განათლება მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაში 2018, 21 ნოემბერი, 22:48 მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი უქმდება – ცვლილება პედაგოგთა პროფესიული განვითარების სქემაშიამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა ბერიკა შუკაკიძემ. უცვლელად გთავაზობთ მის განაცხადს.
*
„ვმუშაობთ იმ პოლიტიკაზე, რომ მასწავლებელმა სტატუსი შეინარჩუნოს, რადგან ამაზე მისი ხელფასია მიბმული. ვფიქრობ, ყველაფერი გამარტივებისკენ წავა. ამჯერად, ერთადერთი, რაც შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ისაა, რომ, ცალსახად, გაუქმდება მასწავლებელთა თვითშეფასების კრიტერიუმი, რადგან პედაგოგთა შეფასების ეს ნაწილი სრულიად უშედეგო გამოდგა. ჩვენ გვინდა, რომ მასწავლებლის სქემის სტანდარტი იყოს ისეთი ეფექტური, რომ ხელი შეუწყოს მოსწავლის პიროვნულ ზრდას და აკადემიურ წარმატებას. არ გვინდა, რომ მასწავლებელი ასრულებდეს ისეთ სამუშაოს, რომელიც არ აისახება მის ეფექტურობაზე საკლასო ოთახში, გვინდა მეტი ისეთი აქტივობა და რეგულაცია შემოვიღოთ, რომელიც დაეხმარება მასწავლებელს, უფრო ეფექტური გახდეს საკლასო ოთახში, ესაა ჩვენ ამოცანა. პირველი ჩვენი მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი იქნება, რომელიც მიიღებს მონაწილეობას დეცენტრალიზაციაში, სკოლებს და მასწავლებლებს მეტი ნდობა უნდა გამოვუცხადოთ, უნდა დავეხმაროთ მეთოდოლოგიურად, წახალისებული იქნება ყველა ტიპის წარმატება, რასაც პედაგოგი სისტემაში გამოავლენს''
როგორც დამატებით ირკვევა მასწავლებლის თვითშეფასების კითხვარი, როგორც სქემის სავალდებულო შემადგენელი აღარ იარსებებს და ის მხოლოდ სარეკომენდაციო სახით დარჩება, ანუ მასწავლებელს, რომელსაც მისი შევსების სურვილი ექნება, შეავსებს კიდეც.*ამავე თემაზე დაგაინტერესებთ*სკოლის დირექტორებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს ხელფასები გაეზრდებათ* წელს რეკორდული რაოდენობის მასწავლებელი გახდა ''უფროსი'' და რამდენიმე ერთეული – მენტორი! იხილეთ ვრცლად*ყველა დამხმარე სახელმძღვანელო მასწავლებელთა განვითარებისთვის*მასწავლებელთა სტატუსის ცვლილება 2018*საქართველოს მასწავლებელთა სამარცხვინო ხელფასი აფრიკის ქვეყნებში გაცემულ ხელფასზეც ნაკლებია!*საჯარო სკოლებში მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა და პირობები შეიცვალა
345 1-ს მოსწონს
|