმოუდგენელი იყო იმ გადაწყვეტილების მიღება, რომელიც ჩვენ ახლახან გადავწყვიტეთ. სმარტფონები სკოლაში ან ეზოში კარგი განტვირთვის საშუალება და აგრეთვე, მოსწავლეების მშობლებთან დაკავშირების საშუალება იყო, მაგრამ მან აგრეთვე შექმნა პრობლემები. ''სქრინვის'' პერიოდი, კიბერბულინგი და სოციალური მედია. სმარტფონები ახდენდნენ ინტერესის გენერირებას მოსწავლეების მიერ მშობლებთან, მასწავლებლებთან და სტუდენტებთან. სწორედ ამიტომ, სკოლებს სჭირდება ჰქონდეთ უკეთესი წესები ტელეფონებთან დაკავშირებით'' #4 კანადა2018 წელს ტელეფონები აიკრძალა ვიქტორიას საშუალო სკოლაში(კანადაში). ამ გადაწყვეტილებას, თავდაპირველად, მწვავე რეაქცია მოჰყვა მშობლების მხრიდან, რადგან მათ სურდათ ჰქონოდათ კავშირი შვილებთან, როდესაც ისინი სკოლაში წავიდოდნენ და წამოვიდოდნენ. 2018 წლის ონტარიოს არჩევნები შეიცავდა ერთგვარ პირობას, რომ გასუფთავებულიყო საკლასო ოთახები ტელეფონებისგან. კანადის მთავრობამ გადაწყვიტა, აეკრძალათ ტელეფონები დაწყებით და უმაღლეს სკოლებში, რათა გახანგრძლივებულიყო დრო და მობილიზება სწავლისთვის. ტორონტოში აკრძალულია ტელეფონის გამოყენება სწავლის დაწყებიდან მის დამთავრებამდე. #5 ისრაელი2016 წელს, ისრაელის განათლების სამინისტრომ გადაწყვიტა, სკოლის დღეებში საერთოდ დაებლოკათ, აეკრძალათ ტელეფონები. ეს ასეც მოხდა. მოსწავლეებს სკოლაში ტელეფონის მარტო გამოყენების კი არა, წაღების უფლებაც არ აქვთ. აკრძალვა აქტიურია სწავლების პერიოდში. #6 საფრანგეთისაფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებს მობილური ტელეფონების ტარება და გამოყენება 2018 წლის სექტემბრიდან აეკრძალათ. საფრანგეთში გაკვეთილზე ტელეფონის გამოყენება დიდი ხნის წინ აიკრძალა, თუმცა კანონი ახლა უფრო გამკაცრდა. ''15 წელს ქვემოთ ყველა მოსწავლეს აკრძალული აქვს ნებისმიერი სახის ტელეფონის, პლანშეტისა და ჭკვიანი საათების ტარება/გამოყენება სკოლის ტერიტორიაზე, შესვენებებსა და ლანჩის დროს. აკრძალვის ავტორი პირველ რიგში საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონია, რომელმაც კანონის ლეგიტიმაცია მთელი ქვეყნის მასშტაბით დაწყებით და საშუალო სკოლებში გაავრცელა. საფრანგეთის განათლების მინისტრმა, ჯინ-მაიკლ ბლექნვერმა, აკრძალვას ''21-ე საუკუნის კანონი'' უწოდა და აღნიშნა, რომ ეს გააუმჯობესებს დისციპლინას მთლიანად საფრანგეთის სკოლებში, რომელიც 12 მილიონ ბავშვს მოიცავს. "ამ ბოლო დროს, ბავშვები საერთოდ აღარ თამაშობენ შესვენებებზე. მხოლოდ სმარტფონებში იყურებიან, ეს კი დიდი პრობლემაა განათლების სისტემისთვის." - განაცხადა მინისტრმა. ამავე თემაზე, საინტერესოა... ''მასწავლებელებს ხელფასი გაეზარდოთ კი არა, ბევრი მათგანი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან'' - მწვავე შეფასება მასწავლებლებისთვის ხელფასის ზრდაზემასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაშისკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათგაუქმდება თუ არა საატესტატო(CAT) გამოცდები და რა ცვლილებებია დაგეგმილი განათლების სისტემაში2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამებიროგორ უნდა ჩატარდეს ინგლისურის გაკვეთილი სასიამოვნოდ?3943 4-ს მოსწონს
|