x
image
ზოგადი განათლება
''მასწავლებელებს ხელფასი გაეზარდოთ კი არა,ბევრი მათგანი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან'...'

ექსკლუზიურად გთავაზობთ ერთ-ერთი სასწავლო ცენტრისა და კოლეჯის მასწავლებლის შეფასებასა და თვალსაზრისს, როგორც მასწავლებელთა ხელფასების ზრდის, ისე ქვეყანაში არსებულ გაბატონებულ რეპეტიტორთა სისტემაზე:

image

- როგორია თქვენი შეფასება მასწავლებელთა ხელფასების ზრდაზე? რას იტყვით არსებულ რეპეტიტორულ სისტემაზე?


''სკოლის მასწავლებელებს ხელფასი გაეზარდოთ კი არა, ბევრი მათგანი საერთოდ გასაშვებია სკოლიდან, ისე ამახინჯებენ მომავალი თაობების სულსა და გონებას! დიახ, არ მოგესმათ! მე ხშირად მაქვს შეხება ( ვმუშაობ ერთ- ერთ კოლეჯში და სასწავლო ცენტრში) სხვადასხვა კლასის, მათ შორის მე-12 კლასის მოსწავლეებთან და თამამად შემიძლია ვთქვა - საქართველოს ბევრ რეგიონში და მათ შორის დედაქალაქში ფაფტიურად ჩაშლილია სწავლება, გაზარმაცებულ - გაზულუქებული პედაგოგების დიდი ნაწილი არავითარ სწავლებას არ წარმართავს - ისინი ფულის მშოვნელ მანქანებად გადაიქცნენ, ეწევიან რეპეტიტორობას, გაკვეთილზე კი საუბრობენ აბსურდულ თემებზე, ტრაბახობენ საკუთარი შვილების მიღწევებით( სხვისას კი ამის საშუალებას ართმევენ!), ან ცუღლუტი მოსწავლეებივით დროის “წახალტურებას"ცდილობენ და... შედეგიც კატასტროფული! სკოლადამთავრებულმა ახალგაზრდამ არ იცის ელემენტარული, დაწყებითი სკოლის პროგრამაც კი... აზროვნება ასევე - განუვითარებელი! არადა, როგორც კი ვიწყებთ ყველაფრის თავიდან დაწყებას, უნდა განახათ, როგორ ცდილობენ, განიცდიან დაკარგულ დროს! არადა, ამ ახალგაზრდებს აბსოლუტურად საღი გონება აქვთ, რომელიც მათმა ე.წ. ვაი- პედაგოგებმა დაუჩლუნგეს წლების განმავლობაში!!! არაა ეს კატასტროფა? ვის ჭირდება ამისთანა სკოლა და პედაგოგი, თუ არა დუშმანსა და მტერს! აი ასეთი უბედურება გვჭირს სხვა მრავალთან ერთად. .. ან იქნებ შეგნებულ მტრობასათან გვაქვს საქმე, რათა უფრო ადვილად გახრწნან და გადააგვარონ ჩვენი სული, სხეული.. მომავალი.. აღარ ვიცი რა ვიფიქრო.. ვინ ან რატომ დაანგრია ჩვენი სასწავლო სისტემა ასე, ყველაზე წმინდა ასე რატომ გაუწმინდურდა/ ვინ იცის...''



@ქეთი მარტიაშვილი

2
1379
2-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1379
  
2019, 13 იანვარი, 13:22
"რამ და ვინ დაანგრია და ანგრევს (თუ სართოდ დარჩა რაიმე) დღესაც განათლების სისტემას, რომელიც ეროვნული არასოდეს ყოფილა". აი ასეთი არაფრისმომცემი მსჯელობა ანგრევს ზუსტად ქალბატონო და სხვა არაფერი ძალიან მივეჩვიეთ ამ ცარიელი სიტყვებით ჟონგლიორობას და ბრტყელბრტყელ ფრაზებს, მე ვეტანხმები ქბ. ქეთევანს, თუ ვიღაცამ პირდაპირ და უხეშად არ გააშიშვლა ეს პრობლემა დავრჩებით "იმ კარგი მასწავლებლებიდან ერთი მაინც გაგეცნოთ, რომლებიც ოაზისებივით, მაგრამ მაინც არიან და პატიოსნად ემსახურებიან სამშობლოს." ამ სადღეგრძეკლოებში სამარადჟამოდ. მე პირადად უშუალო შემსწრე ვარ ამ პრობლემის და დიახ, ვინმემ უნდა თქვას თორემ შემდეგ თაობებსაც იგივე განსახცდელი ელით
2019, 3 იანვარი, 16:15
ქალბატონო ქეთევან, რითაც თქვენს აზრს ამთავრებთ, იქნებ, იქიდან დაგეწყოთ, რამ და ვინ დაანგრია და ანგრევს (თუ სართოდ დარჩა რაიმე) დღესაც განათლების სისტემას, რომელიც ეროვნული არასოდეს ყოფილა. რახან კოლეჯში ასწავლით, ესე იგი, მასწავლებელი ხართ და არა მგონია, მთლად ეთიკური იყოს, მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მასწავლებელს ასე რომ "ამკობთ". საქმის მოყვარული და ჭირისუფალი ადამიანები ასე არ მსჯელობენ. უბრალოდ, მათ ფონზე გინდათ, თქვენ სიკარგეს გაუსვათ ხაზი, რაც არ გამოგივიდათ. ყველა უარყოფით მოვლენას თავისი მიზეზები აქვს, ყოველგვარი ანალიზის გარეშე შეფასება კი ზედაპირულია. ახალ წელს გილოცავთ, მრავალს დაესწარით და გისურვებთ იმ კარგი მასწავლებლებიდან ერთი მაინც გაგეცნოთ, რომლებიც ოაზისებივით, მაგრამ მაინც არიან და პატიოსნად ემსახურებიან სამშობლოს.
0 1 2