x
image
natia.a
როგორ შევარჩიოთ იდეალური ვარცხნილობა სახის ფორმის მიხედვით - ეს უნდა იცოდეთ!


თუ გსურთ საკუთარ გარეგნობაში რაიმე სიახლის შეტანა, ამის საუკეთესო საშუალება ვარცხნილობის გამოცვლაა.მაგრამ სანამ სტილისტის მაკრატელს შეუშვერთ თავს, უმჯობესია თავად განსაზღვროთ, როგორი ვარცხნილობა მოგიხდებათ. ამისათვის კი თქვენი სახის მოყვანილობა და თავისებურებებია გასათვალისწინებელი.

მაშ ასე, თუ თქვენ გაქვთ:


1. ოვალური სახე


image


თქვენ ძალიან გაგიმართლათ, რადგან ოვალური ფორმის სახეს პრაქტიკულად ყველა ვარცხნილობა უხდება. მაგრამ სახის ღირსებები მაქსიმალურად რომ გამოიკვეთოს, უმჯობესია უპირატესობა მიანიჭოთ საშუალო სიგრძეს, მსუბუქ კულულებსა და ბობს.



2. მრგვალი სახე


image


მრგვალი მოყვანილობის სახეს კორექცია სჭირდება, რათა ვიზუალურად ოდნავ დაგრძელდეს. არ ღირს თმის შეჭრა ნიკაპამდე ან უფრო მოკლედ. იდეალურ ბალანსს იძლევა ამ ტიპის სახისთვის გძელი სწორი თმა, დაგრძელებული "ჩოლკა" და ტალღოვანი "კუდი".


3. მართკუთხა სახე


image


ამ ტიპის სახისთვის დამახასიათებელია ნიკაპის გამოკვეთილი ხაზი დამკვეთრად გამოხატული საფეთქლები. მასზე განსაკუთრებით ჰარმონიულად გამოიყურება შემდეგი ვარცხნილობები: გრძელი თმა და "ჩოლკა", საშუალო სიგრძის ტალღოვანი თმა და "ჩოლკა" და ბობი "ჩოლკით".


4. გულის ფორმის სახე


image


V-ის ფორმის სახეს ახასიათებს წვეტიანი ნიკაპი, ამიტომ აუცილებელია ყურადღების გადატანა თვალებსა და ყვრიმალებზე. ამისათვის კარგი ვარიანტებია: საშუალო სიგრძის აჩეხილი თმა, საშუალო სიგრძის კულულები და უკან "კუდი".


5. რომბისებური სახე


image


მათ, ვისაც ბრილიანტის ფორმის სახე აქვთ, უნდა შეეცადონ შეარბილონ კონტრასტი ყვრიმალების მიდამოში. მთავარია, თავი უნდა აარიდონ სწორ ხაზებსა და "მოტკეცილ"აქცენტებს. კარგი იქნება შემდეგი ვარცხნილობები: საშუალო სიგრძე და უკან ოდნავ აჩეხილი, სავსე "ჩოლკა" საშუალო სიგრძის კულულებით და პიქსი.


6. კვადრატული სახე


image


კვადრატულ ფორმას სჭირდება კუთხეების "მოტეხვა", რათა სახის მოყვანილობა უფრო დახვეწილი გამოჩნდეს. გამოდგება ისეთი ვარცხნილობები, რომებიც დაფარავს საფეთქლებს: "ლესენკა", გრძელი კულულები და მოკლე გვერდული "ჩოლკა".


ასევე დაგაინტერესებთ:


1. ერთადერთი ეფექტური მოძრაობა სახის გახდომისა და გასწორებისთვის - შედეგი გაგაოცებთ!

image


2. ვარცხნილობის 10 ხერხი, რომლებიც მინიმუმ 5 წელს მოგაკლებთ - გაითვალისწინეთ!

image


3. 7 შეცდომა ჩაცმულობაში, რომელიც ზედმეტ კილოგრამებს გმატებთ - გაითვალისწინეთ!

image


4. რატომ აქვს ქალის და მამაკაცის პერანგებს ღილები სხვადასხვა მხარეს - ეს ბევრმა არ იცის!

image

5. 8 რამ, რაც მამაკაცებს აღიზიანებთ ქალის მაკიაჟში - გაითვალისწინეთ!

image

6. ერთადერთი ვარცხნილობა, რომელიც ყველა ქალს უხდება - გაითვალისწინეთ!

image

7. ფრჩხილის როგორი ფორმაა თქვენთვის იდეალური - ეს ბევრ რამეში დაგეხმარებათ!

image

2
6942
5-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
6942
  
2017, 2 სექტემბერი, 12:22
დიდი მადლობა, ჩემო კარგო.
2017, 2 სექტემბერი, 10:58
ნამდვილად საინტერესო სტატია იყო..
0 1 2