სხვა როგორ განვასხვავოთ ბუნებრივი ტყავი ხელოვნურისგან და რა უნდა ეწეროს ეტიკეტზე 2018, 20 ნოემბერი, 13:27 თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა საკმაოდ კარგად იქნას იმიტირებული ბუნებრივი ტყავის არა მხოლოდ სტრუქტურა, არამედ სუნიც კი. ამიტომ ძალიან ხშირად, გაუთვიცნობიერებელი მომხმარებლისთვის თითქმის შეუძლებელია ხდება ნამდვილი ტყავის ხელოვნურისგან განსხვავება და იძულებულია გამყიდველის "პატიოსან" სიტყვას ან მაღაზიის პრესტიჟს ენდოს. თუმცა არც ერთი მათგანი, ხშირად, სანდო არ არის. ამიტომ გთავაზობთ რამდენიმე კრიტერიუმს, რომლებიც დაგეხმარებათ მაღაზიაშივე (!) გაარჩიოთ ერთმანეთისგან ხელოვნური და ბუნებრივი ტყავის ნაწარმი. 1. თბოგამტარობა ბუნებრივი ტყავი შეხების შედეგად მალე გათბება, ოღონდ დარჩება მშრალი. ტყავის შემცვლელი კი გათბება მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ, ხელზე კი ამ დროს ოდნავ სისველეს იგრძნობთ. 2. სისქე და კიდეები ბუნებრივ ტყავი, ჩვეულებრივ ტყავის შემცვლელზე უფრო სქელია და აქვს უფრო მომრგვალებული და უხეში კიდეები. ხელოვნურ მასალას კი გლუვი და თანაბარი კიდეები აქვს. 3. ელასტიურობა თუ ნატურალური ტყავის ნაწარმს ხელს დავაჭერთ, დაჭერის მომენტში გაჩნდება წვრილი ნაოჭები, გასწორებისას კი მაშინვე გაუჩინარდება. ნატურალური ტყავი გაწელვის შემდეგ სწრაფად იბრუნებს პირვანდელ მდგომარეობას. 4. ფერი დაჭერის, გაწელვისა თუ მოხრის დროს ბუნებრივი ტყავი არ იცვლის ფერს. ხელოვნურმა კი შეიძლება შეფერილობა შეიცვალოს. 5. სუნი ხელოვნურ ტყავს შეიძლება მკვეთრი ქიმიური სუნი ჰქონდეს. თუმცა დღეს უკვე ამ კრიტერიუმს ვეღარ ვენდობით, რადგან არსებობს სპეციალური ტყავის არომატიზატორები. 6. ფორები ხელოვნური ტყავის ფორები ერთნაირი სიღრმისა და ფორმისაა, ნატურალურისა კი არათანაბრადაა გადანაწილებული. 7. საფუძველი ბუნებრივი ტყავის ნაწარმზე ჭრების ადგილებს თუ დავაკვირდებით, შევამჩნევთ დიდი რაოდენობით ერთმანეთში გადახლართულ ბოჭკოებს. თუ ამგვარი ბოჭკოები არ არის და მათ მაგივრად ქსოვილი ან სხვა მასალაა, საქმე ტყავის შემცვლელთან გვქონია. როგორ წავიკითხოთ სწორად ტყავის ნაწარმზე არსებული იარლიყი? ზოგიერთი მწარმოებელი პროდუქციაზე ადებს იმ მასალის ნიმუშს, რომლისგანაც არის შექმნილი. ჩვეულებრივი რომბის ფორმის იარლიყი აღნიშნავს, რომ საქმე გვაქვს ტყავის შემცვლელთან, ფიგურული ფორმის იარლიყი კი ბუნებრივ ტყავზე მიუთითებს. ბუნებრივი ტყავის ნაწარმზე არსებულ იარლიყზე ასევე შეიძლება ეწეროს: genuine leather (ინგლ.), vera pelle (იტალ.), cuir (ფრ.), echtleder (გერმ). არსებობს სხვა ხერხებიც, რომლებიც ბუნებრივი და ხელოვნური ტყავის ერთმანეთისგან გარჩევაში დაგეხმარებათ, ოღონდ მათი გამოყენება შეძენის ადგილზე ვერ მოხერხდება. ამიტომ ამგვარ ხერხებს მოცემულ სტატიაში არ შევეხებით. ასევე დაგაინტერებთ: 1.როგორ გავწელოთ ტყავის და რეზინის ფეხსაცმელი, რომელიც გვიჭერს - გამოცდილი მეთოდი 2. პირველი ლედების ყველაზე უხერხული შეცდომები - დაზღვეული არავინაა... 3. რას ნიშნავს ოქროს სინჯი და ბრილიანტის კარატი - არ შეცდეთ სამკაულის არჩევისას! 4. დეტალი, რომელიც სტილურ გარეგნობას უგემოვნოდ აქცევს - როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ფერი 5. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ! 6. 12 შეცდომა რეცხვის დროს, რომელიც სარეცხს და მანქანას აზიანებს - ეს ბევრმა არ იცის! 7. როგორ გავრეცხოთ შავი ტანსაცმელი ისე, რომ არ გახუნდეს - ეს ბევრმა არ იცის! 590 3-ს მოსწონს
|