რჩევები დეტალი, რომელიც სტილურ გარეგნობას უგემოვნოდ აქცევს - როგორ შევარჩიოთ სწორად ფეხსაცმლის ფერი 2017, 23 ოქტომბერი, 13:54 ხშირია, როცა ფიქრობ, რომ კარგად გამოიყურები, ტანსაცმელი სწრად გაქვს შერჩეული, მაგრამ მაინც არის რაღაც, რაც ხელს უშლის იდეალური ჰარმონიის მიღწევას. ეს რაღაც კი, არც მეტი არც ნალები, ფეხსაცმელია! ფეხსაცმელს ადამიანის ვიზუალისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და თუ იგი ტანსაცმელთან და აქსესუარებთან სწორად არ არის შეხამებული, ჰარმონიული გარეგნობის მიღებისათვის ყველა მცდელობა წყალში ჩაყრილი იქნება, საბოლოო ჯამში კი უგემოვნობის ტრიუმფით დასრულდება. ქვემოთ ვისაუბრებთ სხვადასხვა ფერის შარვლისა და ფეხსაცმლის შეხამების რამდენიმე მარტივ წესზე. 1. თეთრი შარვალი თეთრი ფერის შარვალი კლასიკას წარმოადგენს და შესანიშნავად ეხამება ნებისმიერ ფერს. ერთადერთი ფერის ფეხსაცმელი, რომლის ჩაცმად თეთრი შარვლის ფონზე არ ღირს, არის შავი! როგორც სტილისტები აცხადებენ, ამგვარი კომბინაცია გარკვეულწილად უხეშად და პრეტენზიულად გამოიყურება. 2. შავი შარვალი თუ ფიქრობთ, რომ შავ ფერს ყველა დანარჩენი ფერი უხდება, ძალიან ცდებით! შავი ფერის შარვალთან კატეგორიულად არ შეიძლება თეთრი ან ყავისფერი ფეხსაცმლის ჩაცმა. თუ საინტერესო სახის შექმნა გსურთ, სავ შარვალთან უკეთესია ღია ტონის ფეხსაცმლით ექსპერიმენტირება. 3. ნაცრისფერი შარვალი ნაცრისფერი შეფერილობის შარვალი უნივერსალური სამოსია, რომელზეც ნებისმიერი ფერის ფეხსაცმელი მიდის. 4. ლურჯი შარვალი ნაცრისფერის მსგავსად, ჯინსის ფერის ან უბრალოდ ლურჯი შარვლისთვისაც არ არსებობს ფეხსაცმლის ფერის შეზღუდვა. მასზე მიდის ნებისმიერი ტონისა და შეფერილობის ფეხსაცმელი. 5. კრემისფერი შარვალი ასეთი ნაზი ფერის შარვალს ყველაზე მეტად უხდება ღია ან ნათელი ფერის ფეხსაცმელი. სამაგიეროდ, არ არის რეკომენდებული შავი ფერი, რაც ზედმეტად აგრესიულ კონტრასტს ქმნის. 6. მუქი ყავისფერი შარვალი ამ შემთხვევაში ძალიან ძნელია ჰარმონიული სახის შექმნა, მაგრამ შეუძლებელია მაინც არაფერია. იისფერი, წითელი, შავი და ნაცრისფერის ფეხსაცმელი აქ ნამდვილად არ გამოდგება. სამაგიეროდ შესაძლებელია მწვანე ან ლურჯი ფერებით ექსპერიმენტირება. 7. ღია ყავისფერი შარვალი აქაც ძალიან ფრთხილად არის ფერის შერჩევა საჭირო. უმჯობესია თავიდანვე უარი ითქვას რუხ და შავ ფერებზე და აქცენტი გაკეთდეს ნათელ ტონებზე. ტონის სწორად შერჩევის შემთხვევაში ღია ყავისფერის ტარება ბორდოსფერ ან მწვანე ფეხსაცმელთანაც კი შეიძლება. 8. მწვანე შარვალი აქ თითქმის ყველა ფერი დაშვებულია. ერთადერთი წარუმატებელი შეხამება იქნება ნებისმიერი ტონის თვითონ მწვანე ფერის ფეხსაცმელი. 9. ბორდისფერი შარვალი ბორდოსფერი შარვლის შემთხვევაში ორი ვარიანტი არსებობს: თუ გსურთ უჩვეულო და დასამახსოვრებელი სახე შექმნათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ მწვანე ან ლურჯი ფეხსაცმელი, ხოლო თუ შედარებით კლასიკური სახის მიღება გსურთ, უმჯობესია ნაცრისფერი ან შავი ფეხსაცმლის შერჩევა. რაც მთავარია, უარი თქვით იისფერ და მუქ ყავისფერ ფეხსაცმელზე - ეს ჰარმონიულობისგან ნამდვილად შორს იქნება. ასევე უნდა გავითვალისწინოთ: 1. ტანსაცმელი, რომელიც მინიმუმ 5 კილოს მოგაკლებთ - ეს ყველა ქალმა უნდა იცოდეს! 2. ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ! 3. როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით - ეს უნდა იცოდეთ! 4. ტანსაცმლის 10 შეხამება, რომელიც პროვინციალიზმზე მიუთითებს - არა დაუშვათ ეს შეცდომები! 5. როგორ მოვაშოროთ ნაკაწრები ტყავის ფეხსაცმელს და ავეჯს - განაახლეთ საყვარელი ნივთები! 6. 5 "აკრძალვა" 40-ს გადაცილებული ქალბატონების გარდერობში - გაითვალისწინეთ და იყავით მომხიბვლელნი! 7 8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში - გაითვალისწინეთ! 3915 13-ს მოსწონს
|