განათლება რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს? 2019, 15 იანვარი, 17:24 რომელი ქართული უნივერსიტეტები აკმაყოფილებენ საერთაშორისო სტანდარტებს?საქართველოში უამრავი საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტია, მაგრამ რომელი მათგანი აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს? რომელ მათგანს შეუძლია გაუწიოს კონკურენცია საზღვარგარეთის უნივერსიტეტებს? მოდის თუ არა გადახდილი თანხა მიღებულ განათლებასთან ან დიპლომთან შესაბამისობაში? იმისთვის, რომ გაირკვეს რომელი უნივერსიტეტი აკმაყოფილებს ამა თუ იმ კრიტერიუმებსა და შეკითხვებს, არსებობს საერთაშორისო სტანდარტები. გამოიყოფა 7 მთავარი საერთაშორისო სტანდარტი:
საქართველოში ავტორიზაცია სულ 28 უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ გაიარა. მათგან ავტორიზაცია მიიღო 24–მა. ეს იმას ნიშნავს, რომ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ 24–მა უნივერსიტეტმა დააკმაყოფილა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები და პროცედურები, თუმცა მათგან კიდევ უფრო მცირე ნაწილმა ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, მხოლოდ სამმა – თავისუფალმა უნივერსიტეტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა – სხვებზე უკეთ გაართვა ამ საქმეს თავი: 24 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, სადაც შედიან, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო უნივერსიტეტები – მხოლოდ ერთმა კერძო – თავისუფალმა უნივერსიტეტმა და ორმა სახელმწიფო – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტმა დაიმსახურა უპირობო ავტორიზაცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ უნივერსიტეტებს შეუძლიათ შემდეგი 6 წლის განმავლობაში ისე გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, რომ რაიმე დამატებითი პირობის შესრულება ან ანგარიშის წარდგენა აღარ მოუწიოთ. წარმოგიდგენთ კრიტერიუმებს და შესაბამისობას ქართულ უნივერსიტეტებთან: 319 შეფასება არ არის
|