მაკიაჟი და ვარცხნილობა მოამზადეთ ტონალური კრემი საკუთარი ხელით - უმარტივესი მეთოდი 2017, 23 თებერვალი, 11:58 ყველა ქალი ოცნებობს იდეალურ სახის კანზე, მაგრამ, სამწუხაროდ ეს ბევრს არა აქვს. თუმცა სწორად გაკეთებულ მაკიაჟს სახეზე ნებისმიერი ნაკლის შენიღბვა შეუძლია. ნორმალური მაკიაჟის წარმოდგენა შეუძლებელია ტონალური ფუძის გარეშე. მისი შეძენა ნებისმიერ კოსმეტიკურ მაღაზიაში შეიძლება, თუმცა თავადაც შეგიძლიათ მოამზადოთ. მეორე შემთხვევა იმით არის კარგი, რომ საშუალება გაქვთ თავად არეგულიროთ ფერი და მოამზადოთ ისეთი კრემი, რომელიც იდეალურად შეესაბამება თქვენს სახის კანს. ამას გარდა, შეგიძლიათ ზუსტად იცოდეთ, რომელი კომპონენტებისგან იქნება შემდგარი თქვენი ტონალური ფუძე. ეს რათქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ საერთოდ უარი თქვათ პროფესიონალური ტონალური კრემის გამოყენებაზე. თუმცა ეს მეთოდი ძალიან დაგეხმარებათ ისეთ უხერხულ სიტუაციებში, როცა ქარხნული ტონალური ფუძე ხელთ არ აღმოგაჩნდებათ. როგორ გავაკეთოთ ტონალური კრემი საკუთარი ხელით ინგრედიენტები: მშრალი კოსმეტიკური პუდრი სახის დამატენიანებელი კრემი მცირე ზომის ჯამში ერთმანეთს შეურიეთ ცოტაოდენი დამატენიანებელი კრემი და მშრალი პუდრი. მნიშვნელოვანია, რომ პუდრი ზედმეტი არ მოგივიდეთ: ტონალური ფუძე არ უნდა გამოვიდეს სქელი და უნდა ჰქონდეს მსუბუქი კონსისტენცია. თუ უპირატესობას ანიჭებთ უფრო მძიმე ტონალურ კრემს, ჩვეულებრივის მაგივრად გამოიყენეთ მინერალური პუდრი. ასევე დაგაინტერესებთ: 1. დაიტანეთ ეს ნახარში თმაზე, გააჩერეთ 5 წუთი და ჭაღარას სამუდამოდ დაემშვიდობეთ! 2. როგორ მოვამზადოთ "ტყლარწი" სახლში - 2 იაფი და ეფექტური ხერხი 3. ასეთი რამ მალე ზამთარში ყველა სახლში საჭირო გახდება - აუცილებლად დაიმახსოვრეთ! 4. თუ ტუალეტში გინდათ და ვერ შედიხართ, იფიქრეთ ამაზე... რჩევა, რომელიც ყველამ უნდა იცოდეს! 5. დააკვირდით ნახატებს! - ის, რაზეც უბრალოდ არ ვლაპარაკობთ... 6302 7-ს მოსწონს
|